... (H-1090), XIX ს.

236. ქალმან უთხრა ეგე ღონე, მოიგონე მატად ავი჻ თუ არ მამკლავ არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი჻ რად რა გითხრა სადამდისცა, ვიყო ჭირთა უნახავი჻ კულა თუ მამკლავ სასაუბროდ, აღარ მებას ზედან თავი჻

237. კულა ეტყჳს ყმაო რად მპოვე, ვინ მეუბნები მე ვინო჻ ეგე ამბავი ცოცხალსა, ენითა ვერ მათქმევინო჻ მე თავი ჩემი ნებითა, ჩემითა მოგაკლევინო჻ ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო჻

238. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჯად ნურად გგონია჻ მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია჻ ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთჳსვე შემიწონია჻ ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა, სიტყუანი მისანდონია჻

239. ყმამან თქჳა თუ არ ეგების, აწ ამისი ასრე თქმევა჻ სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა჻ გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა჻ ქალსა უთხრა გაგარისხე, აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა჻

240. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია჻ ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია჻ ვარდისა ბაღსა მოგუბდა, ცრემლისა საგუბარია჻ კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ ნალმობარია჻

241. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა჻ მაგრამ უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა჻ ყმამან ჰსცნა თუ გონებანი, ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა჻ ცრემლ დენილი შეეხვეწა, ადგა მუხლნი მიუყარნა჻

242. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასანდობლად჻ გაგარისხე დაგრჩომივარ, ღარიბად და ამად ობლად჻ აწ ეგრეცა თავი ჩემი, დამიც შენთვის დასანდობლად჻ ამად რომე შეცოდება, შვიდ გზის თქმულა შესანდობლად჻

243. თავი ჩემი სამსახურად, თუმცა ავად მოგაწონე჻ მიჯნურისა შებრალება, ჰჴამს ესეცა გაიგონე჻ სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე჻ სულთა მოგცემ გულისათჳს, სხვა მეტიმცა რა გამონე჻

244. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან, მიჯნურობისა სმინება჻ გულამოხნეჩით დაიწყო, ასკეცად ცრემლთა დინება჻ კულა გაამაღლა ზახილით, ტირილი არ გაცინება჻ ავთანდილს ღთ~ნ წადილი, მისცა გულისა ლხინება჻

245. იტყჳს თუ ამა სიტყვითა, მას ფერი შეეცვალების჻ უცილოდ ჴელი ვისთჳსმე, მას ცრემლი ემალმალების჻ კვლა უთხრა დაო მიჯნური, მიჯნურთა შეებრალების჻ ესეცა იცი სიკვდილსა, თვით ეძებს არ ეკრძალების჻

246. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე, გაუძლედლად სულთა დგმისად჻ ჩემმან მზემან გამომგზავნა, საძებარად ამა ყმისად჻ ღრუბელიცა ვერ მიხვდების, მე მივსრულვარ სადა ვლისად჻ გული შენი მიპოვნია, მისი შენდა შენი მისად჻

247. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე჻ მისთჳს ჴელმან გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე჻ ორისაგან ერთი მიყავ, ტყვე მყავ ანუ მააზატე჻ ან მაცოცხლე ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მამიმატე჻

248. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა, პირველისა უამესი჻ ეგე სიტყუა მოიგონე, დია რამე უკეთესი჻ წეღან საქმე მტერობისა, გულსა ჩემსა შთამოჰსთესი჻ აწ მოყუარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი჻

249. მაშა რადგან მიჯნურობა, შენად ღონედ მოიგონე჻ არ ეგების ამას იქით, თუმცა თავი არ გამონე჻ არ შენ მოგცე თავი ჩემი, დაგაბნიე დაგაღონე჻ შენთჳს მოვკუდე ამისებრივ, მემცა საქმე რა ვიღონე჻

250. აწ რაცა გითხრა თუ ამა, საქმესა დამმორჩილდები჻ რასაცა ეძებ მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები჻ არ მამისმენ ვერ ჰპოებ, რაზომმცა ცრემლსა მილდები჻ მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები჻

251. ყმამან უთხრა ეგე საქმე, ამას ჰგავსო არა სხვასა჻ ორნი კაცნი მოდიოდეს, სადაურნი სადმე გზასა჻ უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა჻ ზედ მიადგა ჩაყიოდა, ტირს იზახის ვაგლახ ვასა჻

252. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მამიცადე჻ წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო თუმცა ამოგზიდე჻ მას ქვეშეთსა გაეცინა, ცხელნი გაუკჳრდა მეტად კიდე჻ შემოჰყივლა არ გელოდე, სად გაგექცე სად წავიდე჻

253. აწ დაო შენთა ჴელითაა, ჩემი საბელი ყელისა჻ სხუად უღონოა უშენოდ, ჩემგან აპყრობა ხელისა჻ რასაცა მიზამ შენ იცი, შენ ხარ წამალი ჴელისა჻ ვარ ვისმცა ექმნა გორლითა, შეკვრა თავისა მრთელისა჻

254. ქალმან უთხრა მამეწონა, ყმაო შენი ნაუბარი჻ ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე ბრძენთა საქებარი჻ ხარ ვინათგან აქანამდის, მაგა ჭირთა დამთმობარი჻ რაცა გითხრა მამისმინე, გიპოვნია საძებარი჻

255. იმა მოყმისა ამბავი, არსად არა იპოვების჻ თჳთ თუ არ გითხრობს არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების჻ მოილოდინე მოვიდეს, რაზომცა დაეყოვნების჻ დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნდების჻