... (H-1090), XIX ს.

138. მოშორვება საყუარლისა, მას შექნოდა მისად ღაზოდ჻ ცრემლსა ვითა მარგალიტსა, ჰყრის ვარდისა დასანაზოდ჻ რა გათენდა შეეკაზმა, მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ჻ ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ჻

139. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია჻ შესთვალა გკადრებ მეფეო, მე ესე გამიგონია჻ ყოველი პირი მიწისა, თქვენ ჴლმითა დაგიმონია჻ აწ თუ სჯობს ესე ამბავი, ცნან რაცა გარემონია჻

140. მე წავიდე მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო჻ თინათინის ჴელმწიფობა, მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო჻ მორჩილ ქმნილთა გავახარო, ურჩი ყუელა ავატირო჻ ძღვენნი კადრნე ზედა ზედა, არ სალამი დავაძვირო჻

141. მეფესა ეთქვა ამისი, დიადი მადრიელობა჻ უბრძანა ლომო არა გჭირს, შენ ომთა გამდრეკელობა჻ აწ მაგა შენსა თათბირსა, ჰგავსო შენივე ქველობა჻ წა მაგრა მამხუდეს რაღა ვქნა, თუ სიშორისა გრძელობა჻

142. ყმა შევიდა თაყუანიჰსცა, მადლი რამე მოახსენა჻ ჴელმწიფეო მიკჳრს ქება, რად იკადრეთ ჩემი თქვენა჻ აწ ნუთუ კულა სიშორისა, ღ~თნ ბნელი გამითენა჻ პირი თქვენი მხიარული, მხიარულსა კულავ მიჩვენა჻

143. მეფე ჴელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი჻ სხვა მათებრი არ ყოფილა, არ გამზრდელი არ გაზრდილი჻ ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი჻ როსტან მისთჳს აატირა, გონიერი გული ტკბილი჻

144. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მჴნე ლაღად მავალი჻ ოც დღე იარა ღამესა, დღეზედა წართო მრავალი჻ იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი჻ არ მისცილდები თინათინ, მისი მას ვისგან სწვავალი჻

145. რა მოვიდა სიხარული, შიგან გაჰჴდა სამეფოსა჻ მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა჻ იგი პირ მზე არ მოჰსცდების, სიარულსა სასწრაფოსა჻ მიხვდეს მყოფნი მას წინაშე, სიხარულსა სადაფოსა჻

146. ქალაქი ჰქონდა მაგარი, საზაროდ სანაპიროსა჻ გარეთ კლდე იყო გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა჻ ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე, ამოსა სანადიროსა჻ გაზრდილი მისი შერმადინ, დაისვა სავაზიროსა჻

147. ესეა მონა შერმადინ, ზემოცა სახელდებული჻ თანა შეზრდილი ერთგული, და მისთჳს თავ დადებული჻ მან არ იცოდა აქამდის, მის ყმისა ცეცხლი დებული჻ აწ გაუცხადა სიტყუები, მის მზისა იმედებული჻

148. უბრძანა აჰა შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან჻ ჩემნი საქმენი ყველანი, გცოდნიან გაგივლენიან჻ მაგრამ არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან჻ მე ვისგან მქონდეს პატიჯნი, აწ მასვე მოულხენიან჻

149. მიბრძანა მიცან ამბავი, მის ყმისა დაკარგულისა჻ მოხვიდე სრულ ვჰქმნა, მაშინღა შენი წადილი გულისა჻ ქმარი არ მინდა უშენო, მამხვდეს ხისა რგულისა჻ მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა჻

150. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა, პატრონისა სამსახურად჻ მერმე ცეცხლი დაუუსია, აღარა მწვავს გულსა მურად჻ ჰჴამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად჻ ჰჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირსა მიუხდეს მამაცურად჻

151. ვართ უმოყურესნი მე და შენ, ყოველთა პატრონ ყმათასა჻ ამისთჳს გნუკავ საქმესა, შენ ამა ჩემთა ჴმათასა჻ ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხვათა სპათასა჻ ამა საქმესა ვერა ვიქ, მე განდობასა სხვათასა჻

152. ლაშქართა და დიდებულთა, ალაშქრებდი პატრონობდი჻ დარბაზს კაცსა გაგზავნიდი, და ამბავსა მათსა სცნობდი჻ წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა ჰსძღვნობდი჻ აქა სადმე არ ყოფასა, ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი჻

153. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე჻ აქათ სამ წელ მამიცადე, ხვაშიადი შემინახე჻ მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე჻ არ მოვბრუნდე მამიგლოვე, მიტირე და მივაგლახე჻

154. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურვალია჻ აცნობე ჩემი სიკუდილი, იყავ მართ ვითა მთურალია჻ მიხვდა თქო საქმე რომელი, ყოვლთათვის გარდუვალია჻ გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და რვალია჻

155. მაშინ უფრო მამეხმარე, ამისგანცა უფრო მჴნედრე჻ ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედას ზედრე჻ მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე჻ ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე჻

156. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა შეეზარა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარდმოჰყარა჻ მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა჻ ვიცი რომე არ დაჰსდგები, მაგას გიშლი ამად არა჻

157. ჩემად ნაცულად დაგაგდებო, ესე სიტყვა რად მიბრძანე჻ რაგვარა ვჰქმნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე჻ შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე჻ ჰსჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე჻