... (H-54), 1680 წ.

1986. რად: ვაგრძელებდე: მუნ: დაყუნა: მრავალნი: დღენი: ამონი: მერმე: გაუშუნა: სავსენი: მნათობნი: დაუღამონი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტკბილნი: გამომსალამონი: დადგა: ტარიელ: თუც: ცრემლი: სდის: ჴმელთა: დასალამონი:

1987. აავსნა: მისაცემლითა: ოქსინოთა: და: შარდითა: სტავრითა: საკრამანგითა: მძიმითა: სადუქარდითა: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: პირითა: მინა: ვარდითა: გავლენ: ზღუასა: და: მიდიან: საროთა: განაზარდითა:

1988. მივიდეს: მათი: ქვეყანა: მათ: დახუდა: ამოდ: ნებითა: მოეგებნიან: სძღნობდიან: წესითა: და: რიგებითა: თინათინს: პირსა: სინათლე: ემატა: დაშუენებითა: მულღაზანზარი: შეიქნა: მეტითა: აშენებითა:

1989. ეს: ამბავი: დარჩომოდა: სარგის: ლექსთა: შეუწყობლად: აგრევ: თმოგუი: თმოგუელთაგან: შესავლითურთ: დარჩა: ობლად: ესე: სიტყუა: მოახსენეს: ვინ: ჩანს: გმირთა: რაზმთა: მწყობლად: მიბრძანა: თუ: ლექსად: თქუიო: მჭევრ: ქართულად: დაუშრობლად:

1990. ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლი: იმაჯანიან: ორთავე: მტერი: მოყვარედ: მათ: წინა: მოიყვანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: იაკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულთა: აგულვანიან:

1991. ყოვლთა: სწორად: წყალობათა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხუართა: ვერა: სწოვდეს: შიგან: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს:

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა:

1992. აჰა: მოგესმნეს: სოფლისა: საქმენი: თავით: ქუენამდი: მოგვიგონენით: ყოფადნო: პირველ: ყოფილნი: თქუენამდი: რა: გესმნეს: ძნელნი: ანდერძნი: ღაწუთა: ტირილით: ქუე: ნამდი: ყურად: იხუენით: რაცა: ვთქვა: მე: სულთა: აღმოფრთქვენამდი:

1993. გჴადი: ყოველნო: სულდგმულნო: ხუეწნით: და: მე: თაყუანებით: ხილვად: აწ: ჩემთა: საქმეთა: თქუენ: აქა: მონაყუანებით: სული: განეყვის: ჴორცთაგან: მძლავრებით: არ: წაყუანებით: მეწყალვის: ვხედავ: გლახ: მისი: მოგლა: და: მონაყვანებით:

1994. ჟამ: ერთ: გაუშვით: ყოველი: სოფლისა: უბან: დაბანი: უგულებელს: ჰყავთ: ზრუნვანი: სახლი: და: ვანი: და: ბანი: მოიმკუეთანი: გაჭრანი: სიცილი: მღერა: და: ბანი: ისმინეთ: ჩემნი: ანდერძნი: ცუდია: დაფ: დაბდაბანი:

1995. შემომერტყენით: მიდამო: მოსხედით: მომეკარენით: ზოგთა: მზირ: მიყავთ: ერდოთა: სარკმლით: და: მომეკარენით: ნესტან: დარეჯან: მკოცნიდი: ბაგით: და: მომეკარ: ენით: ჯუარს: ვაცმევინებ: სოფელსა: ურია: მამეკარენით:

1996. გულისჴმა: ყვენით: აღმოვსთქვამ: მე: თქუენსა: შესაძინელსა: დასაუნჯებსა: სულთასა: არ: კარგვით: არ: საძინელსა: მღვიძრად: ყოფასა: სწავლასა: არ: რულსა: არსაძინელსა: ცრემლთა: ადენდით: ცხელებრთა: არ: ყინვით: ცივსა: ძინელსა:

1997. მე: ვიყავ: მეფე: ეგეთი: ვითარ: მოგითხრა: წერილმან: ბოლოდ: დამადგა: სოფელმან: ნავთმან: ფისმან: და: წერილმან: საჭმლად: მიშოვა: ჭიამან: ბუზმან: და: ძაღლის: მწერილმან: ვაი: თუ: დაგსაჯნეს: მიჯნურნო: მამამან: ამოწერილმან:

1998. ადამის: თესლი: სხუა: ერთი: მე: მჯობდა: ვერითა: ვერ: სახით: ვერ: ახოვნებით: დამეგმოს: სიავე: რითა: აწ: მამიახლდა: სიკუდილი: მომლამის: თუალთა: ბღვერითა: დამბღუჯა: ვერვინ: გაგუყრის: გაზითა: ვერცა: კუერითა:

1999. ნუ: მიენდობით: სოფელსა: საქმესა: ცუდა: მუხთალთა: არვის: მიგინდობს: რაძი: ვინც: კარგთა: უყოფდეთ: უთუალთა: ბოლოდ: ჟამს: დაგცემს: შეგიბრკობს: ფერჴთა: და: მართ: ნაკუთალთა: ყუელასა: ერთად: მოგიყრის: მის: დღეში: დანახუთალთა:

2000. ესე: დღე: ყოვლთა: ზედა: აც: ქუეყანად: ვინცა: იშობა: მუხთალსა: ცრუსა: სოფელსა: სჭირს: კაცთა: ზედა: იშობა: არ: აღირიცხვის: სიცქაფე: მისი: ვით: ზღუისა: ქუიშობა: ბოლოდ: ასრე: იქს: ცუდია: ცქნაფვა: და: მისგან: შიშობა:

2001. ყოველნი: დავიჴოცებით: სრულად: ერთობით: და: რამად: მით: დაგიტეობ: მცნებასა: მიენდვნეთ: ცუდად: არ: ამად: ვიტყუი: მუხთალსა: სოფელსა: ცრუდ: და: მიუნდოდ: არამად: წყეულმან: ნახეთ: რა: მიყო: ძმანი: არ: მაძმნა: და: რამან:

2002. ვერათ: მორჩებით: უწყოდით: ვერ: ხუეწნით: ვერ: მუდარებით: ვერ: გარდახუეწით: აღფრინვით: და: მთათა: დაბუდარებით: ციხის: ციხეთა: აგებით: ცათაცა: დაედარებით: მაშინ: მოგგონდეს: ყოველი: ოდესცა: ისუდარებით:

2003. აღარას: გვარგებს: ტირილი: სულთქმიდეს: მაშინ: ახევდეს: ერთი: მეორეს: უჭურეტდეს: მტირალი: ქუში: ნახევდეს: სჯობს: იუნჯებდეს: მუნასა: აქა: არ: შეინახევდეს: გარეთ: გასცემდეს: უხმობდეს: ატლასთა: არ: შინა: ხევდეს:

2004. თქმულ: არს: სიკუდილი: უფალ: არს: ჴორცთა: და: ანაგებისა: არ: ეშინიან: მძლავრთაგან: ნივთთა: და: მონაგებისა: არ: შეეწყალვის: ჭაბული: გლახა: არ: ეძაგებისა: არა: ჰკვირდების: თვალწარბი: ჰაერი: ღაწუ: ბაგებისა: