ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

218. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ ქნას კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კვლა ნუთუმცა შემოვიქცე ღ~თნ სრულად არ დამკარგა

219. განგებაა სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს ვინცა იყოს ჩემი ხასი

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

220. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოხდილნო

221. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვირჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა

222. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

223. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს სადმე არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

224. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

225. ესე სიტყვა გაათავა წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

226. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

227. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს იმას ვინმცა წაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა

228. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

229. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

230. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

231. შერმადინ უთხრა მართლ ხართ თუმც თვალთათ ცრემლსადაჰმილდეთ მაგრა გვიჯობს რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ არა გავრყნათ სამსახური მას წინაშე არ დავსწბილდეთ ცხადად გვიჩნდეს სიხარული სიმძიმილსა გარდავსცილდეთ

232. ყოვლთა ჰკადრეს თუმცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა

233. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

234. მივიდოდა მიუბნობდა პირსა მზესა ანათებდა თინათინის გონება კლავს სხვთა შუქსა დაავსებდა მიტირის და ღ~თსა ჰმადლობს შემხედველთა ადუღებდა იტყვის ნახეთ ეს სოფელი ბედსა მისსა უჩვენებდა

235. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვეახლე აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა