... (H-1090), XIX ს.

216. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, განვლნა წყალნი და კლდენია჻ ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახა დიდნი ხენია჻ მას ზედან ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია჻ მუნით უჭვრეტდა იგი ყმა, მივა ცრემლ მინადენია჻

217. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა჻ ქვაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა჻

218. ყმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს჻ ვეღარ მივხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს჻ ესე ჰსთქვა და მკერდსა ჴელნი, იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს჻ ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი ჰსწმიდეს჻

219. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻ იზახდიან მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ჴმასა჻ ავთანდილ ჰსჭვრეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევა ქნასა჻

220. სული დაიღეს მან ქალმან, დაჰსთმო გულისა წყლულობა჻ ქვაბს შეიყუანა ტაიჭი, მოჰჴადა აკაზმულობა჻ მას ყმასა შეხსნა შეიღო, აბჯრისა წელ მორტყმულობა჻ შინა შევიდეს მას დღესა, გარდახდა გამოშლილობა჻

221. ავთანდილს უკჳრს ამბავი, ისი თუ ვსცნაო მე რითა჻ გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა჻ შავსა აუდვა ლაგამი, ჰსწმენდდა რიდისა წვერითა჻ შეკაზმა მოაქვს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა჻

222. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა჻ ქალი ჰსტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა჻ ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა჻ ასმათ აგრე დაღრეჯილი, კულა უფრორე დაიღრიჯდა჻

223. ავთანდილ ახლოს კულა ნახა, სახე მისივე კაცისა჻ ულუვაშ აშლილი წვერ გამო, ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა჻ ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა჻ ასრე უჩნს მოკულა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა჻

224. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა჻ შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა჻ ავთანდილ ჰსჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა჻ თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე, მეტად კარგად მამიგვარა჻

225. აწ ამას ჩემთჳს ღ~თისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო჻ ქალი შევიბყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო჻ ჩემიცა უთხრა ყუელაჲ, მართალი გავაბჭობინო჻ მას ყმასა ჴმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო჻

226. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული჻ ზედა შეჰსჯდა გაემართა, ქვაბი იყო კარ გახმული჻ მუნით ქალი გამოიჭრა, გულ მდუღარე ცრემლ დასხმული჻ ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ბროლ ბაკმული჻

227. ვერ იცნა სახე არ გუანდა, მისი მის ყმისა სახესა჻ ფიცხლა გაიქცა მიმართა, ზახილით კლდესა და ხესა჻ ყმა გარდაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მახესა჻ ჴმას ცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთ სახესა჻

228. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა჻ ვითა კაკაბი არწივსა, ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა჻ ტარიელს ვისმე უჴმობდა, მწედ თუცა არ ემწებოდა჻ ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა჻

229. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი჻ უფერო ქმნილნი მინახვს, ვარდნი და ისი იანი჻ მისი რამ მითხარ ვინ არის, ტან სარო პირ ბაკმიანი჻ სხვად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი჻

230. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა჻ თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა჻ აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკავ ადჳლად თხრობასა჻ ცუდად ნუ ჰსცდები ნუ ელი, მაგა ამბვისა მბობასა჻

231. კულა ეტყვის ყმაო რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა჻ მაგა საქმისა ვერა იქმს, ვერცა კალამი წერასა჻ შენ ერთჴელ მეტყვი მითხარო, მე ასჯერ გეტყვი ვერასა჻ ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა჻

232. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მამითმენიან჻ ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან჻ შენ მიპოვნიხარ სიტყუანი, ჩემნი რაზომცა გწყენიან჻ ვერ დაგეხსნები მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან჻

233. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო჻ მზე არ მახლავს შეგეტყუების, თვრთვილო ასრე მით მაწყენო჻ გრძელი სიტყუა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო჻ ვერასათჳს ვერ გიამბობ, რაცა გინდაიგი ქენო჻

234. კულავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუჴლნი წინა჻ მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა჻ პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა჻ ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა჻

235. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო჻ რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო჻ გიჯობს მითხრა ამის მეტი, მართ აღარა არ გაწყინო჻ თვარა ღ~თნ მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკვდინო჻