... (S-4499), XVII ს.

1824. მათ: ლომთა: სპანი: სამგნითვე: შეიძრნეს: გარეთ: დაუდგომელნი: ზედა: დამსხმელთა: მოუჴდეს: ამაყნი: მცქაფად: მწყრომელნი: ფიცხლად: შეებნეს: არ: გვანდეს: იგ: ფრანგნი: ვინმე: რომელნი: მათნი: იაღნი: ტიროდეს: ვით: იცინიან: რომელნი:

1825. იგ: სამივე: მეფენი: დაკაზმულნი: დადგეს: კართა: ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: წინა: დროშა: აემართა: ღმერთსა: დიდი: მადლი: ჰკადრეს: შემობრუნდეს: მიემართა: მკლავნი: ჩვენნი: ვიჴმარნეთო: ღმრთით: რაც: გვინდა: დაგუემართა:

1826. აწ: უყურეთ: თქუენ: მსმენელნო: რა: ფიცხელი: არის: ომი: თავადთა: თავსა: ტარიელ: სწუეტდის: მედგრად: მათთვის: მწყრომი: ერტობილნი: ამოსწყუიტნა: ვერვინ: იყო: წინა: მდგომი: გარეთ: რაზმი: მრავალკეცი: დაიჴოცა: თუ: რა: ზომი:

1827. ერთკენ: ავთანდილს: და: ფრიდონს: გარეთ: ჯარსა: მოეჯარნეს: იგი: ორნივ: გამოუჴდეს: რა: გკადრო: ვით: გაეხარნეს: ჴოცდეს: უკანა: მისდევდეს: ქალაქის: კართა: შესჯარნეს: უნდოდა: თუმცა: შიგანთა: ყოლ: კარნი: არ: დაეყარნეს:

1828. ტარიელ: ნახა: ხუარაზმშა: გამაყდა: გული: ბერისა: შეიქნა: ველი: ორგნითვე: სისხლითა: მონატბერისა: გორად: ძეს: შუბთა: ნალეწი: და: ჴმალთა: მრავალფერისა: კულავ: მოუბრუნდა: ხვარაზმშას: რისხვა: ცით: მონაბერისა:

1829. ესმა: მუქრა: მეფისა: ღ~თივ: გუირგუინ: გულაზატისა: მივმართე: მივდეგ: საომრად: ჩავიპყარ: მძიმე: ლახტია: ბარგისტანითა: კაზმულსა: მე: ცხენსა: გარდავახტია: მოსრულ: ხარ: მოდი: საომრად: მით: გაგიცუდო: ტახტია:

1830. შეიქმნა: ომი: ფიცხელი: ჴელმწიფის: დროშა: მართია: ჯართა: მოუჴდა: ტარიელ: მისად: ვინმც: შენამართია: ვისცა: გარდაჰკრის: გააპის: აღმა: თუნდ: დასაღმართია: ხუარაზმშა: მოდგა: საომრად: სცნათ: მისი: დანამართია:

1831. შუბნი: შემოსცნა: ხუარაზმშა: ტარიელ: მკერდსა: შელეწნა: ვერ: გაუტეხნა: აბჯარი: ვერცა: თუ: სადმე: წახეწნა: ვაქებ: ვინ: გმირი: ისეთნი: ტან: სარო: ალვა: ახეწნა: ტარიელ: ჴრმალი: ხვარაზმშას: ცხენსა: ჰკრა: ყოლ: არ: აძეწნა:

1832. ტარიელ: ცხენი: ხვარაზმშას: მოუკლა: მუნვე: დაეცა: უფიცხე: იბრძუის: ქუეითსა: უნდოდა: ჴრმალი: დაეცა: ყმა: აღარავინ: იახლა: რომ: ადრე: ცხენსა: მოეცა: ამისთუის: მარტო: იბრძოდა: არათ: ღონითა: გაექცა:

1833. მიუჴდა: ჴმალი: გარდაჰკრა: ცხენს: თავი: გაუგდებინა: შეჰყივლა: დამრჩი: მეფეო: თავს: ცეცხლი: მოადებინა: ჩემი: ცოცხლისა: დარჩომა: თავსა: რამ: შეგადებინა: შვილი: მამიკალ: და: მეცა: მასთანა: გექადებინა:

1834. მიკუირს: თუ: რად: არ: გრცხვენიან: მუხთლობის: მოსურვებულსა: ჩემი: ძე: მოჰკალ: მწოლარე: მე: მისთვის: ვაგლახ: ვებულმა: აწ: მობირებით: არაბნი: მოგისხმან: გაავებულსა: მეც: მამკალ: მოდი: ცოცხალსა: რას: მაქნევ: დაზავებულსა:

1835. დაშურა: მოსჭირდა: მარტოსა: მრავალი: ჴრმალი: იქნია: გაუტყდა: ჴრმალი: და: ლახტი: მართ: ვითა: მშვილდი: შეჰქნია: ამისთვის: სპათა: სიმრავლე: მრგვლად: ალყად: გარე: შექნია: ჴელთა: შეიპყრეს: დაბნელდეს: მისთვის: მნათობთა: შუქნია:

1836. ტარიელ: ნახა: ხუარაზმშაჰ: საკლავად: გამართებული: გაეხარნეს: და: შეექნა: პირი: მზებრ: წარმართებული: თქუა: კმარის: ჩემთვის: მღ~თისაგან: წყალობა: დამართებული: აღარა: ვის: მოვაკლევ: მეფე: არს: წაღმართებული:

1837. მოვიდა: გააშვებინა: დიდი: ხუარაზმთა: მფლობელი: ცხენი: მოჰგვარეს: და: წყნარად: შესვა: მართ: ვითა: მშობელი: მოვიდნენ: მისნი: ძმადფიცნი: მოლოცვა: წარმომთხრობელი: უქეს: ხუარაზმშას: დარჩომა: ყოლ: არა: იყუნეს: მგმობელი:

1838. მობრუნდეს: გამარჯვებულნი: გარდაჴდეს: ჩრდილთა: ხეთასა: ტურფათა: რასმე: ბაღთასა: ყოლ: არ: კატართა: ტყეთასა: მათ: ნაომართა: შვენოდა: მჯობდა: მჯობთა: ყოველთა: მხნეთასა: თქუეს: თუ: ვაჯობოთ: ესე: დღე: მეტად: ყოველთა: დღეთასა:

1839. გამოისვენეს: მაშურალთა: აბჯრითა: ტანსა: ახდითა: პურობა: სმა: სიმღერითა: სოფლისა: ჴელთა: დაჴდითა: მას: დღესა: მათი: მებრძოლი: მკუდრად: ჩნდეს: სამარის: დაჴდითა: ხვარაზმშა: იჯდა: ფერჴითა: მგზავსად: ფერისა: დაჴდითა:

1840. დილასა: ფრიდონ: ავთანდილ: და: სხვანიცა: სპათა: თავნია: ტარიელისსა: მოვიდეს: დახუდეს: ლაშქარნი: შავნია: აწ: მათგან: სამოციქულოდ: კაცი: ჩანს: შენაგზავნია: შესთუალეს: ღმერთმან: პატივგცა: ტყვედ: გყუანან: შენნი: მავნია:

1841. ვინათგან: ღმერთმან: პატივი: ეგზომი: დაგდვა: დიდებით: გმართებს: რომ: იყო: საღმრთოსა: საქმესა: ზედა: რიდებით: აწ: შენ: რადმცა: ჰქენ: ეგ: საქმე: პირველსა: ზედა: მიდებით: პირი: აიღეთ: გაუშვით: ხუარაზმშას: ამოდ: მშვიდებით:

1842. ტარიელ: გასცა: პასუხი: მეტად: წყნარი: და: მჭევრები: მღ~თისაგან: მე: მჭირს: წყალობა: და: თქუენგან: დიდი: ბევრები: აწ: თქუენგან: სამჯერ: დადგმულა: ჩემთვის: შუბისა: ტევრები: დარჩეს: გაუშვით: ხვარაზმშა: აგრევ: თავადი: ბევრები:

1843. შევიდეს: ნახეს: ტარიელ: და: მადლსა: გარდიჴდიდესა: მერმე: ადგეს: და: ხუარაზმშა: სად: იყო: მუნა: მივიდესა: უსალამეს: მათ: ორთავე: თავის: თავის: მოიმშვიდესა: გვერდსა: დაუსხდეს: ნაკრავთა: უქებდეს: და: გაიცდიდესა: