... (S-4499), XVII ს.

1864. მოვიდეს: მოქალაქენი: გამოეგებნეს: ზარითა: მუტრიბთა: ჴმანი: ისმოდეს: ბარბითთა: შენაზარითა: ნესტან: დარეჯან: დაშვენდა: ელვითა: მით: მწყაზარითა: მას: სიხარულსა: ვერ: დავწერ: ჴელითა: ვერცა: აზარითა:

1865. რად: ვაგრძელებდე: მუნ: დაყუნა: მრავალნი: დღენი: ამონი: მერმე: გაუშვნა: სავსენი: მნათობნი: დაუღამონი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტკბილნი: გამომსალამონი: დადგა: ტარიელ: თუმც: ცრემლი: სდის: ჴმელთა: დასალამონი:

1866. აავსნა: მისაცემლითა: ოქსინოთა: და: შარდითა: სტავრითა: საკრამანგითა: მძიმითა: სადუქარდითა: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: პირითა: მინა: ვარდითა: გავლენ: ზღვასა: და: მიდიან: საროთა: განაზარდითა:

1867. მივიდეს: მათი: ქვეყანა: მათ: დახუდა: ამოდ: ნებითა: მოეგებვიან: სძღნობდიან: წესითა: და: რიგებითა: თინათინს: პირსა: სინათლე: ემატა: დაშვენებითა: მულღაზანზარი: შეიქნა: მეტითა: აშენებითა:

1868. ეს: ამბავი: დარჩომოდა: სარგის: ლექსთა: შეუწყობლად: აგრევ: თმოგუი: თმოგუელთაგან: შესავლითურთ: დარჩა: ობლად: ესე: სიტყუა: მოახსენეს: ვინ: ჩანს: გმირთა: რაზმთა: მწყობლად: მიბრძანა: თუ: ლექსად: თქუიო: მჭევრქართულად: დაუშრობლად:

1869. ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლი: იმაჯანიან: ორთავე: მტერი: მოყვარედ: მათ: წინა: მოიყვანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: უაკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულთა: აგულვანიან:

1870. ყოვლთა: სწორად: წყალობათა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხვართა: ვერა: სწოვდეს: შიგან: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს:

1871. ხანი: გარდაჴდა: მოვიდა: დღე: არსასრული: მეფისა: დაწვა: ლოგინად: დავარდა: მას: მაჯა: აღარ: ჩქეფისა: თქუა: ჩემი: ასრე: დაცემა: ვიცი: ამ: სოფელს: ეფისა: აწვე: სარიდან: მამგვარეთ: ანდერძი: ვჰკადრო: კრეფისა:

აქა: პირველი: ანდერძი: ტარიელისაგან: თავის: შვილს: თანა:

1872. ღმერთს: ერთ: ქალ-: ყმანი: მიეცა: ოთხმოცდაათ: წელ: ხანია: შვილი: კარგა: სჯობს: მამასა: ერქვა: მას: სარიდანია: ქვეყანა: იმას: ეხვევის: სრულთა: ინდოთა: სპანია.: მისთვისა: უნდა: სამეფო: პირველად: მის: მაქანია:

1873. შვიდთა: სამეფო: თავადნი: ტარიას: შემოჰყრიაო: სარიდან: შიგნით: შევიდა: მამასა: გარდეხვიაო: უთხრათუ:: შვილო: ნუ: სტირი: სოფელს: ეს: დაუდვიაო: ძველნი: წავლენ: და: ახალნი: ამოვა: ნაზარდიაო:

1874. სოფელი: არვის: დაინდობსარც: დიდსა: არცა: მცირებსა: ვისაც: რომ: კარგი: უნახავს: ბოლო: ჟამს: აატირებსა: მახე: დაუდგამს: ყვევლთათვის: ნახეთ: თუ: რას: აპირებსა: ჩავარდენის: და: დაამსხურევს: რკინასა: ქუა: ქუიტკირებსა:

1875. აწ: მე: მივალ: ამ: სოფლითა: დღე: გათავდა: ჩემი: ირე: ღმერთმან: მოგცეს: ჴელმწიფობა: ტახტთა: დაჯე: დაიჭირე: ჴმალი: წელთა: შემოირტყი: გული: შენი: აქვიტკირე: ერთგულთ: უყავ: წყალობანი: მტერთა: ზედან: გააგმირე:

1876. უხვად: გაეცი: მრავალი: ოქრო: თვალ: ხას: ატლასია: მზეებრივ: სულთა: მოჰფინე: ქვრივ: გლახა: თუნდა: ხასია: პურობდის: ლხინსა: ნუ: მოშლი: თქვან: რომ: სოლომონთ: დასია: მტერი: დაწვი: და: დასდაგე: გახადე: ვითა: ფლასია:

1877. ხუთს: დღესა: ლხინი: პურობა: ჰქენ: ვინც: რომ: გინა: ვინაო: ხუთს: დღესა: სამართალი: ჰქენ: მოწყალეს: ღმერთსა: წინაო: ხუთს: დღეს: მშვილდით: და: ისრითა: ინადირებდე: შენაო: ხუთს: დღესა: შეისვენებდი: ხალვათად: იყავ: შინაო:

1878. ყოველს: კვირასა: ლოცვასა: ნუ: აიცილებ: შენეო: მღრთის: სამსახურში: შეუდეგ: ცრემლიცა: დაიდენეო: კვირაში: ერთხელ: იბურთე: სრულ: ჯარი: დააშვენეო: ამა: ანდერძსა: დაჰყუები: დღე: გრძლად: იქნები: შენეო:

1879. თუ: შორიდამ: მოგივიდეს: მოციქული: სხვა: მეფისა: კარგა: დახუდი: ლმობიერად: რაც: მართებნდეს: ვისცა: ვისსა: ცამდი: მაღლად: მოგიხსენონ: სენც: მისწერე: როგორ: ღირსა: თვარა: შენსა: ურჩის: მქნელსა: ნუ: უჩვენებ: მიწყივ: პირსა:

1880. მოგილოცონ: პატრონიბა: შენცა: ტკბილად: მოიკითხე: აჩუქე: და: სრულ: აავსე: ლაშქართა: და: ჯართა: მისცხე: ასრე: გაჴდის: გაცემანი: ააყვავებს: ვარდსა: ის: ხე: მტერი: ფერჴთა: მოგექცევის: იქნას: ჯაბან: ივაც: ითხე:

1881. ეს: ანდერძი: გაათავა: დაასრულა: არე: მარე: საჴელმწიფო: მიაბარა: სრულ: ქვეყანა: არე: მარე: აწ: სარიდანს: გარდმოსცვივდა: ბროლის: პირს: ა: რე: მარე: ერთობილთა: დიდებულთა: გარდმოჰყარეს: ცრემლი: მწარე:

1882. სრულ: ინდონი: თავადებთა: შვილი: ვედრა: მიაბარა: მაგისია: ინდოეთი: სხვას: მიხუდების: არვის: არა: რომე: ჩემსა: დროს: მსახურობდთ: ასრე: თქვი: თუ: არ: მამკვდარა: აატაირა: ყველაკაი: თავს: იცემენ: თქუიან: არა: