... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

410. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

411. წა შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაღირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქმნა კვლაცა ნახვა,მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე

412. აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია, ღმერთსა ამად არ მკვირსა შენთა შუქთა შემომადგა, გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა

413. ზედა წიგნსა საფიცარსა, შეჰვფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება, ვისიცაო გულსა მიცა ღმერთი მომკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

414. დავჰყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი, ნათლად მადგეს გულსა ფენით

415. მეძნელებოდა სიშორე, მისი ბროლბალახშმინისა მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისი გამყრელსა, გული მიც კლდისა ტინისა

416. დილასა შევჯე უბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ, არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიძრახავს ხდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა

417. დავაგდე ზღვარი არაბთა, მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდოთა თქვენი თხანია

418. მე შემამძღვნეს რამაზისგან, ძღვნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ, არის შენგან არსაქნელი ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი მაურვებლად მოგახსენნეთ, თავნი შვილნი საქონელი

419. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია ჩვენ მოგცეთ ციხექალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია

420. გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი, ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით

421. ჩვენ ამას ვარჩევთ წავიდეთ, კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხვითა კვლავ და კვლაცითა

422. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები ლაშქართა დავჰყრი ცოტათა, წამოვალ შენ კერძ ვირები

423. მათ ლაშქართაგან სამასი, კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყველანი დავვედრე სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდევდით მიშველდით, გიჴმობ თუ მინდენ შველანი

424. სამდღე ვიარე მემთხვია, სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი, შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა, შენ ძღვნობა ამისთანისა

425. კვლაცა ეთქვა მართალია, აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღმერთო, ბრძანება ვქენ მეცა თქვენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამაძენი

426. მუნით წასული ჩამოვჰხე, ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა, ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი, თქვეს მართლად ინატრიდესა

427. მითხრეს მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული,ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები

428. კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება, ჩემგან თქვენი არ იქნების

429. მე მამისა თქვენისაგან, ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი