ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

59. მის ჯარისა სიხარული მე გიამბო ამად კიდე რა გარდახდა ოდენ ჭამა ხელმწიფემან თავი ჰკიდა ავთანდილ და სოგრატ ჰკვირან ნეტარ რა ვთქვათ წაეკიდა საჭურჭლეთა გარდაგება დაუმძიმდა მეტად კიდა

60. დღე ერთ გარდახდა პურობა სმაჭამა იყო ხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

61. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

62. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რამცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

63. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლმოყრით პირითა მოცინარითა ვაზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

64. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

65. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ზრახვა სიძუნწისა ტყუის ვინცა დაიყბედნა

66. მეფემან ბრძანა მიფიცავს ვირცხვი ამისსა თხრობასა გამცინოთ არად ამოვკრეფ ვერვინ მიზრახავთ თხრობასა შვილი არა მყავს მინ მხედავთ ვეცი ლახვართა სობასა მოასპარეზედ გამეწვრთნა სწავლიდეს მშვილდოსნობასა

67. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლივენ სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

68. როსტან დაბერდა გაუშვებს პურობა დარბაზებართა მაგრამ მისებრი ვის ძალუც სწავლა სოფლისა ზნებართა მშვილდოსნად მსგავსი გმირისა მობურთლად მომტაცებართა ცოტასა შეჰგავს მშვილდოსნად ლაღი ავთანდილ მზე ბართა

69. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღ~თნ არ მომცა ყმაშვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კვლავ ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა

70. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

71. მეფემან ბრძანა სიცილით კვლა მოლიზღარედ ზმებია ავთანდილ ქვეშ ქვეშ იცინის არ ავად პირ აღრებია მეფემან უთხრა რას ღრიშობ გაფიცე ჩემი მზებია თუ ჩემი თავი გიყვარდეს მიამბე რასა სწბებია

72. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რა დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამათზეო

73. ავთანდილ ჰკადრებს საჭურჭლით სავსე მაქვს დარბაზებია შეგკადრო არ გამირისხდე მიწყრომო არ დავრჩებია გული პირმზემან წამიღო ვის ვაგლახ ვისს თავს ვებია თუ გამიწყრები ყველაი თქვენს წინა მონაღებია

74. უბრძანა თუ მისმან მზემან რაცა გინდა იგი თქვიო შენი თხრობა რად მეწყინოს მოცინარად აქა ვზიო შენგან არა მეწყინების რაცა მკადრო მოგისმიო არას გაწყენ თავმან ჩემმან ვარდი შენი არ ვაჭკმიო

75. უბრძანა რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბნარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

76. ავთანდილ ჰკადრა არ ღირს ვარ მაგრამ ვინ გეძაბუნების მინდორს ვესროლოთ ნადირთა ვნახოთ ვინ ეჯობინების თუ ბედმან ჩემმან მითოვოს გაჯობო ნუ გეწყინების თავ ჩამოგდებით დაღრეჯით სმაში ნუ მოგეწყინების

77. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდნიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მაედანია

78. მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე სიცილით უთხრა ავთანდილს შვილად გზრდი მით შემეკადრე იცი არ გიწყენ გაზრდილი მით შემამიხვე ზედადრე თუ არ გასწბილდე მაჯობო ბედი გეყოფის ბედადრე