... (H-1090), XIX ს.

39. თუცა ქალია ჴელმწიფედ, მართ ღ~თისა დანაბადია჻ არ გათნევთ იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კულა დია჻ შუქთა მისთაებრ საქმეცა, მის მზეებრ განაცხადია჻ ლეკჳ ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია჻

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამისპასალარისა჻ საროსა მჯობი ნაზარდი, მჰსგავსი მზისა და მთვარისა჻ ჯერეთ უწვერული სადარო, ბროლ მინა საცნობარისა჻ მას თინათინის შვენება, ჰკლაუდის წამწამთა ჯარისა჻

41. გულსა მისსა მიჯნურობა, მისი ჰქონდა დამალულად჻ რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან, ვარდი შეჰქმნის ფერ ნაკლულად჻ ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად჻ საბრალოა სიყუარული, კაცსა შეიქს გულ მოკლულად჻

42. რა მეფედ დასმა მეფემან, ჰბრძანა მისისა ქალისა჻ ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება ჰსჭირს მისო ქალისა჻ ჰსთქვა ზედა ზედა მამხუდების, ნახვა მის ბროლ ფიქალისა჻ ნუთუ ვით ვჰპოვო წამალი, მე ჩემი ფერ გამქრქალისა჻

43. არაბეთს გაჰსცა ბრძანება, დიდმან არაბთა მფლობელმან჻ თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი, მე მისმან მშობელმან჻ მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან჻ მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან შემამკობელმან჻

44. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა჻ ავთანდილ პირ მზე სპასპეტი, ლაშქრისა ბევრ ათასისა჻ ვეზირი სოკრატ მოახლე, მეფისა დასთა დასისა჻ მათ რომე დადგეს საჯდომი, ჰსთქვეს უთქმელია ფასისა჻

45. თინათინ მიჰყავს მამასა, პირითა მით ნათელითა჻ დასვა და თავსა გჳრგჳნი, დასდგა თავისა ჴელითა჻ მისცა სკიპტრა და შემოჰსა, მეფეთა სამოსელითა჻ ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა, ცნობითა ზე მხედველითა჻

46. უკუდგეს და თაყუანი სცეს, მეფემან და მისთა სპათა჻ დაჰლოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა჻ ბუკსა ჰკრეს და წინწილანი, დაატკბობდეს ტკბილთა ჴმათა჻ ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა჻

47. მამისა ტახტსა საჯდომად, თავი არ ეღირსებოდა჻ ამად ჰსტირს ბაღი ვარდისა, ცრემლითა აივსებოდა჻ მეფე ჰსწვრთის მამა ყოველი, ძისაგან ითავსებოდა჻ ამისად ქნამდის დამწველი, ცეცხლი არ დამევსებოდა჻

48. უბრძანა ნუ ჰსტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი჻ დღეს შენ ჴარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი჻ აქადგან ესე სამეფო, მართ შენია მონდობილი჻ ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი჻

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების჻ დიდთა და წვრილთა წყალობა, შენმცა ნუ მოგეწყინების჻ უხვი ახსნილსა დააბამს, იგი ვინ ების თჳთ ების჻ უხვად გაჰსცემდი ზღვათაცა, შესდის და გაედინების჻

50. მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია჻ უხვსა მორჩილობს ყოველი, იგინიც ვინ ორგულია჻ სმა ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია჻ რასაცა გაჰსცემ შენია, რაც არა დაკარგულია჻

51. ამა მამისა სწავლასა, ქალი ბრძნად მოისმინებდა჻ ყურსა უპყრობდა ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა჻ მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა჻ თინათინ მზესა წუნობდა, მაგრამ მზე თინათინებდა჻

52. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი჻ უბრძანა ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი჻ მომართჳთ ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი჻ მოართვეს გაჰსცა უზომო, უანგარიშო ულევი჻

53. მას დღე გაჰსცემს ყველაკასა, სივაჟისა მოგებულსა჻ რომე სრულად ამოაგებს, მცირესა და დიდებულსა჻ მერმე ბრძანა ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა჻ ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს, საჭურჭლესა დადებულსა჻

54. უბრძანა წადით გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია჻ ამილახორო მუასხი, რემა ჯოგი და ცხენია჻ მოიღეს გაჰსცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია჻ ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია჻

55. ალაფობდეს საჭურჭლესა, მისსა ვითა ნათურქალსა჻ მას ტაიჭსა არაბულსა, ქუჱ ნაბამსა ნასუქარსა჻ რომე ჰგუანდა სიუხვითა, ბუქსა ზეცით ნაბუქარსა჻ არ დაარჩენს ცარიელსა, არ ყმასა და არცა ქალსა჻

56. დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა ჭამა იყო ლხილობა჻ ნადიმად მჯდომთა ლაშქართა, მუნ დიდი შემოყრილობა჻ მეფემან თავი დაჰკიდა, და ჰქონდა დაღრეჯილობა჻ ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო, შექმნეს ამისი ცილობა჻

57. თავსა ჰზის პირ მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია჻ სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია჻ ვეზირი ბერი სოგრატი, თჳთ მასთანავე მჯდომია჻ ჰსთქვეს თუ რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია჻

58. ჰსთქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე, გონებასა ჩავარდნილა჻ თვარა აქა სამძიმარი, მათი ყოლე არა ქნილა჻ ავთანდილ ჰსთქვა სოგრატ ვკითხოთ, გვითხრას რაცა შეგვეცილა჻ ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა჻