ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

296. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ ჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღ~თნ ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

297. ავთანდილ თქვა ჟამად ვპოვე ვრბოდი ვისთვის სურვილითა მისგან კიდე მომსახურე ვნახო ჰყვანდეს ნუთუ ვითა ნუთუ რასაც მოველოდდე მითხრას ამან მე ამბავთა თვარა მე ვარ იგი ლომი რომე მხეცთა მოვსრავ ხრმლითა

298. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა არც მისი დავისობინო

299. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი დახვდა კარგახმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლბაკმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული

300. ვერ იცნა სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

301. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო წრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

302. ქალი კიოდა ტირილით ხმასა მოსცემდეს მთა ვითა უზახის ლომოტარიელ არ იყო ამად ზავითა ავთანდილ ეტყვის ნუ შმაგობ ნუ ხარ ცნობითა ავითა ღარიბი უადგილოსა მოველ მართ ოდენ თავითა

303. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტანსარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

304. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცდები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

305. კვლა ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა

306. ყმა ეტყვის ხედავ სისხლისა თვალთა მდის ცრემლთა წყალები დრო გამიგრძელდა მიმჭირდა მაჩნია მით აწყა ლები ვიცი არ მომკლავ ღარიბი ღარიბსა შეგეწყალები მაგა ამბვითა დამივსე ცეცხლისა მე აწყ ალები

307. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

308. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქენო

309. კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედან გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

310. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღ~თნ მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

311. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კვლავ თუ მომკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

312. უთხრა თუ ლომო ავთანდილ შეიქენ ელვა კრთომითა თუ მომკლავ დამხსნი სოფელსა ეგ მიჯობს ბევრის ზომათა არ ვიცი ფიფქო მით მაწყენ მიპოვე მზე წახდომითა შენებრი კაცი ჩემგ მეტსა ვერვი უდარებს ომითა

313. კვლა ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

314. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია

315. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა