... (H-2074), XVI-XVII სს.

2007. მიჯნურობისა჻ საჴმილმან჻ დამწვა჻ მძლავრ჻ ანაგზემან჻ და჻ მზე჻ მოვჰკუდე჻ თავის჻ გამოღმა჻ შენ჻ დამიტირე჻ მზემან჻ და჻ სხუამ჻ ჩემოდნიბა჻ ვერა჻ ქნას჻ ყოველმან჻ მონაზემან჻ და჻ ცავ჻ შთამოიქეც჻ მნათითურთ჻ აწ჻ რადღა჻ ჰყოვნი჻ ზე჻ მანდა჻

2008. მტიროდით჻ თქუენთვის჻ დამწუარსა჻ მიჯნურნო჻ ჩემთუის჻ ურვილნო჻ გამზრდელნო჻ თქუენცა჻ გაზრდილნო჻ ტურფად჻ ისპანო჻ ჭურვილნო჻ ხასნო჻ აზიზად჻ ნანახნო჻ თავნო჻ ნაზობით჻ ბურვილნო჻ სულთქმით჻ მამთქუემდით჻ ბაგენო჻ და჻ უბანებით჻ სურვილნო჻

2009. თინათინ჻ პირველ჻ სურვილი჻ პირის჻ შენისა჻ ამარე჻ აწ჻ ლომმან჻ თავი჻ გამარა჻ და჻ მზეო჻ შენ჻ მასამარე჻ აქა჻ ნარებეთა჻ სწორად჻ ვლოთ჻ უვიცი჻ იგიც჻ სამ჻ არე჻ ერთად჻ წავიდეთ჻ აჰა჻ მზა჻ ჩვენთუის჻ თაბუთი჻ სამარე჻

2010. უჩემოდ჻ დაჭკნი჻ ვარდნო჻ და჻ იავ჻ ფერთა჻ მკრთითა჻ იყავ჻ ვით჻ დამთმევ჻ ლალო჻ და჻ ბროლო჻ ძოწო჻ და჻ სათო჻ რა჻ მიყავ჻ კულავ჻ იაგუნდი჻ ნაღველი჻ გატყდი჻ და჻ შუავ჻ გაიყავ჻ აწ჻ მარგალიტო჻ და჻ მორჭმულო჻ ნუ჻ მტირ჻ და჻ ბაგე჻ დამიყავ჻

2011. ჩემი჻ გარდაჴდა჻ სურვილო჻ რას჻ გვარგებს჻ რაზომ჻ ვინანო჻ დამოდენით჻ სისხლისა჻ რუი჻ გაწურთვნის჻ ვარდნო჻ და჻ მინანო჻ ჩემთანა჻ ცისა჻ მნათობნი჻ რანო჻ და჻ ანუ჻ ვინანო჻ მზე჻ მზეთა჻ მოვჰკუდე჻ მტიროდეს჻ გულნო჻ კლდენო჻ და჻ მინანო჻

2012. აწ჻ ეს჻ ვითხოვ჻ ღ~თისგან჻ სააჯო჻ დიდად჻ ძნელია჻ სად჻ არის჻ ჩემი჻ სავანე჻ მუნ჻ გამინათლოს჻ ბნელიო჻ მისის჻ ელვითა჻ მაკრთობდეს჻ არ჻ მცხინვარე჻ ჰყოს჻ ბნელია჻ ანგელოზთანა჻ ვჰფრინვიდე჻ ვადიდო჻ ჩემი჻ მჴსნელიო჻

2013. სული჻ რომელი჻ აწ჻ ჩემგან჻ ჩანს჻ უტყუოდ჻ დანასულები჻ მუნ჻ დამამკუიდროს჻ სადაცა჻ ჰყვანან჻ მართალთა჻ სულები჻ შორს჻ ქნას჻ ნაწილსა჻ რომელთა჻ არს჻ დამზრალ჻ დანასულები჻ რომელსა჻ თიკნად჻ უწოდენ჻ არის჻ მარცხნით჻ წანასულები჻

2014. ამ჻ სააჯოსა჻ ღ~თისაგან჻ კულავ჻ ვეღარ჻ ვითხოვ჻ ვეროსა჻ გლახ჻ სულსა჻ დაჴსნას჻ ბნელი჻ და჻ ნათლისა჻ გზასა჻ აროსა჻ მართალთა჻ თანა჻ შერაცხოს჻ ზდიდეს჻ მართ჻ ვითა჻ საროსა჻ ედემს჻ ბუნაგი჻ აუგოს჻ სამოთხეს჻ დააყენოსა჻

2015. აწ჻ გაიხუენეთ჻ სატირლად჻ ტურფა჻ რაც჻ გქონან჻ ნახლებნი჻ ოთაღნი჻ მგზავსი჻ ედემთა჻ კარავნი჻ ნაჭირ჻ ნახლებნი჻ თავსა჻ იცემდით჻ მჴარ჻ დაჴდი჻ მონები჻ ჩემი჻ ნახლებნი჻ ჩვენ჻ დაგუმარხენით჻ შთაიცვით჻ წახვედით჻ არ჻ შინ჻ ნახლებნი჻

2016. ესე჻ წესია჻ სოფლისა჻ საპჭოდ჻ მცალს჻ არა჻ წამისად჻ ამად჻ არ჻ გეტყვი჻ მიენდუნეთ჻ არცა჻ ერთისა჻ წამისად჻ უწყალოდ჻ შესცულის჻ აიერი჻ ტურფისა჻ თვალ჻ წამწამისად჻ ბოლოდ჻ უმუხთლოდ჻ ვერ჻ მორჩი჻ თუ჻ თავიც჻ წააწამისად჻

სიკვდილის ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა჻

2017. აზომ჻ არ჻ არის჻ სოფლისა჻ საღამო჻ არცა჻ დილია჻ სიზმრისა჻ უფრო჻ სიზმარი჻ ჩრდილისა჻ უფრო჻ ჩრდილია჻ არ჻ ამოჰკრეფენ჻ სწავლულნი჻ მათ჻ მათგან჻ გამოცდილია჻ ავი჻ და჻ კარგი჻ სწორად჻ სჩანს჻ სიცოცხლე჻ თუ჻ სიკუდილია჻

2018. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ დაყუნეს჻ წელნი჻ სამოცთნი჻ ღ~თნ჻ მისცნა჻ ორნი჻ ძენი჻ სიტურფითა჻ მსგავსი჻ მათნი჻ გაუნდოვდეს჻ საჭურეტელად჻ ბროლ჻ ბადახშნი჻ მინასათნი჻ სიბერემან჻ გაუცუდნა჻ მათ჻ გლახ჻ მათნი჻ ხასიათნი჻

2019. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ სული჻ ცათკენ჻ გაგზავნესა჻ ორნი჻ ესე჻ ჴორციელნი჻ იგი჻ მათსა჻ სინაზესა჻ ჴორცითაცა჻ შეიერთნეს჻ მას჻ წყაროსა჻ ზესთა჻ ზესა჻ მზე჻ მრავალთა჻ დაუტევეს჻ მიიახლნეს჻ ერთად჻ მზესა჻

2020. ვინცა჻ კარავნი჻ გააკრავნა჻ და჻ თიკანნი჻ გაათიკნა჻ მანვე჻ თხანი჻ თიკანთაგან჻ გაარჩივნა჻ გააბლიკნა჻ გონიერნი჻ გაამაღლნა჻ სულნი჻ მათნი჻ მოირკინა჻ ერთმანეთსა჻ ეზიარნეს჻ რამანცაღა჻ ჩამოდრიკნა჻

2021. მითქუამს჻ და჻ კულავ჻ ვსთქვა჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ კულა჻ და჻ კულადობა჻ იგი჻ გარდაჴდეს჻ გაისმა჻ ოდენ჻ ამბავი჻ მათობა჻ სადაა჻ კბილთა჻ სითეთრე჻ ანუ჻ ღაწუთაღა჻ ნათობა჻ მტვერად჻ შექმნილა჻ წაუჴდა჻ მათ჻ მათი჻ ხასიათობა჻

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისვლა და ტირილი და მოთქმა჻

2022. მოვიდა჻ ფრიდონ჻ ტირილით჻ ზახილით჻ თავსა჻ მცემელი჻ იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ და჻ მოსთქუამს჻ არ჻ უნდა჻ გარდამცემელი჻ მოიღო჻ მეტად჻ დიადი჻ გლახაკთა჻ მისაცემელი჻ უნდოდა჻ თუმცა჻ ეშოვნა჻ ლახვარი჻ დასაცემელი჻

2023. ტაგრუცსა჻ მიჯდა჻ მოსთქუმიდა჻ ჴმითა჻ მით჻ შუენიერითა჻ იგლეჯდა჻ თეთრსა჻ თმა჻ წუერსა჻ გაჰყრის჻ ბროლისა჻ ჭერითა჻ მაღლა჻ იზახდა჻ ვაგლახსა჻ ტირილით჻ არ჻ სიმღერითა჻ მართ჻ წმინდად჻ გაგლეჯილიყო჻ ერთობ჻ თმითა჻ და჻ წუერითა჻

2024. თქუნა჻ მეტად჻ კარგი჻ სიტყვანი჻ ფილასოფოსთა჻ ცნობასა჻ რომე჻ ჴორჴითა჻ იტყოდა჻ მსგავსი჻ დავითის჻ ძნობითა჻ მე჻ გლახ჻ ვით჻ მოვჰთქუა჻ სიკეთე჻ თქუენისა჻ ცხენოსნობისა჻ ან჻ ვით჻ მოვთვალო჻ მოკლული჻ თქუენისა჻ მშვილდოსნობისა჻