ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

138. ავთანდილცა შეუზარდა და თხრობასა დაუპირდა ნუ იჭირვით მოახსენა ხელმწიფესა გაუკვირდა მუხთალია ეს სოფელი შურს და ლხინი დაგვიძვირდა მისსა მზესა შეუთვალა ხელმწიფესა რაცა სჭირდა

139. ხანი გამოჰხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

140. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო

141. თინათინ ადგა მივიდა მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნებანებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა

142. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

143. იგი პირმზე ეუბნების ვერვინ ნახა ნაუბარი მიცემულხარ ჭირსა რასმე ცრემლთა აფრქვევ გულ მდუღარი ზოგჯერ შეთად გაიზახი ჰგავს ატყინებს ცეცხლსა ქარი მაჯლიშითა გავიხაროთ ესე სევდა რამე არი

144. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია მომაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭვ რა ცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

145. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

146. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერთცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნა

147. აწ ესე მიკვირს რა იყო ანუ რა ვნახე და რული მან დამიხოცნა ლაშქარი ადინა სისხლი ღვარული კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული უცილოდ ღ~თსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული

148. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ ვეღარამან გამახარნეს

149. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

150. მაგას ნუ ბრძანებ მეფეო ეგე კვლა ბედნიერია ყოვლი ქვეყანა შეიპყარ ფერხთ ქვეშე მოამტვერია მოგჩვენებია გრძნეულად მუხთალი შენი მტერია ეგრე არა ხამს სიტყვასა გკადრე და დამიჯერია

151. თუ ცუდი რამე გინახავს მაცთური ანუ ქაჯია ამისთვის მეფე რად სჭმინავ ანუ რად გაგისაჯია სიტკბოსა ნაცვლად ღ~ისაგან სიმწარე რად გიაჯია მასვე ევედრე მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია

152. იგი პირ მზე მოახსენებს მაგად ნურა გენაღვლების კაცი იყო ხორციელი მოვნახოთ და გამოჩნდების ნუ გიმძიმს და თვარა შენი სიმძიმილი მე მომხვდების რად დააჭკნობ ყაყაჩოსა უშენობა არა შვნდების

153. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი საზღვარი ბრძანებამიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

154. თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი ხმელთა მვლელად მას ნახვიდა სხვაცა ვინმე გამოჩნდების მასწავლელად თუ არ ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ მშლელად სევდისაგან მოიცალეთ რად შექმნილხართ მოუცლელად

155. არას გვარგებს სიმძიმილი უსარგებლოდ ცრემლთა ვღვრიდეთ თუ გავიჭრათ საძებარად მოვიაროთ კიდით კიდეთ სჯობს რომ მასვე შემოქმედსა ვეაჯნეთ და დავმორჩილდეთ კლიტე გახსენ მაჯლიშისა ლხინი ლხინსა ჩამოჰკიდეთ

156. როსტან სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა პირი ხელით დაუჭირა გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა უბრძანა თუ დაგმორჩილდე რაცა მითხარ აგრე ვქნაცა იგივეა მხსნელი ჩემი ვინცა მიწა გამაკაცა

157. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა