... (Q-1369), 1823 წ.

335. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოუხმენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

336. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

337. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლაჴვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ საჴმილსა დაუწვავ ნიადაგულსა

338. აწ წახდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მის ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილან ვაი გმირთა მემუქარენი

339. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქუა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა ცრემლი მიწასა გარია თქუა ჩემგან მისი ხსენება ვაიმე რა დიდი ზარია

340. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

341. დურაჯნი მივსცენ გავიღე სხუა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიჴდა ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

342. შიგან ვსწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

343. მე რა მნახა თვალახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალღა ხარ სიტყუა თქვია მე პასუხი ვერა უთხარ ვითა შმაგი შევკრთია კულავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

344. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

345. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყუა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქმს მას რომ ცრემლი დაუღვრია

346. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქჳ თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყუა სამუდარი

347. ვთქჳი თუ ღმერთო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა ამადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავარკინე

348. მე წამოვე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხუა ყველაი უჩუმოდა

349. იქით და აქათ მამისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

350. გამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მომყვა სახლთა ძირსა შინა მივე უარ გავხე სხუა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქჳ თუ მოვკუვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

351. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქჳ თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

352. მონაო ასმათისი რა იცისო ვარქვი ვკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხუად ვითამცა ვჰქმენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

353. მე გამიკვირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავწერე რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა

354. დღენი გამოჰხდეს და გული უფრორე დამწვეს კულავ ალთა ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა