... (H-1090), XIX ს.

335. მეფემან აღხმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა჻ გამოუხვენ და წავედით, [......] სადებლად ალისა჻ მაშინ დავიწყე გარდახდა, [.....] უთროსა ვალისა჻ ალმასისა ხამს ლახვარი, ლახვრად გულისა სალისა჻

336. ვიცოდი სწადდა არვისგან, ნახვა მის მზისა დარისა჻ მე გარე ვდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა჻ ვერას ვხედეუდი ოდენ ჴმა, მესმოდა საუბარისა჻ ასმათს უბრძანა გამოხმა, დურაჯთა ამილბარისა჻

337. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვჰსდეგ მოფარდაგულსა჻ ქალსა შევხუედე ლახვარი, მეცა ცნობასა და გულსა჻ მოვიდა მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა჻ ვაჲმე მას აქათ საჴმილსა, დავუწვავ ნიადაგულსა჻

338. აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი჻ მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი჻ ყმა და ასმათი ჰსტიროდეს, ჴმას ჰსცემდეს იგი არენი჻ ჭმუნვით ჰსთქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვაი გმირთ მემუქარენი჻

339. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია჻ დიდხან ვერა ჰსთქვა სევდამან, გული შეუპყრა დარია჻ დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა, ცრემლი მიწათა გარია჻ თქვა ჩემგან მისი ჴსენება, ვაიმე რა დიდი ზარია჻

340. მიმდომი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან რჩებიან჻ იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან჻ ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან჻ ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან჻

341. დურაჯნი მთხოვეს გავიღე, სხვა ვერა გზაღა თავისა჻ დავეცი დავბნდი წამიხდა, ძალი მხართა და მკლავისა჻ რა სულად მოველ შემესმა, ჴმა ტირილისა და ვისა჻ აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა჻

342. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა჻ პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა჻ ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა჻ მუყრნი მოასხეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა჻

343. მე რა მნახა თვალ ახმული, მეფე ყელსა მამეხვია჻ ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია჻ მე პასუხი ვერა გავე, ვითა შმაგი შევკრთი დია჻ კულა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია჻

344. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარე შამომცვიდიან჻ მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან჻ მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდია჻ სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან჻

345. აქიმნიცა იკვირვებდეს, ესე სენი რაგვარია჻ სამკურნალო არა ჰსჭირს რა, სევდა რამე შემოყრია჻ ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცდარი წამერია჻ დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია჻

346. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკვდარი჻ მერმე ცნობა მამივიდა, მივხუდი რასმე მიუმხვდარი჻ ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამჴდარი჻ თმობა ვჰსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი჻

347. ვსთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე჻ მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე჻ აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე჻ მანვე ჰქმნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავიკურნე჻

348. მე წამოვედ მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა჻ ახარებდეს წამოჯდაო, დედოფალი გამორბოდა჻ მეფე მორბის თავ შიშველი, არ იცოდა რას იქმოდა჻ იგი ღ~თსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმობდა჻

349. იქით და აქათ მამისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია჻ მე მოვახსენე პატრონო, გული აწ უფრო მრთელია჻ ცხენსა შეჯდომა მამინდა, ვნახე წყალნი და ველია჻ ცხენი მომგვარეს შეცავჰსჯე, მეფე ჩემთანა მვლელია჻

350. გამოვედით მოვიარეთ, მაედანს და წყლისა პირსა჻ ჩემსა მიველ დავაბრუნვე, მეფე მამყუა სახლთა ძირსა჻ შინა მიველ უარ გავხდი, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა჻ ვთქვი თუ მოვკუდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა჻

351. ზაფრანის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა დანამან჻ გული უფრორე დამიჭრა, ათიათასმან დანამან჻ საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან჻ ვთქვი თუ რა იცის ამბავი, ნეტარ ან იმან ან ამან჻

352. მონააო ასმათისი, რა იცისო ვარქვი ვკითხე჻ შემოვიდა სააშიყო, წიგნი მომცა წავიკითხე჻ გამიკჳრდა სხვად ვითამცა ვქენ, გულისა მწველთა სითხე჻ მისგან ეჭვა არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე჻

353. მე გამიკჳრდა სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა჻ მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა჻ ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა჻ დავჰსწერე რაცა პასუხად, მართებდა აშიკობასა჻

354. დღენი გამოხდეს მე გული, უფრორე დამწვეს მე ალთა჻ ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა჻ დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა, დამიწყეს მოსულა მრავალთა჻ მაშინ დავიწყე გარდახდა, სოფლისა ლხინთა და ვალთა჻