... (Q-1369), 1823 წ.

297. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

298. კაცმან ვით პოვოს ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი საჴმილმან აწ ასრე დანაბა დია კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს და ნაბადია

299. მაგრამ ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

300. ყმას უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიანბობ რაღა გინდა წამეკიდოს

301. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირ სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

302. ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

303. მოთქუამს ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილსა უამბო პირველი

304. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შევუცავ სევდათა სისხლისა ღვართა დენასა

305. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

306. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი

307. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქუა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

308. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა ჰინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა

309. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან ჩემებრ ჰინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა მამამან და მშობელმან

310. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ჰინდოეთს აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდეს არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა სხუად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

311. თჳთ მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქუა ჩემებრი ამირბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვჰგავ ასრე ვითა მე სხუა კაცი არა მგავსა

312. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქუა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

313. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევაქნათად მოვიწიფე დავემსგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად

314. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა მართ ვითა სირისა არა ჰგავიდოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა

315. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა