ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

99. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწეცა დაგვხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით

100. მონათა ჰკადრეს მეფეო ვერ მოგახსენეთ რიდითა ლომსა ავთანდილს უფროსი მოუკლავს ოცდაშვიდითა თქვენი ნაკრავი წავიდის ყველასა ვერ მოკვლიდითა სისხლისა მივსდევდით მივკვლევდით დასაწყისამდის ვლიდითა

101. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია მაგრამ ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია

102. მეფე თავისა სიჯაბნეს ცხენს აბრალობს არა რბოდა შენი ცხენი კარგად რბოდა მუნით ფიცხლად მიმასწრობდა იგი ეტყვის დაგაჭარბე და მეფეცა იკვირობდა ქება უთხრა უსაზომო საბოძვარიც მისკენ რბოდა

103. მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

104. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უთქს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა

105. აქა ჩადის წყალი რამე პირსა ხე უთქს ამოსრული ხეთა ძირსა ლომი იჯდა ტანად ალვა ჯავარსრული ტანსა ეცვა ვეფხის ტყავი წამს არ მისცის თვალთა ჰრული სხვა სევდასა შეევიწრა და შეექმნა დანასრული

106. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამაბჯარუნაგირსა ცრემლთა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

107. მას ტანსა კაბა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქუმელი თავისა ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა

108. როსტან მონა გაუგზავნა ნახე ვინ ზის წყლისა პირსა ხელსა ვისმე დავამსგავსე მით საწუთრო არა ჰკვირსა შემოჰყრია კაეშანი მიცემულა დიდსა ჭირსა მოახსენე სოფლის მზესა ტკბილად ჰკითხე რასთვინ ტირსა

109. მეფემან ბრძანა ვინ არის უცხო პირად და ტანადო უბრძანა ერთსა მონასა წადი ფიცხლად და ჯანადო გიბრძანებს უთხარ ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო ვინცა ხარ მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო

110. მოახსენა მეფე გიხმობს დაიმდაბლოს იმან სული თავმან ჩემმან მე მას მივსცემ რაცა უნდეს ჩემეული ბრძანებასა დამორჩილდეს ამად ნუ აქვს გული წყლული ვითვისო და შევეთვისო გაუახლო გული წყლული

111. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა არ მჭვრეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად

112. მონა მივა ბრძანებასა მეფისასა ეუბნების თავმან მისმან არ წამოხვალ სრულად ჯარი მოგადგების ანუ მოგკლვენ ან დაგკოდენ მზისა შუქი წაგიხდების ხელ შეკრულსა წაგიყვანენ ესე ყველა გარდახდების

113. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი სტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

114. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

115. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან

116. აჰა ძმაო რა გიამბო რაცა მჭირდეს მე ღმრთსაგან მე რას მაქნევს მეფე თქვენი რამც მიამოს კაცისაგან სხვასა ვისმცა დავაბრალო შეპყრობილ ვარ ეტლისაგან მიჯნურობა აჯობინეს კვლც მასმია ბრძენისაგან

117. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს კადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და