... (პარიზული ხელნაწერი 10)

1848. ტარიელ჻ ნახა჻ ხვარაზმშაჰ჻ გამაყდა჻ გუკი჻ ბერისა჻ შეიქნა჻ ველი჻ ორგნითვე჻ სისხლითა჻ მონატბერისა჻ გორად჻ ძეს჻ შუბთა჻ ნალეწი჻ და჻ ხმალთა჻ მრავალ჻ ფერისა჻ კვლა჻ მოუბრუნდა჻ ხვარაზმშას჻ რისხვა჻ ცით჻ მონაბერისა჻

1849. ესმა჻ მუქრა჻ მეფისა჻ ღმრთივ჻ გვირგვინ჻ გულ჻ აზატისა჻ მივმართე჻ მივდეგ჻ საომრად჻ ჩავიპყარ჻ მძიმე჻ ლახტია჻ ბარგისტანითა჻ კაზმულსა჻ მე჻ ცხენსა჻ გარდავახტია჻ მოსრულ჻ ხარ჻ მოდი჻ საომრად჻ მით჻ გაგიცუდო჻ ტახტია჻

1850. შეიქმნა჻ ომი჻ ფიცხელი჻ რაზმის჻ კიდემდე჻ კიდია჻ ხვარაზმშას჻ სპათა჻ ჰინდონო჻ ვით჻ მჭელსა჻ მოიმკიდია჻ ეაჯებოდეს჻ ტარიელს჻ სრულ჻ ნუ჻ დაგვხოცო჻ კი჻ დია჻ ვისცა჻ გარდაჰკრის჻ გააპის჻ ცხენს჻ კაცი჻ გარდნაკიდია჻

1851. შუბნი჻ შემოსცნა჻ ხვარაზმშაჰ჻ ტარიელ჻ მკერდსა჻ შელეწნა჻ ვერ჻ გაუტეხნა჻ აბჯარი჻ ვერცა჻ თუ჻ სადმე჻ დახვეწნა჻ ვაქებ჻ ვინ჻ გმირი჻ ასეთი჻ ან჻ სარო჻ ალვა჻ ახეწნა჻ ტარიელ჻ ხრმალი჻ ხვარაზმშას჻ ცხენსა჻ ჰკრა჻ ყოლ჻ არ჻ აძეწნა჻

1852. შეიქმნა჻ ომი჻ ფიცხელი჻ ხელმწიფის჻ დროშა჻ მართია჻ სპათა჻ მიუხდა჻ ავთანდილ჻ მიღმა჻ და჻ მოღმა჻ ფანტია჻ ვისცა჻ გარდაჰკრის჻ განჰკვეთდის჻ ცხენ჻ კაცის჻ განაკვეთია჻ სხვა჻ რაზმი჻ მოდგა჻ იოცნა჻ ომსა჻ ნაკრავთა჻ ცხადია჻

1853. ტარიელ჻ ცხენი჻ ხვარაზმშას჻ მოუკლა჻ მუნვე჻ დაეცა჻ უფიცხე჻ იბრძვის჻ ქვეითსა჻ ხრმალი჻ უნდოდა჻ დაეცა჻ ყმა჻ აღარავინ჻ იახლა჻ რომ჻ ადრე჻ ცხენსა჻ აეცა჻ ამისთვის჻ მარტო჻ იბრძოდა჻ არათ჻ ღონითა჻ გაექცა჻

1854. დაშურა჻ მოსჭირდა჻ მარტოსა჻ მრავალი჻ ხრმალი჻ ექნია჻ გაუტყდა჻ ხრმალი჻ და჻ ლახტი჻ მართ჻ ვითა჻ მშვილდი჻ შეჰქნია჻ ამისთვის჻ სპათა჻ სიმრავლე჻ მრგვლად჻ ალყად჻ გარე჻ შექნია჻ ხელთა჻ შეიპყრეს჻ დაბნელდეს჻ მისთვის჻ მნათობთა჻ შუქნია჻

1855. ტარიელ჻ ნახა჻ ხვარაზმშაჰ჻ საკლავად჻ გამართებული჻ გაეხარნეს჻ და჻ შეექნა჻ პირი჻ მზებრ჻ წარმართებული჻ თქვა჻ კმარის჻ ჩემთვის჻ ღმრთისაგან჻ წყალობა჻ დამართებული჻ აწ჻ აღარავის჻ მოვაკლევ჻ მეფეა჻ წარმართებული჻

1856. მოვიდა჻ გააშვებინა჻ დიდი჻ ხვარაზმთა჻ მფლობელი჻ ცხენი჻ მოჰგვარეს჻ და჻ წყნარად჻ შესვა჻ მართ჻ ვითა჻ მხმობელი჻ მივიდეს჻ მისნი჻ ძმად჻ ფიცნი჻ მოლოცვა჻ წარმომთხრობელი჻ უქეს჻ ხვარაზმშას჻ დარჩომა჻ ყოლ჻ არა჻ იყვნეს჻ მგმობელი჻

1857. მობრუნდეს჻ გამარჯვებულნი჻ ჩამოხდეს჻ ჩრდილთა჻ ხეთასა჻ ტურფათა჻ რასმე჻ ბაღთასა჻ ყოლ჻ არ჻ კატართა჻ ტყეთასა჻ მათ჻ ნაომართა჻ ჰშვენოდა჻ მჯობდა჻ მჯობთა჻ ყოველთა჻ მხნეთასა჻ თქვესთუ჻ ვაჯობოთ჻ ესე჻ დღე჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა჻

1858. გამოისუენეს჻ მაშვრალთა჻ აბჯრითა჻ ტანსა჻ ახდითა჻ პურობა჻ სმა჻ სიმღერითა჻ სოფლისა჻ ხელთა჻ დახდითა჻ მათი჻ მებრძოლი჻ მას჻ დღესა჻ მკვდრად჻ ჩნდა჻ არმისა჻ წახდითა჻ ხვარაზმშაჰ჻ იჯდა჻ ფერხითა჻ მსგავსად჻ ფერისა჻ დახდითა჻

1859. დილასა჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ და჻ სხვათა჻ სპათა჻ თავნია჻ ტარიელისსა჻ მოვიდეს჻ დახვდეს჻ ლაშქარნი჻ შავნია჻ აწ჻ მათგან჻ სამოციქულოდ჻ კაცი჻ ჩანს჻ შენაგზანია჻ შესთვალეს჻ ღმერთმან჻ პატივგცა჻ ტყვედ჻ გყვანან჻ შენნი჻ მავნია჻

1860. ვინთაგან჻ ღმერთმან჻ პატივი჻ ეგზომი჻ დაგდვა჻ დიდებით჻ გმართებს჻ რომ჻ იყო჻ საღმრთოსა჻ საქმესა჻ ზედა჻ რიდებით჻ აწ჻ შენ჻ რადმცა჻ ჰქენ჻ ეგ჻ საქმე჻ პირველსა჻ ზედა჻ მიდებით჻ პირი჻ აიღეთ჻ გაუშვით჻ ხვარაზმშას჻ ამოდ჻ მშვიდები჻

1861. ტარიელ჻ გასცა჻ პასუხი჻ მეტად჻ წყნარი჻ და჻ მჭევრები჻ ღმრთისაგან჻ მე჻ მჭირს჻ წყალობა჻ და჻ თქვენგან჻ დიდი჻ ბევრები჻ აწ჻ სამჯერ჻ თქვენგან჻ დადგმულა჻ ჩვენთვის჻ შუბისა჻ ტევრები჻ დარჩეს჻ გაუშვით჻ ხვარაზმშაჰ჻ აგრევ჻ თავადი჻ ბევრები"჻

1862. შევიდეს჻ ნახეს჻ ტარიელ჻ და჻ მადლსა჻ გარდაიხდიდეს჻ მერმე჻ ადგეს჻ და჻ ხვარაზმშაჰ჻ სად჻ იყო჻ მუნა჻ მივიდეს჻ უსალამეს჻ მათ჻ ორთავე჻ თავის჻ თავის჻ მოიმშვიდესა჻ გვერდსა჻ დაუსხდეს჻ ნაკრავთა჻ უქებდეს჻ და჻ გაიცდიდესა჻

1863. მერმე჻ ჰკადრეს჻ ჰე჻ ხვარაზმშა჻ ხელმწიფეო჻ ბედნიერო჻ მორჭმულო჻ და჻ თვით჻ მპყრობელი჻ ზნე჻ უკლებო჻ გონიერო჻ გვიკვირს჻ რაცა჻ თქვენ჻ გიქნია჻ პირველ჻ კაცო჻ მეცნიერო჻ რად჻ აშვილეთ჻ შვილი჻ თქვენი჻ ყოვლით჻ ზნითა჻ შვენიერი჻

1864. თუ჻ გასმიოდა჻ ტარიელ჻ ნახვითა჻ ანუ჻ სმენითა჻ მემკვიდრე჻ სადმე჻ არისო჻ რად჻ არა჻ მოიხსენი჻ თა჻ აწ჻ გარდაუშვით჻ პირველი჻ სისხლი჻ პირითა჻ ჩვენითა჻ აქათ჻ წადით჻ და჻ მეფობით჻ ბრძნითა჻ გონებაენითა჻

1865. ხუარაზმშა჻ წყნარი჻ სიტყვები჻ თქვნა჻ ბრძენთა჻ სწავლა჻ რიგისა჻ პირველად჻ ქება჻ ავთანდილს჻ და჻ ნურადინს჻ მიუგისა჻ მე჻ თქვენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქვა჻ ბუდე჻ ვარ჻ აწ჻ აუგისა჻ მკლავს჻ სირცხვილისა჻ ლახვარი჻ ბასრისა჻ შუბ჻ დაუგისა჻

1866. ოდეს჻ ძე჻ ჩემი჻ ეთხოვა჻ სასიძოდ჻ ჰინდოთ჻ მეფესა჻ მაშინ჻ არსადით჻ ვიცნობდით჻ ტარიელს჻ სისხლთა჻ მჩქეფესა჻ უმკვიდროდ჻ ყოფა჻ ეწერა჻ მას჻ წიგნსა჻ მათსა჻ სეფესა჻ ამად჻ ვერ჻ მივხვდი჻ მიგმობდით჻ ჭკუასა჻ დანაყეფესა჻

1867. ჰმართებდა჻ თუმცა჻ ტარიელს჻ ებრძანა჻ ჩემთვის჻ კაცითა჻ მართ჻ ერთხელ჻ ვითა჻ ეგრეცა჻ არ჻ მრავლად჻ კვლა჻ და჻ კვლაცითა჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ პატრონი჻ მე჻ მმართებს჻ ღმრთითა჻ და჻ ცითა჻ ნუ჻ მოსცემ჻ შვილსა჻ თვარ჻ დავხვდე჻ რაზმითა჻ ცემა჻ ტკაცითა჻