... (პარიზული ხელნაწერი 10)

სიკვდილი ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა჻

1945. ზომა჻ არ჻ არის჻ სოფლისა჻ საღამო჻ არცა჻ დილია჻ სიზმრისა჻ უფრო჻ სიზმარი჻ ჩრდილისა჻ უფრო჻ ჩრდილია჻ არ჻ ამოჰკრეფენ჻ სწავლულნი჻ მათ჻ მათგან჻ გამოცდილია჻ ავი჻ და჻ კარგი჻ სწორად჻ სჩანს჻ სიცოცხლე჻ თუ჻ სიკვდილია჻

1946. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ დაყვნეს჻ წელნი჻ სამოცათნი჻ ღმერთმან჻ მისცნა჻ ორნი჻ ძენი჻ სიტურფითა჻ მსგავსი჻ მათნი჻ გაუნდოვდეს჻ საჭვრეტელად჻ ბროლბადახშნი჻ მინასათნი჻ სიბერემან჻ გაუცუდნა჻ მათ჻ გლახ჻ მათნი჻ ხასიათნი჻

1947. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ სული჻ ცათკენ჻ გაგზავნესა჻ ორნი჻ ესე჻ ხორციელნი჻ იგი჻ მათსა჻ სინაზესა჻ ხორცითაცა჻ შეიერთნეს჻ მას჻ წყაროსა჻ ზესთა჻ ზესა჻ მზე჻ მრავალთა჻ დაუტევეს჻ მიიახლნეს჻ ერთად჻ მზესა჻

1948. ვინცა჻ კარავნი჻ გააკრავნა჻ და჻ თიკანნი჻ გაათიკნა჻ მანვე჻ თხანი჻ თიკანთაგან჻ გაარჩივნა჻ გააბლიკნა჻ გონიერნი჻ გაამაღლნა჻ სულნი჻ მათნი჻ მოირიკნა჻ ერთმანეთსა჻ ეზიარნეს჻ რამანცაღა჻ ჩამოდრიკნა჻

1949. მითქვამს჻ და჻ კვლავ჻ ვსთქვა჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ კვლა჻ და჻ კვლადობა჻ იგი჻ გარდახდეს჻ გაისმა჻ ოდენ჻ ამბავი჻ მათობა჻ სადაა჻ კბილთა჻ სითეთრე჻ ანუ჻ ღაწვთაღა჻ ნათობა჻ მტვერად჻ შექმნილა჻ წაუხდა჻ მათ჻ ხასიათობა჻

1950. გასრულდა჻ მათი჻ ამბავი჻ ვითა჻ სიზმარი჻ ღამისა჻ გარდახდეს჻ გავლეს჻ სოფელი჻ ნახეთ჻ სიმუხთლე჻ ჟამისა჻ ვის჻ გრძლად჻ ჰგონია჻ მისთვისცა჻ არის჻ ერთისა჻ წამისა჻ ვსწერ჻ ვინმე჻ მესხი჻ მელექსე჻ მე჻ რუსთველისა჻ და჻ მისა჻

მისული ფრიდონისგან და ტარიელის ძამობთ მისთა ტაგრუცს ზედა჻

1951. მოვიდა჻ ფრიდონ჻ ტირილით჻ ზახილით჻ თავსა჻ მცემელი჻ იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ და჻ მოსთქვამს჻ არ჻ უნდა჻ გარდამცემელი჻ მოიღო჻ მეტად჻ დიადი჻ გლახაქთა჻ მისაცემელი჻ უნდოდა჻ თუმცა჻ ეშოვნა჻ ლახვარი჻ დასაცემელი჻

1952. ტაგრუცსა჻ მიჯდა჻ მოსთქმიდა჻ ხმითა჻ მით჻ შვენიერითა჻ იგლეჯდა჻ თეთრსა჻ თმა჻ წვერსა჻ გაჰყრის჻ ბროლისა჻ ჭერითა჻ მაღლად჻ იზახდა჻ ვაგლახსა჻ ტირილით჻ არ჻ სიმღერითა჻ მართ჻ წმინდად჻ გაგლეჯილიყო჻ ერთობ჻ თმითა჻ და჻ წვერითა჻

1953. თქვნა჻ მეტად჻ კარგი჻ სიტყვანი჻ ფილასოფოსთა჻ ცნობასა჻ რომე჻ ხორხითა჻ იტყოდა჻ მსგავსი჻ დავითის჻ ძნობისა჻ მე჻ გლახ჻ ვით჻ მოვჰთქვა჻ სიკეთე჻ თქვენისა჻ ცხენოსნობისა჻ ან჻ ვით჻ მოვთვალო჻ მოკლული჻ თქვენისა჻ მშვილდოსნობისა჻

1954. რაზამთა჻ მლეწელნო჻ ყოველთ჻ მებრძოლთა჻ თქვენთა჻ მძლეველნო჻ კვლავ჻ ასპარეზად჻ ტურფანო჻ უსწოროდ჻ დამნაძლეველნო჻ თქვენ჻ ვისცა჻ შველა჻ უბრძანით჻ უცხონონო჻ შესაძლეველნო჻ აწ჻ ცრემლთა჻ ჩემთა჻ დენასა჻ სამს჻ თუ჻ ვით჻ გაუძლე჻ ველნო჻

1955. თქვენებრ჻ ტახტსა჻ ვის჻ დაჯდების჻ ვინ჻ მოჰკაზმავს჻ სრასა჻ სრულად჻ ან჻ ნადიმსა჻ ვინ჻ გარდიხდის჻ ზნე჻ უკლებსა჻ ჯავარ჻ სრულად჻ ვითამც჻ დავრჩი჻ მე჻ უთქვენოდ჻ ვიგონებდე჻ ამას჻ რულად჻ ცოცხალი჻ მე჻ არ჻ ვიქნები჻ გაკიცხული჻ გაბასრულად჻

1956. თინათინს჻ ნესტან჻ დარეჯანს჻ ვით჻ მოუთქვნა჻ სინაზენი჻ ტანი჻ მჭევრი჻ ალვის჻ მორჩი჻ პირი჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენი჻ ბროლბადახში჻ ლალგიშერი჻ მარგალიტთა჻ შენათხზენი჻ საუბარი჻ სიტყვატკბილი჻ ვერ჻ მჭვრეტელთა჻ ამაგზენი჻

1957. ფარიდონ჻ მოსთქმიდა჻ ოთხთავე჻ ორთა჻ და჻ ორთა჻ ტიროდა჻ მაღლად჻ იზახდა჻ ვაგლახსა჻ მართ჻ ვითა჻ ლომი჻ ყვიროდა჻ თქვენის჻ პირისა჻ ჯავარი჻ აღარა჻ ლალდ჻ ჭვიროდა჻ იტყვის჻ თუ჻ მოვჰკვდე჻ რა჻ მგამა჻ რადგან჻ დამაგდე჻ გმიროდა჻

1958. ნურადინ჻ ფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ორთავე჻ მისთა჻ ძმობილთა჻ უქებს჻ სიუხვე჻ ჯავარსა჻ ძოწმარგალიტთა჻ წყობილთა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ადენდა჻ უკლებთა჻ დაუშრობილთა჻ ავსებდა჻ სიბრალულითა჻ ყოველთა჻ მუნ჻ შესწრობილთა჻

1959. თინათინ჻ ნესტან჻ დარეჯანს჻ კვლავ჻ მოუთქვნა჻ სინაზეენი჻ პირი჻ მზისა჻ უნათლესი჻ თმა჻ გიშერი჻ ვითა჻ ტევრნი჻ აწ჻ ვაგლახ჻ მე჻ ვით჻ დამალეთ჻ შუქთა჻ სხივნი჻ ბევრის჻ ბევრნი჻ ჰი჻ ჰი჻ ჩემთვის჻ მოიწივნა჻ საშინელნი჻ მოსაწევრნი჻

1960. ამასთანათა჻ სიტყვათა჻ გრძლად჻ და჻ გულმდუღრად჻ ტიროდა჻ მერმე჻ ადგა჻ და჻ ქვანიცა჻ ტიროდეს჻ ასრე჻ სულთქმიდა჻ ტაგრუცსა჻ გაესალამა჻ ტანსა჻ ძაძასა჻ იცმიდა჻ თავსა჻ ნაცარსა჻ იყრიდა჻ არა჻ გვირგვინსა჻ ირქმიდა჻

1961. შინა჻ მოვიდა჻ შინ჻ მოკვდა჻ ფრიდონ჻ მათისა჻ სევდითა჻ მათს჻ უკან჻ აღარ჻ ვარგიყო჻ არცა჻ კარგისა჻ ბედითა჻ თვალნი჻ დაუდგა჻ ბედკრულსა჻ საგონებლითა჻ მეტითა჻ ნურადინ჻ იყო჻ მორჭმული჻ ლარსაქონლითა჻ დიდითა჻

1962. ქართველთა჻ ღმრთისა჻ დავითის჻ ვის჻ მზე჻ მსახურებს჻ სარებლად჻ ესე჻ ამბავი჻ გავლექსე჻ მე჻ მათად჻ საკამათებლად჻ ვინ჻ არის჻ აღმოსავლეთით჻ დასავლეთს჻ ზართა჻ მარებლად჻ ორგულთა჻ მათთა჻ დამწველად჻ ერთგულთა჻ დამამაგრებლად჻