... (პარიზული ხელნაწერი 10)

1888. ერთმანერთისა჻ მეშველთა჻ მებრძოლი჻ იმაჯანიან჻ ორთავე჻ მტერი჻ მოყვარედ჻ მათ჻ წინა჻ მოიყვანიან჻ მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ უაკვანიან჻ ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულთა჻ აგულვანიან჻

1889. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობათა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს჻ ობოლქვრივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს჻ ავის჻ მქმელნი჻ დააშინნეს჻ კრავნი჻ ცხვართა჻ ვერა჻ სწოვდეს჻ შიგან჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს჻

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი჻

1890. აჰა჻ მოგესმნეს჻ სოფლისასაქმენი჻ თავით჻ ქვენამდი჻ მოგვიგონენით჻ ყოფადნო჻ პირველ჻ ყოფილნი჻ თქვენამდი჻ რა჻ გესმნეს჻ ძნელნი჻ ანდერძნი჻ ღაწვთა჻ ტირილით჻ ქვე჻ ნამდი჻ ყურად჻ იხვენით჻ რაცა჻ ვთქვა჻ მე჻ სულთა჻ აღმოფრთქვენამდი჻

1891. გხადი჻ ყოველნო჻ სულ჻ დგმულნო჻ ხვეწნით჻ და჻ მე჻ თაყვანებით჻ ხილვად჻ აწ჻ ჩემთა჻ საქმეთა჻ თქვენ჻ აქა჻ მონაყვანებით჻ სული჻ განეყვის჻ ხორცთაგან჻ მძლავრებით჻ არ჻ წაყვანებით჻ მეწყალვის჻ ვხედავ჻ გლახ჻ მისი჻ მოგლა჻ და჻ მონაყვანებით჻

1892. ჟამერთ჻ გაუშვით჻ ყოველი჻ სოფლისა჻ უბან჻ დაბანი჻ უგულებელს჻ ყავთ჻ ზრუნვანი჻ სახლი჻ და჻ ვანი჻ და჻ ბანი჻ მოიმკვეთანი჻ გაჭრანი჻ სიცილი჻ მღერა჻ და჻ ბანი჻ ისმინეთ჻ ჩემნი჻ ანდერძნი჻ ცუდია჻ დაფ჻ დაბდაბანი჻

1893. შემომერტყენით჻ მიდამო჻ მოსხედით჻ მომეკარენით჻ ზოგთა჻ მზირ჻ მიყავთ჻ ერდოთა჻ სარკმლით჻ და჻ მომეკარენით჻ ნესტან჻ დარეჯან჻ მკოცნიდი჻ ბაგით჻ და჻ მომეკარ჻ ენით჻ ჯვარს჻ ვაცმევინებ჻ სოფელსა჻ ურია჻ მამეკარენით჻

1894. გულისჴმა჻ ყუენით჻ აღმოვსთქვამ჻ მე჻ თქვენსა჻ შესაძინელსა჻ დასაუნჯებსა჻ სულთასა჻ არ჻ კარგვით჻ არ჻ საძინელსა჻ მღვიძრად჻ ყოფასა჻ სწავლასა჻ არ჻ რულსა჻ არ჻ საძინელსა჻ ცრემლთა჻ ადენდით჻ ცხელებთა჻ არ჻ ყინვით჻ ცივ჻ საძინელსა჻

1895. მე჻ ვიყავ჻ მეფე჻ ეგეთი჻ ვითარ჻ მოგითხრა჻ წერილმან჻ ბოლოდ჻ დამადგა჻ სოფელმან჻ ნავთმან჻ ფისმან჻ და჻ წერილმან჻ საჭმლად჻ მიშოვა჻ ჭიამან჻ ბუზმან჻ და჻ ძაღლის჻ მწერილმან჻ ვა჻ თუ჻ დაგსაჯნეს჻ მიჯნურნო჻ მამამან჻ ამოწერილმან჻

1896. ადამის჻ თესლი჻ სხვა჻ ერთი჻ მე჻ მჯობდა჻ ვერითა჻ ვერ჻ სახით჻ ვერ჻ ახოვნებით჻ დამეგმოს჻ სიავე჻ რითა჻ აწ჻ მამიახლდა჻ სიკვდილი჻ მამლამის჻ თვალთა჻ ბღვერითა჻ დამბღუჯა჻ ვერვინ჻ გაგვყრის჻ გაზითა჻ ვერცა჻ კვერითა჻

1897. ნუ჻ მიენდობით჻ სოფელსა჻ საქმესა჻ ცუდა჻ მუხთალთა჻ არვის჻ მიგინდობს჻ რაძი჻ ვინ჻ კარგთა჻ უყოფდეთ჻ უთვალთა჻ ბოლოდ჻ ჟამს჻ დაგცემს჻ შეგიბრკობს჻ ფერხთა჻ და჻ მართ჻ ნაკუთალთა჻ ყველასა჻ ერთად჻ მოგიყრის჻ მის჻ დღეჩი჻ დანახუთალთა჻

1898. ესე჻ დღე჻ ყოვლთა჻ ზედა჻ აც჻ ქვეყანად჻ ვინცა჻ იშობა჻ მუხთალსა჻ ცრუსა჻ სოფელსა჻ სჭირს჻ კაცთა჻ ზედა჻ იშობა჻ არ჻ აღირიცხვის჻ სიცქაფე჻ მისი჻ ვით჻ ზღვისა჻ ქვიშობა჻ ბოლოდ჻ ასრე჻ იქს჻ ცუდია჻ ცქნაფვა჻ და჻ მისგან჻ შიშობა჻

1899. ყოველნი჻ დავიხოცებით჻ სრულად჻ ერთობით჻ და჻ რამად჻ მით჻ დაგიტეობ჻ მცნებასა჻ მიენდვნეთ჻ ცუდად჻ არ჻ ამად჻ ვიტყვი჻ მუხთალსა჻ სოფელსა჻ ცრუდ჻ და჻ მიუნდოდ჻ არამად჻ წყეულმან჻ ნახეთ჻ რა჻ მიყო჻ ძმანი჻ არ჻ მაძმნა჻ და჻ რამან჻

1900. ვერათ჻ მორჩებით჻ უწყოდით჻ ვერ჻ ხვეწნით჻ ვერ჻ მუდარებით჻ ვერ჻ გარდახვეწით჻ აღფრინვით჻ და჻ მთათა჻ დაბუდარებით჻ ციხის჻ ციხეთა჻ აგებით჻ ცათაცა჻ დაუდარებით჻ მაშინ჻ მოგგონდეს჻ ყოველი჻ ოდესცა჻ ისუდარებით჻

1901. აღარას჻ გარგებს჻ ტირილი჻ სულთქმიდეს჻ მაშინ჻ ახევდეს჻ ერთი჻ მეორეს჻ უჭვრეტდეს჻ მტირალი჻ ქუში჻ ნახევდეს჻ სჯობს჻ იუნჯებდეს჻ მუნასა჻ აქა჻ არ჻ შეინახევდეს჻ გარეთ჻ გასცემდეს჻ უხმობდეს჻ ატლასთა჻ არ჻ შინა჻ ხევდეს჻

1902. თქმულარს჻ სიკვდილი჻ უფალ჻ არს჻ ხორცთა჻ და჻ ანაგებისა჻ არ჻ ეშინიან჻ მძლავრთაგან჻ ნივთთა჻ და჻ მონაგებისა჻ არ჻ შეეწყალვის჻ ჭაბული჻ გლახა჻ არ჻ ეძაგებისა჻ არა჻ ჰკვირდების჻ თვალ჻ წარბი჻ ჰაერი჻ ღაწვ჻ ბაგებისა჻

1903. სოფელი჻ ამად჻ გვაღორებს჻ გვღებავს჻ ფერად჻ რა჻ მინისა჻ ჟამად჻ გიუხვის჻ რაც჻ სთხოვი჻ ესე჻ მთნავს჻ ესრა჻ მინისა჻ ანაზდად჻ გაგტეხს჻ რა჻ გკადრო჻ ჭიქისა჻ ან჻ რა჻ მინისა჻ ჩემსა჻ არ჻ ჯერ჻ ხართ჻ სახედ჻ გიც჻ ვისისა჻ და჻ რამინისა჻

1904. რა჻ გაგითავდეს჻ არავის჻ ესე჻ სოფელი჻ წამიერ჻ ისწრაფის჻ მუნვე჻ მიქცევად჻ მოკვდავი჻ ეს჻ მიწა჻ მიერ჻ მას჻ ნეტარ჻ ვინცა჻ სიმართლით჻ წავიდა჻ უბიწ჻ ამიერ჻ ცუდია჻ აქა჻ მეფობა჻ სრულობით჻ ვერ჻ იწამიერ჻

1905. თქვენცა჻ ისმინეთ჻ მფენო჻ მთავარნო჻ და჻ დიდებულნო჻ არა჻ ძალით჻ თქვენით჻ რას჻ მქნელნო჻ ღმერთისგან჻ გადიდებულნო჻ თვისნო჻ არ჻ თვისნო჻ მშვინაშვნო჻ ძმანო჻ და჻ მადიდებულნო჻ აწ჻ განეყავით჻ გლახაკთა჻ ლარნო჻ აქამდი჻ დებულნო჻

1906. იყვენით჻ მართლმსაჯულობით჻ სიმართლის჻ მიმსახველობით჻ ღმრთის჻ შიშით჻ სჯულთა჻ მტკიცნობით჻ მცნებათა჻ დამარხველობით჻ ქვრივთა჻ ობოლთა჻ მსჯელობით჻ გლახაკთა჻ გამკითხველობით჻ არ჻ ბნედით჻ არ჻ აშიკობით჻ არ჻ გაჭრით჻ არ჻ ახ჻ ველობით჻