ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

118. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

119. მე საწვევრად მონა ვჰკადრე მას თურ მოსდის პირსა ქაფი შეუზახა ათი მონა შეიმოსეთ ჯავშან ქაფი პირველ ჰკადრეთ მეფე გიხმობს არად გინდა აწ მარქაფი არ მოვიდეს შეიპყარით მისი სისხლლი ველთა ჩქაფი

120. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვა მეო სხვად არას მოუბარია

121. ცხენთა შესხდეს წამოვიდეს გარეშემო მოეხვივნეს მისთა ეგზომ სინაზეთა მისი მჭვრეტნი გაეკვირვნეს რა შეხედეს პირსა მზესა მათ მონათა აეტირნეს ცხენსა შეჯდა წამოვიდა მუნით უკან მოეწივნეს

122. თვალთა ხელი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ხრმალკაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარსა გაემართა მათი ჭირი არ განჰკურნა

123. რა ყმამან ნახნა მონანი ტირილსა მისცა ხვესია არ გაიკითხვენ მიჯნურსა არაბთა შიგან წესია მას ხელთა ჰქონდა მათრახი მკლავისა მუნ უსქესია ესრე დაფრიწა თავები მკვდართ შიგან დანაწესია

124. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან იგინი გლახ დახადნა მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანერთსა დახოცნა თავსა ხელაუპყრობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად

125. შეუპყრივარ კაეშანსა რადღა გამხსნი მისგან კრულსა ესე მონა დაგვიხოცე მოგაბარებ ამათს სულსა სრულად სპანი მომიზახნე ვერა მნახავ დაჭირულსა მიჯნური ვარ გამირისხდი მე გატკივებ ამით გულსა

126. მეფე გაწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა

127. ვისთვის ხელი გამოჭრილვარ მასვე მზესა თაყვანის ვსცე რამ დამბადა მუნით ვეძებ სად მისწვთების მისი სივრცე ჩემი მდევნი ნიანგნიცა იყოს იგიც ჭირსა მივსცე სხვამან ფიფქმან ვერ დამაზროს მის მზისა მზე დავიფიცე

128. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად

129. მეფე შეჯდა გაეკიდა რა კაცია სადაური მან ცნა ფიცხლად გარდაეგო მეფეაო აქა მდგური ვერ შეიპყრობთ მიჯნურია კაეშანთა ატვირთური ეძებს რასმე იარების მაშრიყს მივა მაღრიბური

130. რა ცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

131. ვერ შეიპყრეს შემობრუნდეს არ მიეცნეს სიამესა აგრე მისსა გაფრენასა ყოვლნი არსნი გაჰკვირდესა მეფე წყრების არ მიუშვებს კაცსა მისსა სიახლესა იგი ლხინი გაგვემწარნეს შეჭირვება მოგვცა დღესა

132. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალწმიდად წარხდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

133. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუც განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

134. ესე თქვა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა არცა ჰკრაღა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღ~თო უზრახვიდა

135. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდევ არვინ შეჰყვა ავთანდილ უჩს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

136. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ უძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ზის სჭირსო ფერშეცვლილობა

137. ერთია ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესლვა არ ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყოთქო აქა ერთითა წამითა