... (H-1090), XIX ს.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ, ტანითა მით კენარითა჻ თჳთო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა჻ წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით, პირითა მოცინარითა჻ ვეზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა჻

60. დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო჻ მართალ ხარ წახდა საჭურჭლე, თქვენი მძიმე და ძვირიო჻ ყუელასა გასცემს ასული, თქვენი საბოძვარ ჴშირიო჻ ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო჻

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა჻ გაუკჳრდა ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა჻ კარგა ჰქენო დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა჻ ჩემი ძრახვა სიძუნწისა, ტყუვის ვინცა დაიყბედნა჻

62. ეგე არ მიმძიმს ვეზირო, ესეა რომე მწყენია჻ [.........] მახლავს დავლიე, სიყმაწვილისა დღენია჻ [....] არ არის სითკენცა, საბრძენებელი ჩვენია჻ [.....] მას ჩემგან ესწავლნეს, სამამაცონი ზნენია჻

63. [.......] მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა჻ ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა჻ თუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კულავ ბურთობითა჻ ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანვე განაზარდობითა჻

64. ყმა მეფისა ბრძანებასა, ლაღი წყნარად მოისმენდა჻ თავ მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა჻ თეთრთა კბილთა გამომაკრთალთა, შუქსა ველთა მოაფენდა჻ მეფე ჰკითხავს რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა჻

65. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა, რას იცინი რას დამგმეო჻ [.......] ჰკადრა მოგახსენებ, და ფარმანი მიბოძეო჻ [....] გკადრო არ გეწყინოს, არ გარისხდე არ გასწყრეო჻ [......]მჴადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო჻

66. [......]ნა რამცა ვიწყინე, თქმა შენგან საწყინარისა჻ [........] მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა჻ [.........]ლ იტყჳს დავიწყო, კადრება საუბარისა჻ [..] მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა჻

67. მიწამცა თქვენი ავთანდილ, თქვენს წინა მშვილდოსანია჻ ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ, მოწმად თქვენივე სპანია჻ მოასპარეზედ ვინ მგავსო, ცუდიღა უკუთქმანია჻ გარდამწყვეტელი მისიცა, ბურთი და მაედანია჻

68. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა, მაგისსა დაცილებასა჻ ბრძანე ვისროლოთ ნუ იქმო, შედრეკილობა კლებასა჻ კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ, მოწმად ჩვენთანა ხლებასა჻ მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა჻

69. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს჻ იცინობდეს ყმაწვილობდეს, საყუარლად და კარგად ზმიდეს჻ ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკუვნიდეს჻ ვინცა იყოს უარესი, თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს჻

70. კულა ბრძანეს მონა თორმეტი, შევსხათ ჩვენთანა მარებლად჻ თორმეტი ჩემად ისრისა, მომრთმევლად მოსახმარებლად჻ ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად჻ ნასროლ ნაკრავსა ჰსთვალვიდენ, უტყუვრად მიუმცდარებლად჻

71. მონადირეთა უბრძანა, მინდორნი მოიარენით჻ დაჰსცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთვის არენით჻ ლაშქარნი სამზოდ აწჳვნეს, მოდით და მოიჯარენით჻ გაჰყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით჻

72. დილასა ადრე მოვიდა, იგი ნაზარდი სოსანი჻ ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ ბალახშოსანი჻ პირს ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი჻ მეფესა გასვლად აწუჱვდა, მოდგა თეთრ ტაიჭოსანი჻

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს჻ მგურგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკროდეს჻ ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა მათისათჳს ისროდეს, და ერთგან სრვიდეს჻

74. უბრძანა მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა჻ მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა჻ დაიწყო მოსულა ნადირმან, ყოვლთა მინდორთა კიდითა჻

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა, ანგარიშ მიუწდომელი჻ ირემი თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი჻ მას პატრონ ყმანი გაუხდეს, ჭურეტამცად სჯობდა რომელი჻ აჰა მშვილდი და ისარი, და მკლავი დაუშრომელი჻

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი, მზესა შუქთა წაუხმიდეს჻ მიჰხოცდეს და მიესროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს჻ რა ისარი დაელივნის, მონანი ყე მოართმიდეს჻ მჴეცნი მადგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს჻

77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს჻ დაჰჴოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღ~თი შეარისხეს჻ ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს჻ ავთანდილის შემხედველთა, ჰგავს ალვაა ედემს ისხეს჻

78. იგი მინდორი დაჰლივეს, მართ მათგან განარბენია჻ მინდორსა იქით წყალი ჰსდის, და წყლისა პირსა კლდენია჻ ნადირნი ტყესა შეესწრეს, სადა ვერა ჰრბის ცხენია჻ იგი ორნივე მაშვრალნი, მოსწყდეს რაზომცა მხნენია჻