... (H-757), 1671 წ.

2103. დამხვდი჻ კარგა჻ ბევრი჻ მამეც჻ გამისტუმრე჻ ტყუის჻ საძებრად შენით჻ წაველ჻ ფატმან჻ ვპოვე჻ მის჻ მტერს჻ ვექმენ჻ ცან჻ უძებრად მან჻ მიანბო჻ ტყუის჻ ამბავი჻ ძმას჻ დავშრიტე჻ ცეცხლი჻ მგზებრად შევჰკრბით჻ სამნივ჻ ქუეყანანი჻ დავაშვენეთ჻ მთუარე჻ მზებრად

2104. რაცა჻ ვჰქენით჻ ყველა჻ იცი჻ ჩუენ჻ ვლეთ჻ შენ჻ ტახტს჻ დაემყარე აწ჻ მტიროდი჻ სულნი჻ ჴორცთა჻ გავეყარე ბოდიშსა჻ და჻ სალამს჻ მოგთხოვ჻ მით჻ სიკუდილსა჻ წავეყარე ეულს჻ პატრონს჻ უმკუიდროსა჻ მე჻ წაუველ჻ ავეყარე

2105. ოდეს჻ ტარიელ჻ დამარხო჻ მიტირე჻ მეც჻ თავს჻ ცემითა თინათინს჻ შუქთა჻ ელვანი჻ ჯავარციმციმის჻ ცემითა ორნივ჻ გავშორდით჻ ნივთთაგან჻ ვიქნბით჻ დანაცემითა აღარად჻ უნდით჻ გავშორდით჻ სოფლისა჻ მიცმიცემითა

2106. ვიცი჻ რომ჻ შენცა჻ დაბერდი჻ აღარ჻ გიც჻ ბევრი჻ ხანია აღარც჻ შენა჻ გცალს჻ სოფლსთვის჻ ხან჻ ვარდი჻ ჰკრიფო჻ ხან჻ ია ანუ჻ მინდორად჻ შეექცე჻ მოჰკლა჻ ქურციკთან჻ თხანია ასრე჻ გვაბრუნვებს჻ სოფელი჻ და჻ ჟამი჻ ეს჻ უხანია

2107. ძეთა჻ შენთა჻ ესე჻ უთხარ჻ მტკიცედ჻ კარგა჻ დააბარე მათცა჻ იძმონ჻ ძენი჻ ცემნი჻ ძმისგან჻ უფრო჻ მიაბარე ღმერთსა჻ უნდეს჻ მტერნი჻ მათნი჻ ჴელშეკრულნი჻ მიაბარე მე჻ საფლავს჻ ქუეშ჻ მამაქციე჻ მიწა჻ ნიჩბით჻ მიაბარე

2108. კარგნი჻ ყოფილხართ჻ სამნივე჻ ჰხოცეთ჻ დევი჻ და჻ ქაჯები წაგიოდა჻ მჴნენი჻ ძალგული჻ და჻ დალპა჻ ცუდად჻ მაჯები სოფლის჻ ურჯულოდ჻ წასულისთუის჻ თუ჻ არ჻ აგართვან჻ აჯები მიკუირს჻ მწერალო჻ ანდერძსა჻ მათსა჻ სწერ჻ რად჻ ისაჯები

სიკვდილის ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა჻

2109. აზომ჻ არ჻ არის჻ სოფლისა჻ საღამო჻ არცა჻ დილია სიზმრისა჻ უფრო჻ სიზმარი჻ ჩრდილისა჻ უფრო჻ ჩრდილია არ჻ ამოჰკრეფენ჻ სწავლულნი჻ მათ჻ მათგან჻ გამოცდილია ავი჻ და჻ კარგი჻ სწორად჻ სჩანს჻ სიცოცხლე჻ თუ჻ სიკუდილია

2110. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ დაყუნეს჻ წელნი჻ სამოცთნი ღმერთმან჻ მისცნა჻ ორნი჻ ძენი჻ სიტურფითა჻ მსგავსი჻ მათნი გაუნდოვდეს჻ საჭურეტელად჻ ბროლბადახშნი჻ მინასათნი სიბერემან჻ გაუცუდნა჻ მათ჻ გლახ჻ მათნი჻ ხასიათნი

2111. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ სული჻ ცათკენ჻ გაგზავნესა ორნი჻ ესე჻ ჴორციელნი჻ იგი჻ მათსა჻ სინაზესა ჴორცითაცა჻ შეიერთნეს჻ მას჻ წყაროსა჻ ზესთა჻ ზესა მზე჻ მრავალთა჻ დაუტევეს჻ მიიახლნეს჻ ერთად჻ მზესა

