... (H-1090), XIX ს.

118. ესე ჰსთქვა და სიხარულით, თამაშობა ადიადა჻ მგოსანი და მუშაითი, უჴმეს პოეს რაცა სადა჻ დია გაჰსცა საბოძვარი, ყუელა დარბაზს შემოხადა჻ მისი მსგავსი სიუხჳთა, ღმერთმან სხვამცა რა დაბადა჻

119. ავთანდილ ჰსჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მას პერანგი჻ იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი჻ შემოვიდა მას წინაშე, თინათინის მონა ზანგი჻ მოახსენა გიბრძანებსო, ტანი ალვა პირი ზანგი჻

120. ავთანდილს მიხვდა მოსმენა, საქმისა სანატრელისა჻ ადგა და კაბა ჩაიცუა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა჻ უხარის ნახვა ვარდისა, არ ერდგან შეუყრელისა჻ ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა჻

121. ავთანდილ ლაღი უკადრი, მივა არვისგან ჰრცხვენოდა჻ მას ნახავს ვისთა თვალთაგან, ცრემლი მრავალ ჯერ ჰსდენოდა჻ იგი უებრო ქუშად ჰსჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა჻ მთვარესა მისთა შუქთაგან, უკუნი გარდაფენოდა჻

122. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს, ყარყუმნი უსაპირონი჻ ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი჻ შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი჻ მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს, გრძლად თმანი არ უხშირონი჻

123. დაღრეჯით იყო მჯდომარე, ძოწეულითა რიდითა჻ ავთანდილს უთხრა დაჯდომა, წყნარად ცნობითა მშვიდითა჻ მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვითა რიდითა჻ პირის პირ პირსა უჭურეტდა, სავსე ლხინითა დიდითა჻

124. ყმამან ჰკადრა საზაროსა, ჩემგან თქმაღა ვით იქმნების჻ მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის დაცაჭკნების჻ აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების჻ თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკვირვების჻

125. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს, მინდორს მხეცნი დაგეხოცა჻ ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა჻ მას უკანით გონებამან, მისმან ასრე დამამხოცა჻ შენ გენუკჳ მონახვასა, კიდით კიდე მოლახოცა჻

126. აქანამდის ნაუბარსა, თუცა ვერას ვერ გეტყვია჻ მაგრამ შორით სიყუარული, შენგან ჩემი შემიტყვია჻ ვიცი რომე გაუწყვეტლად, თვალთა ღაწვი გისეტყვია჻ შეუპყრიხარ სიყუარულსა, გული შენი დაუტყვია჻

127. ასრე გითხრა სამსახური, ჩემი გმართებს ამა ორად჻ პირველ ყმა ხარ ჴორციელი, არვინა გვყავს შენად სწორად჻ მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად჻ წადი იგი მოყმე ჰსძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად჻

128. შენგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო გაამყარე჻ რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე჻ გულსა აგრე საიმედო, ია მორგე ვარდი ჰყარე჻ მერმე მოდი ლომო მზესა, შეგეყრები შემეყარე჻

129. სამსა ჰსძებნე წელიწადსა, იგი შენი საძებარი჻ ჰპოვო მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი჻ ვერა ჰპოვებ დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი჻ კოკობი და უფრჭუნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი჻

130. ფიცით გითხრობ შენგან კიდე, თუ შევირთო რაცა ქმარი჻ მზეცა მამხვდეს ჴორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი჻ სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი჻ შენი მკლვიდეს სიყუარული, გულსა დანა ასაქმარი჻

131. მოახსენა ყმამან მზეო, ვინ გიშერი აწამწამე჻ სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე჻ მე სიკუვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე჻ ვითამ მონა სამსახურად, გაღანამცა წავეწამე჻

132. კულავცა ჰკადრა აჰა მზეო, რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა჻ მით გმორჩილობს ზეციერი, მნათობია რაცა სადა჻ მე რომ თქვენგან მოვისმინე, წყალობანი მედიადა჻ ვარდი ჩემი არ დაჰსჭკნების, შუქი შენი იეფადა჻

133. კულა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი჻ გასალდეს და გაამრავლეს, საუბარი სიტყუა ხშირი჻ გაადვილდა აქანამდის, გარდეხადა რაცა ჭირი჻ თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების, თეთრი ელვა ვითა ჭვირი჻

134. ერთგან დასხდეს ილაღობეს, საუბარი ასადაგეს჻ ბროლ ბალახში შეხვეული, და გიშერი ასადაგეს჻ ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა, თავი ჴელი ასადაგეს჻ ცეცხლთა მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს჻

135. ყმა წავიდა სიშორესა, თუცა მისსა ვერ გასძლებდა჻ უკუღმავე იხედვიდა, თუალთა რეტად აყოლებდა჻ ბროლსა ჰსეტყუს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა჻ გული ჰქონდა გულისათჳს, სიყვარულსა ავალებდა჻

136. თქუა მზეო ვარდსა სიშორე, შენი დამაჩნდეს ეს ადრე჻ ბროლი და ვარდი გასრულვარ, ქარვისა უყვითლესადრე჻ მაშინ რაღა ვჰქმნა ვერ ჭვრეტა, რა მამხვდეს კვლავ უგრძესადრე჻ ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე჻

137. საწოლს დაწვა ჰსტირს მტირალსა, ცრემლი ძნელად ეხოცების჻ ვითა ვერხჳ ქარისაგან, ირხევის და იკეცების჻ რა მილულის სიახლევე, საყუარლისა ეოცების჻ შეჰკრთის დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების჻