... (H-54), 1680 წ.

1966. თუ: გასმიოდა: ტარიელ: ნახუითა: ანუ: სმენითა: მემკუიდრე: სადმე: არისო: რად: არა: მოიხსენითა: აწ: გარდაუშუით: პირველი: სისხლი: პირითა: ჩუენითა: აქათ: წადით: და: მეფობით: ბრძნითა: გონება: ენითა:

1967. ხუარაზმშა: წყნარი: სიტყუანი: თქუნა: ბრძენთა: სწავლა: რიგისა: პირველად: ქება: ავთანდილს: და: ნურადინს: მიუგისა: მე: თქუენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბუდე: ვარ: აწ: აუგისა: მკლავს: სირცხუილისა: ლახუარი: ბასრისა: შუბ: დაუგისა:

1968. ოდეს: ძე: ჩემი: ეთხოვა: სასიძოდ: ჰინდოთ: მეფესა: მაშინ: არ: სადით: ვიცნობდით: ტარიელს: სისხლთა: მჩქეფესა: უმკვიდროდ: ყოფა: ეწერა: მას: წიგნსა: მათსა: სეფესა: ამად: ვერ: მივჴუდი: მიგმობდით: ჭკუასა: დანაყეფესა:

1969. ჰმართებდა: თუმცა: ტარიელს: ებრძანა: ჩემთუის: კაცითა: მართ: ერთხელ: ვითა: ეგრეცა: არ: მრავლად: კულა: და: კულაცითა: მე: ვარ: მემკუიდრე: პატრონი: მე: მმართებს: ღ~თითა: და: ცითა: ნუ: მოსცემ: შუილსა: თუარ: დავხუდე: რაზმითა: ცემა: ტკაცითა:

1970. თუ: მაშინ: არ: დამეშალა: თქუენ: უმართლე: ხართ: მდურვასა: მე: თავსაცავე: ვაბრალობ: მას: საშინელსა: ურვასა: მაგრა: უმეცრად: შთავიჭერ: ცრემლთა: მორვისა: ცურვასა: ამად: ვერავინ: დამიშლის: გულსა: სისხლისა: წურვასა:

1971. ეს: ასრე: იყო: რაც: გკადრე: თქუენცა: გასმოდეს: მგონია: თუარ: გაიკითხენ: ჰინდონი: გკადრებენ: უშმაგონია: ავთანდილ: ჰკადრა: მეფეო: ესე: ვერ: გაგიგონია: მაგისთანანი: სიტყუანი: აწ: არად: სავარგონია:

1972. თავმან: თქუენმან: თუ: მოგუისმენ: ამას: გკადრებთ: დაუცდომლად: სჯობს: წახვიდეთ: ტახტსა: თქუენსა: იყუნეთ: სისხლთა: დამთმო: მჯდომლად: არა: დააკლდეს: დიდებისა: ჴელი: ცათა: შეუცთომლად: შენდობა: ჴამს: რადგან: ადამ: აღარ: დარჩა: შეუნდობლად:

1973. ხვარაზმშა: ბრძანებს: ვინათგან: თქუენ: გწადს: აგრე: ვქნათ: ვით: ბრძანეთ: მაგრა: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: გაიგონეთ: წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ასრე: მიძაბუნეთ: შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარას: გვერდსა: შემაგონეთ:

1974. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტარიას: გამოეზრახნეს: ხუარაზმშას: სიტყუა: ყოველი: წყნარად: თქუეს: არ: დაიზახნეს: თარა: ვაზირსა: უჴმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს: მიდგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: შიგანთა: არ: უვაგლახნეს:

1975. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩუენი: ჴმა: თქუენთვის: ზავისა: თარა: ვაზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა: ხუარაზმშა: ბრძანებს: ნახუა: სწადს: შენი: არ: ჭკუვად: ავისა: გამოდი: ჩუენ: გამოგინდობთ: არ: მიზდი: გინდა: ნავისა:

1976. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: დიდად: დარი: ხუარაზმელის: მართ: ნახუისა: ღ~თისა: ხუეწით: მემუდარი: რა: ჴელმწიფე: მისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ვითა: მკუდარი: თქუა: თუ: ღ~თო: კურთხეულ: ხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი:

1977. თაყუანი: სცა: მერმე: ყელსა: მოეხვივა: თარა: ბრძენი: მოახსენა: ღ~თო: რა: ვთქუა: მადლთა: სენთა: მე: სიგრძენი: ამა: ომთა: მოარჩინენ: არ: უობლენ: წურილნი: ძენი: რა: მადლი: ვთქუა: რომ: ასეთნი: წყალობანი: მიბოძენი:

1978. დასხდეს: მეფე: და: ვაზირი: არჩევენ: სათათბიროსა: მეფე: ბრძანებდა: სიტყუასა: გულ: მდუღრად: ასატიროსა: ვაზირო: ჰგუანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: გასაჭუიროსა: ვით: მეტყუი: სისხლი: გაუშვი: მაგ: ძნელსა: სავაზიროისა:

1979. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: თქუენ: უმართლე: ხართ: მას: დია: მაგრა: ჰყავს: ტყუედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია: არ: გაგიშუებენ: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მაჰმადია: თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღმერთისა: დანაბადია:

1980. მეფემან: ბრძანა: ადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო: თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო: მიჯობს: რომ: მოვკუდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: დავაპირო:

1981. ვაზირმან: ჰკადრა: მეფეო: ისმინე: სიტყუა: ასები: აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგეგონა: ნასები: ტარიელს: თქუენთა: სისხლთაგან: სწადს: სავსე: შესუას: თასები: თქუენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები:

1982. სისხლი: გაუშვა: ხუარაზმშა: მტკიცე: ქნეს: მოზავებული: შეჰფიცეს: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული: კარგ: ვაზირობით: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული: ხუარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული:

1983. მივა: ტარიელ: მოყუსითა: ფრიდონ: და: ავთანდილითა: გამარჯუებული: ნადირობს: საბინდოთა: და: დილითა: იტყუის: თუ: ვერ: გარდავიჴდი: მე: ვალსა: თქუენსა: დილითა: თქუენ: დამარჩინეთ: თუარ: მკუდრად: ვიწევ: ხუარაზმშას: ჩრდილითა:

1984. წამოვიდეს: მხიარულნი: ნადირობით: თამაშობით: მტერთა: ზედა: მოქცეოდეს: მათგან: იყუნეს: უშიშრობით: მათ: მოემწყო: ხუარაზმელი: არ: დაეგდო: შამუშობით: ერთმანერთსა: აქებდიან: მხიარულნი: არ: ქუშობით:

1985. მოვიდეს: მოქალაქენი: გამოეგებნეს: ზარითა: მუტრიბთა: ჴმანი: ისმოდეს: ბარბითთა: შენაზარითა: ნესტან: დარეჯან: დაშუენდა: ელვითა: მით: მწყაზარითა: მას: სიხარულსა: ვერ: დავსწერ: ჴელითა: ვერცა: აზარითა: