... (H-1090), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი, და გამოჰსცდის დიდი რბევა჻ მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა მარჯვედ ქნევა჻ მართ აგრევე მელექსეთა, ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა჻ რა მისჭირდეს საუბარი, და დაუწყოს ლექსმან ლევა჻

21. მაშინღა ნახეთ მელექსე, და მისი მოშაირობა჻ რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძჳრობა჻ არ შეამოკლოს ქართული, არა ჰქმნას სიტყვა მცირობა჻ ჴელ მარჯვედ ჰსცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა჻

22. მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე ჰსთქუას ერთი ორი჻ თავი ყოლა ნუ ჰგონია, მელექსეთა კარგთა სწორი჻ განაღა ჰსთქვას ერთი ორი, უმსგავსო და შორი შორი჻ მაგრა იტყჳს ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი჻

23. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა჻ არ ძალუც სრულ ქმნა სიტყუათა, გულისა გასაგმირეთა჻ ვამჰგზავსე მშვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა჻ დიდსა ვერ მოჰკულენ ხელად აქუსთ, ჴოცა ნადირთა მცირეთა჻

24. მესამე ლექსი კარგი არს, სანადიმოდ სამღერელად჻ სააშიკოდ სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად჻ ჩვენ მათიცა გვიამების, რაცა ოდენ ჰსთქვან ნათელად჻ მოშაირე არა ჰქჳან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად჻

25. ჰჴამს მელექსე ნაჭირვებსა, მისსა ცუდად არ აბრკმუდეს჻ ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს჻ ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს, მას აქებდეს მას ამკობდეს჻ მისგან კიდე ნურა უნდა, მისთჳს ენა მუსიკობდეს჻

26. ჩემი აწ ჰსცანით ყოველმან, მას ვაქებ ვინცა მიქია჻ ეს მიჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია჻ იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია჻ მისი სახელი შეფრქვევით, ქვემორე მითქვამს მიქია჻

27. ვჰსთქვა მიჯნურობა პირველი, და ტომი გვართა ზენათა჻ ძნელად სათქმელი საჭირო, გამოსაგები ენათა჻ იგია საქმე საზეო, მამცემი აღმა ფრენათა჻ ვინცა ეცდების თმობამცა, ჰქონდეს მრავალთა წყენათა჻

28. მას ერთსა მიჯნურობასა, ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან჻ ენა დაშურების მსმენლისა, ყურნიცა დავალდებიან჻ ვჰსთქვენ ჴელობანი ქვენანი, რომელნი ჴორცთა ხვდებიან჻ მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდეს, არ სიძვენ შორით ბნდებიან჻

29. მიჯნური შმაგსა გვიქჳან, არაბულითა ენითა჻ მით რომე შმაგობს მისისა, ვერ მიხვდომისა წყენითა჻ ზოგთა აქვსთ საღ~თო სიახლე, დაშურების აღმა ფრენითა჻ კულა ზოგთა ქუჱ უც ბუნება, კეკლუცთა ზედან ფრენითა჻

30. მიკჳრს კაცი რად იფერებს, საყვარლისა სიყვარულსა჻ ვინცა უყუარს რად აყივნებს, მისთჳს მკუდარსა მისთჳს წყლულსა჻ თუ არ უყუარს რად არა სძულს, რად აყივნებს რაცა სძულსა჻ ავსა კაცსა ავი სიტყუა, ურჩევნია სულსა გულსა჻

31. თუ მოყუარე მოყურისათჳს, ტირს ტირილსა ემართლების჻ სიარული მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების჻ იგონებდეს მისგან კიდე, ნურა ოდეს მოეცლების჻ არ დააჩნდეს მიჯნურობა, ჰსჯობს თუ კაცსა იახლების჻

აქა ჰამბავი პირუჱლი როსტევან არაბთა მეფისა:

32. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღ~თისაგან სვიანი჻ მაღალი უხჳ მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი჻ მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი჻ თჳთ მეომარი უებრო, კულავ მოუბნარი წყლიანი჻

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული჻ სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული჻ მან მისთა მჭურეტთა წაუღის, გული გონება და სული჻ ბრძენი ჰჴამს მისად მაქებრად, და ენა ბევრად დასული჻

34. მისი სახელი თინათინ, არს ესე საცოდნარია჻ რა გაიზარდა გაივსო, მისგან მზე საწუნარია჻ მეფემან იჴმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია჻ გვერდსა დაისხა დაუწყო, მათ ამო საუბაროსა჻

35. უბრძანა გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბაროსა჻ რა ვარდმან მისი ყუავილი, გაახმოს დაამჭნაროსა჻ იგი წავა სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა჻ მზე ჩაგჳსვენდა ბნელსა ვჰსჭურეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა჻

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია჻ დღეს არა ხვალე მოვჰკუდები, სოფელი ასრე მქმნელია჻ რაღა იგია სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია჻ ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია჻

37. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო, რად ბრძანეთ თქვენი ბერობა჻ ვარდი თუ გახმეს ეგრეცა, გუმართებს რაზომცა ჯერობა჻ მისივე მეტობს ყოველსა, სული და ტურფა ფერობა჻ მთვარესა მცხრალსა ვარსკულავმა, ვითამცა გკადრა მტერობა჻

38. მაგას ნუ ჰბრძანებთ მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია჻ თქვენი თათბირი ავიცა, სხჳსა კარგისა მჯობია჻ ჰჴმდა განაღამცა საქნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია჻ ჰსჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია჻