... (H-1090), XIX ს.

158. ყმამან უთხრა მომისმინე, მართლად გითხრობ არა ჭრელად჻ რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად჻ მარგალიტი არვის მიხვდეს, უსასყიდლოდ უვაჭრელად჻ კაცი ცრუ და მოღალატე , ჰჴამს ლახვრისა დასაჭრელად჻

159. ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა჻ უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ იქს კარგა჻ სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა჻ კულა ნუთუმცა შემოვიქცე, ღ~თნ სრულად არ დამკარგა჻

160. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი჻ მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი჻ აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა ფლასი჻ წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი჻

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა:

161. დაჰსწერა თუ ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო჻ ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო჻ თქვენ ჩემისა საწადლისა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო჻ წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო჻

162. მიწამცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მე რასა჻ თჳთ ვიქ ჴელითა ჩემითა, ამა წიგნისა წერასა჻ ცოტასა ხანსა ვარჩივენ, გაჭრა სმასა და მღერასა჻ პურად და საჭმლად მივენდევ, ჩემსა მშვილდსა და ცერასა჻

163. საქმე რამე მიძს თავისა, ზესადმე გარდსახვეწელი჻ დავჰყო მარტო და ღარიბად, ესე წლეული მე წელი჻ გემუდარები ამისთჳს მისმინოთ, ვარ თქვენი შემომხვეწელი჻ მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი჻

164. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს჻ სიკუდილსა და სიცოცხლესა, სადამდისცა ჩემსა სცნობდეს჻ ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს ჰზვრიდეს არ აჭკნობდეს჻ შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა დაადნობდეს჻

165. თქვენცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი჻ ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი჻ ბუკსა იკრას აქნევინეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი჻ მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს არ სიცილი჻

166. ესე წიგნი დაასრულა, წყლიანმან და სიტყვა ნაზმა჻ წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა჻ ბრძანა მინდორს შევჯდებიო, ლაშქარიცა დაერაზმა჻ მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა჻

167. ბრძანა წადით ყუელაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა჻ მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა჻ მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა჻ მიწყივ მისად საგონებლად, მისი მკულელი თინათინა჻

168. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა჻ ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა჻ ვის მახჳლი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა჻ მისგან ტვირთი კაეშნისა, ტვირთად ვარგად აეკიდა჻

169. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს჻ იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს჻ მათსა დიდსა სიხარულსა, სამძიმარი ანაცვალეს჻ ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს჻

170. ღ~თი ლომო შენად ნაცულად, სხვასა ვისმცა დანერგვიდეს჻ დარბოდეს და სხვაგნით სხვათა, მოამბეთა მოასხმიდეს჻ ვეღარა ჰსცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს჻ მისნი სპანი გულნნმოკლულნი, ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს჻

171. შერმადინ ერთგან შეჰყარნა, ხასი და დიდებულები჻ უჩვენა იგი უსტარი, ანბავი მისი თქმულები჻ რა მოისმინეს ყუელაი, დარჩა გულ დანაწყლულები჻ თავსა იცემდეს არ იყო, გული უცრემლო ულები჻

172. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა, ჩვენ უმისოდ გვიარმისცა჻ უშენოსა საჯდომი და, ტახტი მისი ვისმცა მიჰსცა჻ გაღანამცა გმორჩილობდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა჻ იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის სცა჻

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა:

173. ამ საქმესა მემოწმების, დიონოსი ბრძენი ეზროს჻ საბრალოა ოდის ვარდი, დაეთრთჳლოს დაცაეზროს჻ ვის ბალახში არა ჰგვანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს჻ იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს჻

174. ავთანდილ იგი მინდორი, ოთხახმით გარდაიარა჻ დააგდო მზღვარი არაბთა, სხუათა მზღვართა არე იარა჻ მაგრამ მის მზისა გაყრამან, სიცოცხლე გაუზიარა჻ ჰსთქვა თუ მე მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა჻

175. ახალმან ფიფქმან დაჰსთოვა, ვარდი დათრთვილა დანასა჻ მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა჻ თქვის ჭირი ჩემი სოფელმან, ოთხმოცდაათი ანასა჻ მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა ბარბითსა დანასა჻