... (პარიზული ხელნაწერი 10)

1868. თუ჻ მაშინ჻ არ჻ დამეშალა჻ თქვენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მდურვასა჻ მე჻ თავსაცავე჻ ვაბრალობ჻ მას჻ საშინელსა჻ ურვასა჻ მაგრა჻ უმეცრად჻ შთავიჭერ჻ ცრემლთა჻ მორვისა჻ ცურვასა჻ ამად჻ ვერავინ჻ დამიშლის჻ გულსა჻ სისხლისა჻ წურვასა჻

1869. ესე჻ ასრე჻ იყო჻ რაც჻ გკადრე჻ თქვენცა჻ გასმოდეს჻ მგონია჻ თვარ჻ გაიკითხენ჻ ჰინდონი჻ გკადრებენ჻ უშმაგონია჻ ავთანდილ჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ესე჻ ვერ჻ გაგიგონია჻ მაგისთანანი჻ სიტყვანი჻ აწ჻ არად჻ სავარგონია჻

1870. თავმან჻ თქვენმან჻ თუ჻ მოგვისმენ჻ ამას჻ გკადრებთ჻ დაუცდომლად჻ სჯობს჻ წახვიდეთ჻ ტახტსა჻ თქვენსა჻ იყვნეთ჻ სისხლთა჻ დამთმო჻ მჯდომლად჻ არა჻ გაკლდეს჻ დიდებისა჻ ხელი჻ ცათა჻ შეუცთომლად჻ შენდობა჻ ხამს჻ რადგან჻ ადამ჻ აღარ჻ დარჩა჻ შეუნდობლად჻

1871. ხურაზმშა჻ ბრძანებს჻ ვინათგან჻ თქვენ჻ გწადს჻ აგრე჻ ვქნათ჻ ვით჻ ბრძანეთ჻ მაგრა჻ ნახეთ჻ რა჻ ძნელია჻ ესე჻ კარგად჻ გაიგონეთ჻ წინაშე჻ ვარ჻ გარდაუშვებ჻ რადგან჻ ასრე჻ მიძაბუნეთ჻ შემაკითხეთ჻ სპათა჻ ჩემთა჻ თარას჻ გვერდსა჻ შემაგონეთ჻

1872. ადგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტარიას჻ გამოეზრახნეს჻ ხვარაზმშას჻ სიტყვა჻ ყოველი჻ წყნარად჻ თქვეს჻ არ჻ დაიზახნეს჻ თარა჻ ვაზირსა჻ უხმობთო჻ ვინ჻ ბრძენთა჻ გამოესახნეს჻ მიდგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ შიგანთა჻ არ჻ უვაგლახნეს჻

1873. შიგნით჻ შეჰყივლეს჻ ისმინეთ჻ ჩვენი჻ ხმა჻ თქვენთვის჻ ზარისა჻ თარა჻ ვაზირი჻ გარდმოდგეს჻ სახასო჻ ბრძენთა჻ თავისა჻ ხვარაზმშა჻ ბრძანებს჻ ნახვა჻ სწადს჻ შენი჻ არ჻ ჭკუვად჻ ავისა჻ გამოდი჻ ჩვენ჻ გამოგინდობთ჻ არ჻ მიზდი჻ გინდა჻ ნავისა჻

1874. გამოვიდა჻ თარა჻ ბრძენი჻ პლატონისა჻ დიდად჻ დარი჻ ხვარაზმელის჻ მართ჻ ნახვისა჻ ღმრთისა჻ ხვეწით჻ მემუდარი჻ რა჻ ხელმწიფე჻ მისი჻ ნახა჻ მუნ჻ გაცოცხლდა჻ ვითა჻ მკვდარი჻ თქვა჻ თუ჻ ღმერთო჻ კურთხეულ჻ ხარ჻ აღარ჻ ვნახე჻ სასუდარი჻

1875. თაყვანი჻ სცა჻ მერმე჻ ყელსა჻ მოეხვივა჻ თარა჻ ბრძენი჻ მოახსენა჻ ღმერთო჻ რა჻ ვთქვა჻ მადლთა჻ შენთა჻ მე჻ სიგრძენი჻ ამა჻ ომთა჻ მოარჩინენ჻ არ჻ უობლენ჻ წვრილნი჻ ძენი჻ რა჻ მადლი჻ ვთქვა჻ რომ჻ ასეთნი჻ წყალობანი჻ მიბოძენი჻

1876. დასხდეს჻ მეფე჻ და჻ ვაზირი჻ არჩევენ჻ სათათბიროსა჻ მეფე჻ ბრძანებდა჻ სიტყვასა჻ გულ჻ მდუღრად჻ ასატიროსა჻ ვაზირო჻ ჰგვანდა჻ ძე჻ ჩემი჻ ბროლ჻ ლალსა჻ გასაჭვიროსა჻ ვით჻ მეტყვი჻ სისხლი჻ გაუშვი჻ მაგ჻ ძნელსა჻ სავაზიროისა჻

1877. ვაზირი჻ ჰკადრებს჻ მეფეო჻ თქვენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მას჻ დია჻ მაგრა჻ ჰყავს჻ ტყვედ჻ დარჩენილი჻ ვინცა჻ მესისხლე჻ ცხადია჻ არ჻ გაგიშვებენ჻ ცოცხალსა჻ უფიცავს჻ მას჻ მაჰმადია჻ თუ჻ გარდაუშვებ჻ გამართლებს჻ ვინ჻ ღმერთისა჻ დანაბადია჻

1878. მეფემან჻ ბრძანა჻ ადვილად჻ ნუ჻ მეუბნები჻ ვაზირო჻ თუ჻ დავივიწყო჻ ძე჻ ჩემი჻ მმართებს჻ რომ჻ გული჻ ვატირო჻ ანუ჻ გავიჭრა჻ მონდორად჻ და჻ თავი჻ გავინადირო჻ მიჯობს჻ რომ჻ მოვკვდე჻ და჻ ჩემი჻ დარჩომა჻ არ჻ დავაპირო჻

1879. ვაზირმან჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ისმინე჻ სიტყვა჻ ასები჻ აქამდი჻ ჩემი჻ კადრება჻ არ჻ გაგეგონა჻ ნასები჻ ტარიელს჻ თქვენთა჻ სისხლთაგან჻ სწადს჻ სავსე჻ შესვას჻ თასები჻ თქვენად჻ საკლავად჻ მოუსხამს჻ უცხო჻ სპა჻ ბევრ჻ ათასები჻

1880. სისხლი჻ გაუშვა჻ ხვარაზმშა჻ მტკიცე჻ ქნეს჻ მოზავებული჻ შეჰფიცეს჻ ყოვლი჻ სიმტკიცე჻ წინასწარ჻ მოსწავებული჻ კარგ჻ ვაზირობით჻ არა჻ ჩანს჻ თარასგან჻ დაშავებული჻ ხვარაზმშა჻ დადგა჻ წავიდა჻ ტარიელ჻ გამარჯვებული჻

1881. მივა჻ ტარიელ჻ მოყვსითა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილითა჻ გამარჯვებული჻ ნადირობს჻ საბინდოთა჻ და჻ დილითა჻ იტყვის჻ თუ჻ ვერ჻ გარდავიხდი჻ მე჻ ვალსა჻ თქვენ჻ სადილითა჻ თქვენ჻ დამარჩინეთ჻ თუ჻ არ჻ მკვდრად჻ ვიწევ჻ ხვარაზმშას჻ ჩრდილითა჻

1882. წამოვიდეს჻ მხიარულნი჻ ნადირობით჻ თამაშობით჻ მტერთა჻ ზედა჻ მოქცეოდეს჻ მათგან჻ იყვნეს჻ უშიშრობით჻ მათ჻ მოემწყო჻ ხვარაზმელი჻ არ჻ დაეგდო჻ შამუშობით჻ ერთმანერთსა჻ აქებდიან჻ მხიარულნი჻ არ჻ ქუშობით჻

1883. მოვიდეს჻ მოქალაქენი჻ გამოეგებნეს჻ ზარითა჻ მუტრიბთა჻ ხმანი჻ ისმოდეს჻ ბარბითთა჻ შენაზარითა჻ ნესტან჻ დარეჯან჻ დაშვენდა჻ ელვითა჻ მით჻ მწყაზარითა჻ მას჻ სიხარულსა჻ ვერ჻ დავწერ჻ ხელითა჻ ვერცა჻ აზრითა჻

1884. რად჻ ვაგრძელებდე჻ მუნ჻ დაყვნა჻ მრავალნი჻ დღენი჻ ამონი჻ მერმე჻ გაუშვნა჻ სავსენი჻ მნათობნი჻ დაუღამონი჻ წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტკბილნი჻ გამომსალამონი჻ დადგა჻ ტარიელ჻ თუც჻ ცრემლი჻ სდის჻ ხმელთა჻ დასალამონი჻

1885. აავსნა჻ მისაცემლითა჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა჻ სტავრითა჻ საკრამანგითა჻ მძიმითა჻ სადუქარდითა჻ წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ პირითა჻ მინა჻ ვარდითა჻ გავლენ჻ ზღვასა჻ და჻ მიდიან჻ საროთა჻ განაზარდითა჻

1886. მივიდეს჻ მათი჻ ქვეყანა჻ მათ჻ დახვდა჻ ამოდ჻ ნებითა჻ მოეგებნიან჻ სძღნობდიან჻ წესითა჻ და჻ რიგებითა჻ თინათინს჻ პირსა჻ სინათლე჻ ემატა჻ დაშვენებთა჻ მულღაზანზარი჻ შეიქნა჻ მეტითა჻ აშენებითა჻

1887. ეს჻ ამბავი჻ დარჩომოდა჻ სარგის჻ ლექსთა჻ შეუწყობლად჻ აგრევ჻ თმოგვი჻ თმოგველთაგან჻ შესავლითურთ჻ დარჩა჻ ობლად჻ ესე჻ სიტყვა჻ მოახსენეს჻ ვინ჻ ჩანს჻ გმირთა჻ რაზმთა჻ მწყობლად჻ მიბრძანა჻ თუ჻ ლექსად჻ თქვიო჻ მჭევრ჻ ქართულად჻ დაუშრობლად჻