2112. ვინცა჻ კარავნი჻ გააკრავნა჻ და჻ თიკანნი჻ გაათიკნა მანვე჻ თხანი჻ თიკანთაგან჻ გაარჩივნა჻ გააბლიკნა გონიერნი჻ გაამაღლნა჻ სულნი჻ მათნი჻ მოირკინა ერთმანეთსა჻ ეზიარნეს჻ რამანცაღა჻ ჩამოდრიკნა

2113. მითქუამს჻ და჻ კვლავ჻ ვსთქვა჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ კულა჻ და჻ კულადობა იგი჻ გარდაჴდეს჻ გაისმა჻ ოდენ჻ ამბავი჻ მათობა სადაა჻ კბილთა჻ სითეთრე჻ ანუ჻ ღაწუთაღა჻ ნათობა მტვერად჻ შექმნილა჻ წაუჴდა჻ მათ჻ მათი჻ ხასიათობა

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისვლა და ტირილი და მოთქმა჻

2114. მოვიდა჻ ფრიდონ჻ ტირილით჻ ზახილით჻ თავსა჻ მცემელი იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ და჻ მოსთქვამს჻ არ჻ უნდა჻ გარდამცემელი მოიღო჻ მეტად჻ დიადი჻ გლახაქთა჻ მისაცემელი უნდოდა჻ თუმცა჻ ეშოვნა჻ ლახვარი჻ დასაცემელი

2115. ტაგრუცსა჻ მიჯდა჻ მოსთქმიდა჻ ჴმითა჻ მით჻ შუენიერითა იგლეჯდა჻ თეთრსა჻ თმა჻ წუერსა჻ გაჰყრის჻ ბროლისა჻ ჭერითა მაღლა჻ იზახდა჻ ვაგლახსა჻ ტირილით჻ არ჻ სიმღერითა მართ჻ წმინდად჻ გაგლეჯილიყო჻ ერთობ჻ თმითა჻ და჻ წუერითა

2116. თქუნა჻ მეტად჻ კარგი჻ სიტყვანი჻ ფილასოფოსთა჻ ცნობასა რომე჻ ჴორჴითა჻ იტყოდა჻ მსგავსი჻ დავითის჻ ძნობითა მე჻ გლახ჻ ვით჻ მოვჰთქუა჻ სიკეთე჻ თქუენისა჻ ცხენოსნობისა ან჻ ვით჻ მოვთვალო჻ მოკლული჻ თქუენისა჻ მშვილდოსნობისა

2117. რაზმთა჻ მლეწელნო჻ ყოველთა჻ მებრძოლთა჻ თქუენთა჻ მძლეველნო კვლავ჻ ასპარეზად჻ ტურფანო჻ უსწოროდ჻ დამნაძლეველნო თქუენ჻ ვისცა჻ შუელა჻ უბრძანით჻ უცხონონო჻ შესაძლეველნო აწ჻ ცრემლთა჻ ჩემთა჻ დენასა჻ ჴამს჻ თუ჻ ვით჻ გაუძლე჻ ველნო

2118. თქუენებრ჻ ტახტსა჻ ვის჻ დაჯდების჻ ვინ჻ მოჰკაზმავს჻ სრასა჻ სრულად ან჻ ნადიმსა჻ ვინ჻ გარდიჴდის჻ ზნეუკლებსა჻ ჯავარსრულად ვითამც჻ დავრჩი჻ მე჻ უთქუენოდ჻ ვიგონებდე჻ ამას჻ რულად ცოცხალი჻ მე჻ არ჻ ვიქნები჻ გაკიცხული჻ გაბასრულად

2119. თინათინს჻ ნესტანდარეჯანს჻ ვით჻ მოეთქუნა჻ სინაზენი ტანი჻ მჭევრი჻ ალვის჻ მორჩი჻ პირი჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენი ბროლბადახში჻ ლალგიშერი჻ მარგალიტთა჻ შენათხზენი საუბარი჻ სიტყუატკბილი჻ ვერ჻ მჭვრეტელთა჻ ამაზრზენი

2120. ფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ოთხთავე჻ ორთა჻ და჻ ორთა჻ ტიროდა მაღლად჻ იზახდა჻ ვაგლახსა჻ მართ჻ ვითა჻ ლომი჻ ყუიროდა თქუენის჻ პირისა჻ ჯავარი჻ აღარა჻ ლალდ჻ ჭვიროდა იტყუის჻ თუ჻ მოვჰკუდე჻ რა჻ მგამა჻ რადგან჻ დამაგდე჻ გმირო჻ და