... (S-4499), XVII ს.

1883. ანადირებდეთ: ასწავლეთ: წაღმა: უკუღმა: სროლითა: მერმე: მოედანს: გამართეთ: ცხენთა: დგინება: რბოლითა: ყოვლის: ზნეობით: გაავსეთ: არამც: თუ: შინა: წოლითა: ამანცა: თქუენა: აგავსოს: საქონელ: მრავალ: ქოლითა:

1884. მერმე: შვილსა: მიაბარა: ინდოეთი: ჯარი: ყველა:: რაც: მე: მექნას: ამა: ჯარზედ: უხვად: იყავ: არ: ერთხელა: ვაზირები: ივაზირე: გაამაგრე: თემი: ყუელა: მტერი: ასრე: შეგექმნების: რომე: იყუნენ: ტურა: მელა:

1885. ვინ: იცის: თუ: მტერი: ასტყდეს: უცხო: იყოს: გინა: ელი: თუ: დაატყო: მორევნანი: ჯარი: დაეც: ვითა: მგელი: თვარა: ფრიდონს: გაუგზავნე: კაცი: მალი: გულ: ფიცხელი: მასვყ: წამსა: მოგეჴმარვის: ავთანდილცა: მასთან: მვლელი:

1886. გახსოვს: ყმანო: მათ: რა: უყო: ხვარაზმელთა: მაშინა: არა: შინ: ჩაუდგნენ: ამოაგდეს: მიწით: ცამდი: აამტვერა: ორს: წელიწადს: ციხეშია: შეამწყვდია: შეაჯერა: ასრე: მოსთხრის: მტერსა: შენსა: საჴნისმან: რომ: ჰყაროს: თერა:

1887. გამოესალმა: ჯარსა: და: შვილსა: აკოცა: პირსაო: ზოგნი: და: ზოგნი: თავადნი: ახლოს: რომელიც: ღირსაო: ყუელამ: კალთასა: ეხვია: იგლეჯენ: წვერთ: და: პირსაო: ერთობით: გარეთ: ფგავიდნენ: ნატრობენ: სიკუდილს: ჭირსაო:

1888. დაახალვათა: მეფემან: სადგომი: სრასა: ავალსა: წევს: მარტო: მოსთქვამს: ანდერძსა: და: თავის: გარდასავალსა: რაც: პირულად: გარდაჴდომია: ბრძანებს: მართ: ვითა: სავალსა: ავი: ყოფილხარ: სოფელო: არვის: დაადებ: ჰავალსა:

აქა კიდევ ანდერძი ტარიელისა ოდეს მიიცვალებოდა:

1889. აჰა: მოგესმნეს: სოფლისასაქმენი: თავით: ქუენამდი: მოგვიგონენით: ყოფადნო: პირველყოფილნი: თქუენამდი: რა: გესმნეს: ძნელნი: ანდერძნი: ღაწუთა: ტირილით: ქუე: ნამდი: ყურად: იხუენით: რაცა: ვთქვა: მე: სულთა: აღმოფრთქვენამდი:

1890. გაჴადი: ყოველნო: სულდგმულნო: ხუეწნით: და: მე: თაყუანებით: ხილვად: აწ: ჩემთა: საქმეთა: თქუენ: აქა: მონაყუანებით: სული: განეყუის: ჴორცთაგან: მძლავრებით: არ: წაყუანებით: მეწყალვის: ვხედავ: გლახ: მისი: მოგლა: და: მონაყვანებით:

1891. ჟამ: ერთ: გაუშვით: ყოველი: სოფლისა: უბან: დაბანი: მოიმკუეთანი: გაჭრანი: სიცილი: მღერა: და: ბანი: წესია: ესე: სოფლისა: ძმას: აღარ: აძმობს: და: ბანი: ისმინეთ: ჩემნი: ანდერძნი: ცუდია: დაბდაბ: დაბანი:

1892. შემომერტყენით: მიდამო: მოსხედით: მომეკარენით: ზოგთავე: მზირ: მიყავით: ერდოთა: სარკმლით: და: კარენით: ნესტან: დარეჯან: მკოცნიდი: ბაგითა: მაგა: კარენით: ჯვარს: ვაცმევინებ: სოფელსა: ურია: მამეკარენით:

1893. გულისხმა: ყვენით: აღმოვსთქვამ: მე: თქვენსა: შესაძინელსა: დასაუნჯებსა: სულთასა: არ: კარგვით: არ: საძინელსა: მღვიძრად: ყოფასა: სწავლასა: არ: ლულსა: არ: საძინელსა: ცრემლთა: ადენდით: ცხელებთა: არ: ყინვით: ცივ: საძინელსა:

1894. მე: ვიყავ: მეფე: ეგეთი: ვითარ: მოგბითხრა: წერილმან: ბოლოდ: დამადგა: სოფელმან: ნავთმან: ფისმან: და: წერილმან: საჭმლად: მიშოვა: ჭიამან: ბუზმან: და: ძაღლის: მწერილმან: ვაი: თუ: გაგსაჯნეს: მიჯნურნო: მამამან: ამოწერილმან:

1895. ადამის: თესლი: სხუა: ერთი: მე: მჯობდა: ვერითა: ვერ: სახით: ვერ: ახოვნებით: დამეგმოს: სიავე: რითა: აწ: მამეახლდა: სიკუდილი: მამლამის: თუალთა: ბღუერითა: დამბღუჯა: ვერვინ: გაგუყრის: გაზითა: ვერცა: კვერითა:

1896. ნუ: მიენდობით: სოფელსა: საქმესა: ცუდა: მუხთალთა: არვის: მიგინდობს: რაგინდ: ვინ: კარგთა: უყოფდეთ: უთვალთა: ბოლოდ: ჟამს: დაგცემს: შეგიპყრობს: ფერჴთა: და: მართ: ნაკუთალთა: ყუელასა: ერთად: მოგიყრის: მის: დღეში: დანახუთალთა:

1897. ესე: დღე: ყოვლთა: ზედა: გვაც: ქუეყანად: ვინცა: იშობა: მუხთალსა: ცრუსა: სოფელსა: სჭირს: კაცთა: ზედა: იშობა: არ: აღირიცხვის: სიცქაფე: მისი: ვით: ზღვისა: ქუიშობა: ბოლოდ: ასრე: იქს: ცუდია: ცქნაფვა: და: მისგან: შიშობა:

1898. ყოველნი: დავიჴოცებით: სრულად: და: რამად: მით: დაგიტეობთ: მცნებასა: მიენდვნეთ: ცუდად: არ: ამად: იტყუი: მუხთალსა: სოფელსა: ცრუდ: და: მიუნდოდ: არამად: წყეულმან: ნახეთ: რა: მიყო: ძმანი: არ: მაძმნა: და: რამან:

1899. ვერად: მორჩებით: უწყოდით: ვერ: ხვეწნით: ვერ: მუდარებით: ვერ: გარდახვეწით: აღფრინვით: და: მთათა: დაბუდარებით: ციხის: ციხეთა: აგებით: ცათაცა: დაედარებით: მაშინ: მოგგონდეს: ყოველი: ოდესმცა: ისუდარებით:

1900. აღარას: გვარგებს: ტირილი: სულთქმიდეს: მაშინ: ახევდეს: სჯობს: იუნჯებდეს: მუნარა: აქა: არ: შეინახევდეს: ერთი: მეორეს: უჭურეტდეს: მტირალი: ქუში: ნახევდეს: გარეთ: გასცემდეს: უხმობდეს: ატლასთა: არ: შინა: ხევდეს:

1901. თქმულ: არს: სიკუდილი: უფალ: არს: ჴორცთა: და: ანაგებისა: არ: ეშინიან: მძლავრთაგან: ნივთთა: და: მონაგებისა: არ: შეეწყალვის: ჭაბული: გლახა: არ: ეძაგებისა: არა: ჰკვირდების: თვალ: წარბი: აერი: ღაწუ: ბაგებისა: