... (H-54), 1680 წ.

1926. უბრძანა: ჴმობა: ლაშქართა: ვინ: შინა: დანარჩომია: შესთუალა: ხუარაზმს: წავიდეთ: აწ: ჩუენცა: გუმართებს: ომია: მოვიდა: ჰინდოთ: ლაშქარი: სიკეთე: მიუჴდომია: ოცი: ათასი: მოვიდა: ყველაი: მისთვის: მწყრომია:

1927. ცისკრად: იკრეს: ნობ: დაბდაბსა: გაემართა: ლომი: ლომთა: ხუარაზმს: მივა: სამესისხლოდ: უქადებდა: დიდითა: ომთა: გაუგზავნა: წინათ: კაცი: მათ: ძმობილთა: ომს: უშრომთა: შესთუალა: თუ: დავრჩი: მოვალ: გარდავასხამ: სისხლთა: ხომთა:

1928. მივიდა: მახარობელი: წინაშე: მისთა: ძმობილთა: მისთუის: თავგამოწირულთა: მისთუის: საშველად: ჴმობილთა: მისთუის: ტირილით: მოსრულთა: და: მისთუის: ჩამოჭკნობილთა: წინ: მოეგებნეს: აჩენდეს: მათ: მარგალიტთა: წყობილთა:

1929. გმირი: ნაომარმნათობნო: ჰშუენოდეს: სიმწყაზარითა: ყოლ: არ: ვაჭარულად: მოსილნი: ჯორ: აქლემ: საბაზაროთა: არცა: მტერთაგან: შაბუნნი: არც: იყუნეს: დანაზარითა: დალივნეს: შიშით: მებრძოლნი: მათითა: შანაზარითა:

1930. მიეგებნეს: უსალამეს: სიხარულით: გარდაკოცნეს: დარჩომა: და: გამარჯობა: ერთმანერთსა: მიულოცნეს: მეომარი: და: მებრძოლი: ათად: უჩნდა: არ: იოცნეს: ომად: ყოფა: ხუარაზმასი: მართ: სიზმრადცა: არ: იოცნეს:

1931. ტარიელ: ნახა: ქალაქი: თუით: მათცა: ევარგებოდა: წაღებისა: და: ომისა: ყოლ: ღონე: არ: ეგებოდა: შუა: ციხე: დგა: მისებრი: სხუა: არა: არ: ეგებოდა: შიგანთა: მცუელთა: სიმრავლე: თუალვით: არ: შეიგებოდა:

1932. ხვარაზმშას: ესმა: ტარიელ: მოსრულა: მოჯობებულა: აწ: იგი: შიგნით: აჩქარდა: საომრად: გაჯავრებულა: ვაზირი: იჴმო: ყოველთა: ვაზირთა: დაჭარბებულა: აბჯარსა: გასცემს: ისწრაფის: რჩევად: ზის: გაჴაფებულა:

1933. ვაზირსა: ჰრქვა: უომარი: არ: დავდგები: არათ: არა: ტარიელის: ომსა: თავად: ემოწმების: არა: თარა: ხუარაზმშაჰ: თქუა: არ: შევება: უპასუხო: ლაშქართ: არა: ვაზირთაგან: თქუა: გარეთ: რაზმი: მოვაგუაროთ: ღონით: არა:

1934. ხუარაზმშაჰ: თქუა: რად: დამიშლი: ჰე: ვაზირო: ომსა: თავად: ჰე: რას: იტყუი: სად: გინახავ: მუქარისა: მთხოვი: ავად: ჩემთა: მბრძპოლთა: ჩემგან: აჩნდის: ასო: ბევრგან: დანაშავად: შინ: მისულამან: შეიცვალნის: ძოწეულნი: თავსა: შავად:

1935. აწ: ვაზირი: თარა: ჰკადრებს: საუბარსა: წყნარსა: ამოდ: ვიცი: რომე: გიცნობდიან: წინას: მბრძოლთა: სათამამოდ: მაგრა: აწ: სჩან: სიყმისაგან: წასვლა: გამოსასალამოდ: სიბერეა: მსგავსი: მისი: რა: დღე: მიჰჴდეს: დასაღამოდ:

1936. მე: დია: ვიცი: მინახავ: მრავალთა: მბრძოლთა: მორევით: გედინოს: სისხლთა: ნაკადი: დაცაგეყენოს: მორევით: გაგექცივნენ: და: გეყივლოს: მაღლითა: ჴმითა: მორე: ვით: აწ: სიბერისა: ლახუარი: ასვია: გულსა: მორევით:

1937. თქუენ: წაგიღია: წინასი: სიყმისა: შუენიერობა: ერთი: გასუია: მეფეო: გაჩნია: დანაბერობა: ტარიელს: პირსა: აჩნია: სიყმისა: ვარდთა: ფერობა: რაზმად: შევიბნეთ: მეფეო: გუმართებს: ამისი: ჯერობა:

1938. რა: გათავდა: ვაზირობა: ასრე: ვითა: აღსარება: მეფე: ბრძანებს: დამიშალეთ: არ: მიჯობდა: მუქარება: აწ: ვქნათ: კარგად: გამორჩევით: გარეთ: ომსა: მოგუარება: ღ~თნ: ქნას: და: ნახოთ: მათი: სიცოცხლისა: გამწარება:

1939. ჰკადრა: ვაზირმან: მეფეო: ხარ: ომსა: კარგად: ჩუეული: რამცა: ვიცოდი: მე: თქუენგან: უკეთე: გამორჩეული: ნახე: ტარიელს: რაზმი: ჰყავს: და: ასაბია: წუეული: ამისთუის: იქნა: ხუარაზმთა: ლაშქარი: მათგან: ძლეული:

1940. აწ: რადგან: აღარ: დაიშლლი: კართ: გარე: ომსა: რაზმითა: ღამით: გავიდეთ: გაპარვით: არ: მაშხალითა: ბაზმითა: ცისკრისა: ჟამსა: დავესხნეთ: გმირთა: წესითა: და: ზმითა: ღმერთმან: ქნას: ასრე: დავჰჴოცნეთ: არ: იყუნენ: ხანსა: დაზმითა:

1941. დაასკვნეს: ესე: თათბირი: თარასგან: ნავაზირები: ხუარაზმშაჰ: ბრძანა: უთუვოდ: ვქნათ: ესე: დანაპირები: იანგარიშა: მისი: სპა: იმსა: მართ: ვითა: გმირები: ასოთხმოცათი: ათასი: მებრძოლი: ამატირები:

1942. სხუა: სპა: მრავალი: ქუეითი: ციხეს: დაყარა: ჭურვილი: ზღუდეთად: კარგი: მესროლი: ჩაბალახ: ჩამოხურვილი: ღამით: გავიდეს: თუ: ომთა: არა: მართებდა: სურვილი: ცისკრისა: ჟამსა: დამსხმელთა: შექმნე: სისიხლისა: წურვილი:

1943. რას: ვაგრძელებდე: დაესხნეს: ცისკრისა: ჟამსა: ომითა: შეიქნა: შემოკივილი: ქუხილის: შენაზომითა: მათ: მძინარეთა: გარეთ: ქნეს: სისხლი: რუდ: მონაწდომითა: მაღლად: იზახდა: ხუარაზმშაჰ: ტარიელისთუის: წყომითა:

1944. ეტყუის: ტარიელს: ძე: ჩემი: შენ: მუჴთლად: მოჰკალ: მძინარე: თუ: მამაცი: ხარ: შემები: მოდი: წამოდეგ: წინარე: მოდი: ვჰკრათ: ჩუენ: ერთმანერთსა: ჴრმალი: სისხლისა: მდინარე: ვეჭუ: სამართალმან: შენ: შეგქმნა: მოსულისა: მოსაწყინარე:

1945. რა: ესე: ესმა: ზახილი: მათ: სამთა: გმირთა: მეფეთა: მართ: წყნარად: ადგომილ: იყუნეს: ჰგუანდეს: ვარდისა: მკრეფეთა: ტანსა: იცმიდეს: აბჯარსა: მართ: შუქთა: მოიეფეთა: ხუარაზმშას: სპათა: გაუხდეს: ვით: მგელნი: ძაღლთა: მყეფეთა: