... (H-1090), XIX ს.

296. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად჻ ღ~თნ ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად჻ მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად჻ მე თუ ვიტყჳ დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქს ალად მურად჻

297. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი დავალებული჻ ასმათს უბრძანა მას აქეთ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული჻ რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული჻ კულა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული჻

298. კაცმან ვით ჰპოვოს ღ~თისაგან, რაცა არ დანაბადია჻ მით გული ჩემი საჴმილმან, აწ ასრე დანაბა დია჻ კულა გზასა მიკრავს მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია჻ აწ ხელთა ნაცულად ლხინისა, ჩალა მაქუს და ნაბადია჻

299. მაგრამ ღ~თნ მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა჻ ორი მისი მოწყალება, დღესცა მამცა ამა გზითა჻ პირველ შეჰყრის მოყვარულთა, ჩემით რათმე მიზეზითა჻ კულა ნუთუმცა სრულად დამწვა, ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა჻

300. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს჻ ჰჴამს მისთვისა სიკუდილსა და, ჭირსა თავი არ დარიდოს჻ ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს჻ შენ ისმენდი მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს჻

301. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მომიტანე჻ დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე჻ მკუდარი მნახო დამიტირე, სულთქნა გაათანისთანე჻ მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე჻

302. ღილ ჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მჴარნი ამოჰყარნა჻ ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა჻ ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა჻ მერმე სულთქუნა დაიძახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა჻

303. მოჰთქუამს აჰი აჰი საყვარელო, ჩემო ჩემთვის დაკარგულო჻ იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო჻ ვინ მოგკუეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო჻ ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგუწვა, გულო ასჯერ დადაგულო჻ აქა ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი:

304. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ამბავთა სმენასა჻ საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა჻ იგი ვინ ჴელმქნა მოველი, მისგან აროდეს ლხენასა჻ ვისგან შეუცავ სევდასა, სისხლისა ღვართა დენასა჻

305. ჰინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი჻ ექვსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი჻ უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი჻ ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი჻

306. მამაჩემი ჰსჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი჻ სარიდან ერქვა სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი჻ ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი჻ ნადირობდის და იშუებდის, საწუთრო გაუმწარავი჻

307. ხალვა მოჰსძულდა შაექნა, გულს კაეშანთა ჯარები჻ ჰსთქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები჻ ყოვლგნით განისხმან მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები჻ ბრძანა წავალ და მეფესა, ფარსადანს შევეწყნარები჻

308. ფარსადანს წინა დაასკვნა, გაგზავნა მოციქულისა჻ შესთვალა შენ გაქუს მეფობა, ინდოეთისა სრულისა჻ აწ მე მწადს თქუენსა წინაშე, მეცა ვჰსცნა ძალი გულისა჻ სახელი დარჩეს ჩემისა, ერთგულად სამსახურისა჻

309. ფარსადან შექნა ზეიმი, ამა ამბისა მცნობელმან჻ შესთვალა ღ~თსა მადლობა, შევსწირე ჴმელთა მფლობელმან჻ რადგან ეგე ჰქენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან჻ აწ მოდი ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან მშობელმან჻

310. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა჻ თჳთ ამირბარსა ინდოეთს, აქვს ამირსპასალარობა჻ მეფე რა დაჯდა არა სჭირს, ხელისა მიუმცდარობა჻ სხვად პატრონია მართ ოდენ, არა აქვს კაისარობა჻

311. თჳთ მეფემან მამაჩემი, დაიჭირა სწორად თავსა჻ თქვა ჩემებრი ამილბარი, ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა჻ ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლეუდიან მტერნი ზავსა჻ მას არა ვგავ ასრე ვითა, მე სხვა კაცი არა მგავსა჻

312. ძე არა ესვა მეფესა, და დედოფალსა მზისა დარსა჻ ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო, მით აეხუნეს სპანი ზარსა჻ ვაჲ კრული დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა჻ მეფემან ჰსთქვა შვილად გავზრდი, თჳთ ჩემივე გვარი არსა჻

313. მეფემან და დედოფალმან, მიმიყვანეს შვილად მათად჻ საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა, ლაშქართა და ქუჱყანათად჻ ბრძენთა მიმცეს სასწავლელად, ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად჻ მოვიწიფე დავემზგავსე, მზესა თვალად ლომსა ნაკუთად჻

314. ასმათ მითხრობდი რაცა ჰსცნა, ჩემგან ამბობა ცილისა჻ ხუთისა წლისა შევიქენ, მსგავსი ვარდისა შლილისა჻ ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა჻ არა ჰგაოდის ფარსადანს, მისი არა სმა შვილისა჻

315. ასმათ შენცა ხარ მოწამე, ჩემისა ფერ მიხდილისა჻ მზესა მე ვჰსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა჻ იტყოდეს ჩემნი მნახავნი, მჰსგავსია ედემს ზრდილისა჻ აწ მაშინდლისა ჩემისა, სახე ვარ ოდენ ჩრდილისა჻