... (H-54), 1680 წ.

2005. სოფელი: ამად: გუაღორებს: გუღებავს: ფერად: რა: მინისა: ჟამად: გიუხვის: რაც: სთხოვი: ესე: მთნავს: ესრა: მინისა: ანასდად: გაგტეხს: რა: გკადრო: ჭიქისა: ან: რა: მინისა: ჩემსა: არ: ჯერხართ: სახედ: გიც: ვისისა: და: რამინისა:

2006. არ: გაგითავდეს: არავის: ესე: სოფელი: წამიერ: ისწრაფის: მუნვე: მიქცევად: მოკუდავი: ის: მიწა: მიერ: მას: ნეტარ: ვინცა: სიმართლით: წავიდა: უბი: წამიერ: ცუდია: აქა: მეფობა: სრულობით: ვერ: იწამიერ:

2007. თქუენცა: ისმინეთ: მეფენო: მთავარნო: და: დიდებულნო: არა: ძალით: თქუენით: რას: მქნელნო: ღ~თისგან: გადიდებულნო: თუისნო: არ: თუისნო: მშუი: ნაშვნო: ძმანო: და: მადიდებულნო: აწ: განეყავით: გლახაკთა: ლარნო: აქამდი: დებულნო:

2008. იყუენით: მართლმსაჯულობით: თუით: ღ~თსა: მიმსახველობით: ღ~თის: შიშით: სჯულთა: მტკიცნობით: მცნებათა: დამარხველობით: ქვრივთა: ობოლთა: მსჯელობით: გლახაკთა: გამკითხველობით: არ: ბნედით: არ: აშიკობით: არ: გაჭრით: არ: ახ: ველობით:

2009. მიუნდობელო: სოფელო: რას: ბრუნავ: რას: მუხანათობ: ოდესმე: სწუხ: და: აბნელებ: ოდესმე: არ: სწუხ: ანათობ: არვის: მიგინდობ: წამ: ერთცა: ჟამთა: არვებ: თუ: ხანათობ: დაგვწვავ: კუამლურებ: ბნელითა: არ: ვითა: ხე: მუხა: ნათობ:

2010. უხვაიშნოო: წყეულო: მოდი: სიკუდილო: მომკალო: მომზადენ: ცელნი: მოლესეთ: ჩემო: უჟამოდ: მომკალო: თქუენთვის: შევიქენ: საჭმელად: ჭიანო: მჭადმით: მომკალო: ჩემი: გავწელე: დავაგდე: ამ: სოფლის: მე: დამთმომ: კალო:

2011. მოდით: მომიზღეთ: მიჯნურნო: ცრემლნი: რომ: ისესხენითა: მიჯნურნო: ეგზომ: ტურფანი: ჩემებრ: სხვას: ვის: ესხენითა: გარდაეშალე: ბროლს: ზედა: ყორნისებრ: თმის: ესხენითა: აღელდი: მელნისა: ტბაო: გიშრის: ტყის: ძირს: ესხენითა:

2012. ვეღარ: ვმლიქვნელობ: ჩემებრივ: აშიყნო: მე: აწ: არ: ენით: თანა: მამყევით: მიჯნურნო: საფლავის: არე: წარენით: ცრემლნი: დასთხივეთ: თქუენ: ჩემთუის: გლახ: თავნი: გაიმწარენით: საფლავი: სრად: და: საწოლად: სუდარი: მიზეწარენით:

2013. აწ: მშვიდობითმც: არს: რომელმან: სჯულ: მიდვა: დამადინაო: მშვიდობით: ტურფავ: მაჩიდო: მაქაო: და: მადინაო: სოფელმან: მსგავსად: წყაროსა: სისხლის: რუ: დამადინაო: გულით: მით: წითობს: მომენდე: შენ: არად: ამადინაო:

2014. თქუენცა: მშვიდობით: პატრონნო: მსაჯულნო: ჩემებრ: მეფენო: საჴელმწიფენო: ჭურჭელნო: ოქსინოვ: ქუეშე: მეფენო: თავადნო: სპანო: მტერთათუის: ლომებრ: მბრდღვინავნო: სეფენო: ყოვლნი: მტიროდით: საბრალოდ: ჩემთუის: ცრემლისა: მჩქეფენო:

2015. თქუენცა: მშვიდობით: მშობელნო: აწ: ჩემთუის: ჭმუნვით: გასულნო: თუისნო: ტომნო: და: ძმანო: და: შვილნო: ძენო: და: ასულნო: იარაღნო: და: მონანო: აწ: ჩემგან: სხუაგნით: წასულნო: აწ: მიიბარეთ: გლახ: სული: ზეცისა: ძალთა: დასულო:

2016. ვაიმე: დაიჴსნნეს: კავშირნი: არ: მფეთქენ: მე: მაჯანია: ცუდ: იქმნეს: მკლავნი: მაგარნი: ვაი: მტერთა: მემაჯანია: მკლავნი: რომელსა: ვერ: მბრძოდა: იგ: დევი: ქაჯ: მაჯანია: გამოისალმნეს: გაუშვა: ქუე: მდგომმან: ჴორცმან: ჯანია:

2017. ესე: ისმინეთ: ყოველთა: დიდმან: მცირემან: მონამან: თუით: არ: გეწიოს: რაც: ავი: სთქუა: სხუათა: დანაგმონამან: დარეჯანს: ესმა: ანდერძი: სრულყო: არ: დანაბრკონამან: არე: ვარდისა: მელნის: ტბამ: აღელდა: მორწყო: მონამან:

2018. ანდერძი: სრულ: ყო: გარდაჴდა: ენავ: დაიყავ: პირო: და: ნესტანდარეჯან: მოსთქუმიდა: სისხლის: ცრემლითა: ტიროდა: იგიცა: მოკუდა: არა: თქვა: სიცოცხლე: დავაპირო: და: შუილნი: ტიროდეს: შეიქმნა: გლოვა: არ: სტვირი: ყვიროდა:

2019. ჰგუანდეს: დაბნელდეს: თუ: მზენი: ან: ერდგან: ორნი: მთუარენი: დიოდა: მსგავსად: ნილოსა: მუნ: ცრემლნი: მონაღუარენი: ვნახე: და: დავჰკრთი: სოფელსა: და: თავნი: სხუაგნით: ვარენი: ვთქუი: თუ: მივენდო: ღ~თსა: და: ბრალინმცა: აღუარენი:

2020. მტირალთა: პირ: დახოკილთა: მჴართა: იტვირთეს: აიღეს: იგ: უსახონი: მიჯნურნი: თაბუთისაკენ: წაიღეს: იარაღნიცა: ტურფანი: მათნი: მათთანა: გაირეს: ცისა: მნატობნი: ტიროდეს: სული: აროდეს: დაიღეს:

2021. მდუღარად: ტიროდეს: შუილნიცა: მათნი: ძენი: და: ქალნია: მოსთქუმიდეს: მზენო: სოფელმან: ვითარ: მოგჴადნა: ყალანი: ოჴრად: უთქუენოდ: ყოველნი: ციხე: ქალაქი: ყალანი: დაგუწვენ: ცეცხლისა: გუედების: უწყალოდ: ჩუენ: აქ: ალანი:

2022. ძე: მამას: მწარედ: მოსთქმიდა: ცრემლი: სდიოდა: სალამე: ვაი: გაგეყარე: გმირო: და: დათხოვით: მოგესალამე: თავს: დაილეწა: კაპარჭი: გული: კლდე: მაქუსო: სალა: მე: ვაი: ჯავრნი: შენნი: სოფელნო: მაჭამე: კვლავ: სამსალა: მე:

2023. მაღორებლისა: მუხთლისა: სოფლისა: წესი: ბარესა: ყოვლთა: მოაწევს: ბოლოდ: ჟამ: ტკივილსა: სალმობარესა: იგი: სოფლისა: ჯავარნი: საფლავთა: მიაბარესა: ზედა: მიწანი: მიყარეს: მინიჩბეს: მიაბარესა:

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა: