ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

20. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქს სოფლისა თმობასა

21. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავისწინა იგონებდეს ნიადაგმცა ქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

22. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არასადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

23. გაასწავლნე სურვილითა ვინცა იწვით ვისგან ვინა კვლავ ქებანი ვჰკადრენ ვის მე არვის უთქმან ჩემგან წინა ისპად მოსომახოს მსგავსი არ დავაცდენ ვისცა მინა მისთვის ვლექსობ სიტურფითა ვინ შუქთა ფენს ხმელთა შინა

24. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგო მას ავნოს და თვითცა ივნოს რათამეღა ასახელა რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

25. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

26. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოება შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

27. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარმრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კვლა მოუბარი წყლიანი

28. იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა მართვ ვითა შანშეს ანისი უძრწის და მონებს ყოველიხელთა აქვს მას საბრძანისი თქვეს თუ ხამს ხმელთა პატრონად ან ალექსანდრე ან ისი

29. აწყა დავიწყოთ ამბავი მის ხელმწიფისა ზენისა არაბეთს როსტენ პატრონი მპყრობელი სპა მოსპენისა მას ესვა ქალი მნათობი თვალთათ თუთია დენისა შემხედთა სულის წამღები ვერ მხედთა ამაგზენისა

30. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

31. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსომისგან მზე საწუნარია მეფემან უხმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო მათ ამო საუბნარია

32. როსტევან უხმნა ვაზირნი უბრძანეს თუცა ფარულად მე ზე არ მომცა სოფელმან კიდეც მისთვის ვარ მალულად ამ ჩემთა სპათა თავადად შემტევებელი ქართულად მოლხინე მოასპარეზედ გამთენებელი დარულად

33. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წახდების სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

34. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა

35. ერთობ დაშალეს ვაზირთა მაგრამ ვინ მოუსმინებდა მეფე ლაღი და უკადრი იგი ქნის რაცა ინებდა თინათინ დასვეს ხელმწიფედ ვინ მზესა ითვალწუნებდა ვინ სალსა კლდესა დაადნობს და ცვილსა გაატინებდა

36. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ხმდა გაღანამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია

37. თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

38. მას ლომსა კაცი იახლა მეფისა ვეფხს უფიცხეო დაასკვნეს ესე თათბირი სრულ სპათა ჩემთა ვჰკითხეო მე ჩემთა სივაჟკაცეთა ჩემნი მებრძოლნი ვითხეო აწ შენცა გნუკევ ურწყავად ალვისა მორჩი ითხეო