... (S-4499), XVII ს.

1844. მერმე: ჰკადრეს: ჰე: ხუარაზმშა: ჴელმწიფეო: ბედნიერო: მორჭმულო: და: თვით: მპყრობელი: ზნე: უკლებო: გონიერო: გუიკვირს: რაცა: თქუენ: გიქნია: პირველ: კაცო: მეცნიერო: რად: აშვილეთ: შვილი: თქუენი: ყოვლით: ზნითა: შვენიერო:

1845. თუ: გასმიოდა: ტარიელ: ნახვითა: ანუ: სმენითა: მემკვიდრე: სადმე: არისო: რად: არა: მოიხსენი: თა: აწ: გარდაუშვით: პირველი: სისხლი: პირითა: ჩვენითა: აქათ: წადით: და: მეფობით: ბრძენითა: გონებაენითა:

1846. ხუარაზმშა: წყნარი: სიტყუები: თქუნა: ბრძენთა: სწავლად: რიგისა: პირველად: ქება: ავთანდილს: და: ნურადინს: მიუგისა: მე: თქუენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბუდე: ვარ: აწ: აუგისა: მკლავს: სირცხვილისა: ლახვარი: ბასრისა: შუბ: დაუგისა:

1847. ოდეს: ძე: ჩემი: ეთხოვა: სასიძოდ: ინდოთ: მეფესა: მე: მაშინ: ვერსით: ვიცნობდით: ტარიელს: სისხლთა: მჩქეფესა: უმკვიდროდ: ყოფნა: ეწერა: მას: წიგნსა: მათსა: სეფესა: ამად: ვერ: მივხუდი: მიგმობდით: ჭკუასა: სამყოფესა:

1848. მართებდა: თუმცა: ტარიელს: ებრძანა: ჩემთვის: კაცითა: მართ: ერთხელ: ვითა: ეგრეცა: არ: მრავლად: კულავ: და: კულაცითა: მე: ვარ: მემკვიდრე: პატრონი: მე: მმართებს: ღ~თითა: და: ცითა: ნუ: მოსცემ: შვილსა: თვარ: დავხუდე: რაზმითა: ცემა: ტკაცითა:

1849. თუმც: მაშინ: არ: დამეშალა: თქუენ: უმართლე: ხართ: მდურვასა: მე: თავსაცავე: ვაბრალობ: მას: საშინელსა: ურვასა: მაგრამ: უმეცრად: ჩავიჭერ: ცრემლთა: მორვისა: ცურვასა: ამად: ვერავინ: დამიშლის: გულსა: სისხლისა: წურვასა:

1850. ეს: ასრე: იყო: რაც: გკადრე: თქუენცა: გასმოდეს: მგონია: თუარ: გაიკითხენ: ინდონი: გკადრებენ: უშმაგონია: ავთანდილ: უთხრა: მეფეო: ესე: ვერ: გაგიგონია: მაგისთანანი: სიტყვანი: აწ: არად: სავარგონია:

1851. თავმან: თქუენმან: თუ: მოგვისმენ: ამას: გკადრებთ: დაუცდომლად: სჯობს: წახვიდეთ: ტახტსა: თქუენსა: დასხდეთ: სისხლთა: დამთმობლად: არა: გაკლდეს: დიდებისა: ჴელი: ცათა: შესაწდომლად: შენდობა: ჴამს: რადგან: ადამ: აღარ: დარჩა: შეუნდობლად:

1852. ხვარაზმშა: ბრძანებს: ვინათგან: თქვენ: გწადს: აგრე: ვქნათ: ვით: ბრძანეთ: მაგრამ: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: შეიგონეთ: წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ესე: დამაღონეთ: შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარას: გვერდსა: შემაგონეთ:

1853. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტარიას: გამოეზრახნეს: ხუარაზმშას: სიტყუა: ყოველი: წყნარად: თქუეს: არ: დაიზახნეს: თარა: ვაზირსა: უხმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს: მიდგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიგანთა: არ: უაგლახნეს:

1854. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩვენი: ჴმა: თქუენთვის: ზავისა: თარა: ვაზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა: ხუარაზმშა: ბრძანებს: ნახვა: სწადს: შენი: არ: ჭკუვად: ავისა: გამოდი: ჩვენ: გამოგინდობთ: არ: მიზდი: გინდა: ნავისა:

1855. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: შესადარი: ხუარაზმ: მეფის: მისი: ნახვა: ღმრთისა: ხვეწით: მემუდარი: რა: ჴელმწიფე: მისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ვითა: მკუდარი: თქუა: თუ: ღმერთო: კურთხეულ: ხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი:

1856. თაყუანი: სცა: მერმე: ყელსა: მოეხვივა: თარა: ბრძენი: მოახსენა: ღმერთო: რა: ვთქუა: მადლთა: შენთა: მე: სიგრძენი: ამა: ომთა: მოარჩინენ: არ: უობლენ: წურილნი: ძენი: რა: ქება: ვთქუა: რომ: ასეთნი: წყალობანი: მიბოძენი:

1857. დასხდეს: მეფე: და: ვაზირი: არჩევენ: სათათბიროსა: მეფე: ბრძანებდა: სიტყუასა: გულ: მდუღრად: ასატიროსა: ვაზირო: ჰგუანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: განამჭვიროსა: ვით: მეტყუი: სისხლი: გაუშვი: მაგ: ძნელსა: სავაზიროისა:

1858. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: თქუენ: უმართლე: ხართ: მას: დია: მაგრა: ჰყავს: ტყუედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია: არ: გაგიშვებენ: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მაჰმადია: თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღმერთისა: დანაბადია:

1859. მეფემან: ბრძანა: ადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო: თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო: ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო: მიჯობს: რომ: მოვკუდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: დავაპირო:

1860. ვაზირმან: ჰკადრა: მეფეო: ისმინე: სიტყუა: ასები: აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგეგონა: ნასები: ტარიელს: თქუენთა: სისხლთაგან: სწადს: სავსე: შესვას: თასები: შენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები:

1861. სისხლი: გაუშვა: ხუარაზმშამ: საქმე: ქნეს: მოზავებული: შეჰფიცეს: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული: კარგ: ვაზირობით: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული: ხუარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული:

1862. მივა: ტარიელ: მოყუსითა: ფრიდონ: და: ავთანდილითა: გამარჯუებული: ნადირობს: საბინდოთა: და: დილითა: იტყუის: თუ: ვალსა: მე: აწ: ნეტარძ: გარდვიჴდი: რითა: თქუენ: დამარჩინეთ: თუ: არ: მკუდრად: ვიწევ: ხუარაზმშას: ჩრდილითა:

1863. წამოვიდეს: მხიარულნი: ნადირობით: თამაშობით: მტერთა: ზედა: მოჰქცეოდეს: მათგან: იყუნეს: უშიშრობით: მათ: დაიწუყეს: ხუარაზმელი: არ: დააგდეს: შამუშობით: ერთმანერთსა: აქებდიან: მხიარულნი: არ: ქუშობით: