ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

158. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კვლა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული ღ~ისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

159. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ პოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რა მოიგვარენით

160. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

161. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს პოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა ღ~თნ სხვამცა რა დაბადა

162. მეფე ადგა მუხლ მოყრილმან შემოქმედსა თაყვანი სცა მრავალ გვარი სასმელები მეღვინეთა ხელთა მისცა მუხლმოყრილნი ვადიდებდეთ დაგვაჯერნა რაცა ვისცა ამად ნურას ვეაჯებით შეგვაცილოს სხვასა ვისმცა

163. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მის წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

164. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

165. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან ჰრცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად ჰშვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

166. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

167. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

168. ქალმა უბრძანა რაზი მლევს მე ამისისა თხრობისა მწადდა არა თქმა რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა მაგრა იციცა მიზეზი შენისა აქა ხმობისა რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა

169. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკურნების

170. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუცსიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად გიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან დასაჭვი რად მაგრამ გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

171. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა

172. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთათ ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

173. ქალმან უთხრა რადცა მინდი არ ეგების არა მბობა პირველ დაგდებ სამსახურსა გაგიჩნდების ჯომარდობა ნამუსი და ჭკვათა ხლათვა ვნახო შენი ნაზარდობა შეჰმობრუნდე ედემს მსგავსად აგიყვავდეს შენ ვარდობა

174. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წა და იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

175. იგი კაცი შვენიერი ხმელთა იყოს გნუკევ პოვნად კიდით კიდე მოიარე ამაყურად შეუპოვნად მზისა შუქი მოგეფინოს ვერ ვინ ხელყოს დასათოვნად ცან მის ყმისა ყოფა სადმე ფიცხლად მოდი დაუყოვნად

176. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

177. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი