ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

79. როსტევან უთხრა მით მკადრე არ ეჭვდი ჩემგან წყენასა რასთვის შემკადრე საუბრად ვით ათქმევინე ენასა სრულ სპათა ყური მოუპყრან ჩემთა ნათქვამთა სმენასა თუ არ გასწბილდე მაჯობო ბედი გითოვდეს ზე ნამსა

80. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობაკლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მაედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

81. ავთანდილცა დაჰმორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს

82. მეფე უბრძანებს კაცი ხამს ჩვენთა ნაკრავთა მთვალებლად ნაკოდთა შემადარებლად და მკვდართა არ დამმალავად სხვანი ისრისა მმართავად მომრთმელი არ ღაფალ ავად შენთა ნაკრავთა მართლად თქმა სხვათათვინს არ დამმალავად

83. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მამრთმევლად მოსახმარებლად ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

84. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დასცევი ჯოგი მრავალთა თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაყარეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

85. უბრძანა სრულად ლაშქართა ვით ხელმწიფეთა წესია ყოვლგნით მოცევით მინდორი მუნ ცეცხლი ნუ აკვესია სადაცა ნახოთ ნადირი ჩვენზედა მოას[ხ] ესია აწ პატრონ ყმანი ნახენით რომელი უარესია

86. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლბალახშოსანი პიროქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრტაიჭოსანი

87. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყას გარე შემოჰკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

88. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

89. როსტან უბრძანა მომხრეთა თვითან აქავე დგებოდა მუნით ფიცხლადვე წავიდეთ ურჩობა არ ეგებოდა მოვიდა ჯოგი ისრისა სხვათ ტყორცნა ვერ ერგებოდა მათ პატრონ ყმისა ნასროლსა უცთურად დაეგებოდა

90. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუცთომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლდომელი მას პატრონყმანი გაუხდეს ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

91. მას პატრონ ყმანი გაუხდეს საჭვრეტლად უნდა გორიო მას დღესა მოკლა ავთანდილ დავსთვალეთ ას და ორიო ისრითა ეტლსა დააბამს არ უჩანს მისი სწორიო ვისმცა დასცდების ლახვარი ახლოს არს თუნდა შორიო

92. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიისროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივის მონანიყე მოართმიდეს მხეცნი მათგან დაკოდილნი ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს

93. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიდეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავსო ალვას ედემს ის ხეს

94. დაუწყეს პყრობა ნადირთა სროლა არ დავიწყებოდა დახოცილითა მათითა ქვეყანა აივსებოდა მათ მკვდართა სისხლნი დინდიან კლდე და ღრე იწებებოდა მათთა მნახავთა კვლა ნახვა მათივე ენატრებოდა

95. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია

96. რა მოირივნა დღემ ღამეს და გუმბადსა მზე მოვიდა დახოცილთა სისხლნი სდიან ქვეყანასა შეღებვიდა თქვეს ავთანდილ აჯობაო მისად ჭვრეტად ჯარი ვიდა ყოვლგნით ალყა დაიშალა ოთხთ კიდეთა ხმა გავიდა

97. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ჰყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

98. იგი მეისრე მონანი მეფეს წინ მოეგებოდა ჰკითხავს გაზრდილის ამბავსა სიცილით ეუბნებოდა ჰკადრეს ვეჭვთ მისი ნასროლი მზესაცა ეკვირვებოდა რასაცა ოდენ შესტყორცნა დაცთნა არ ეგებოდა