... (S-2829), 1688 წ.

1772. ტარიელ: ცხენი: ხვარაზმშას: მოუკლა: მუნვე: დაეცა: უფიცხე: იბრძვის: ქვეითსა: ჴრმალი: უნდოდა: დაეცა: ყმა: აღარავინ: იახლა: რომ: ადრე: ცხენსა: აეცა: ამისთვის: მარტო: იბრძოდა: არათ: ღონითა: გაექცა:

1773. დაშვრა: მისჭირდა: მარტოსა: მრავალი: ჴრმალი: იქნია: გატეხაა: ჴრმალი: და: ლახტი: ჴელთ: აღარა: აქვს: რადია: ამისთვის: სპათა: სიმრავლე: მრგულივ: გარე: შემოჰქნია: ჴელთა: შეიპყრეს: დაბნელდეს: მისთვის: მნათობთა: შუქნია:

1774. ტარიელ: ნახა: ხვარაზმშა: საკლავად: გამართებული: გაეხარნეს: და: შეექნა: პირი: მზებრ: წაღმართებული: თქვა: კმარის: ჩემთვის: ღ~თისაგან: წყალობა: დამართებული: აწ: აღარავის: მოვაკლევ: მეფეა: წარმართებული:

1775. მოვიდა: გააშვებინა: დიდი: ხვარაზმთა: მფლობელი: ცხენი: მოჰგვარეს: და: წყნარად: შესვა: მართ: ვითა: მშობელი: მოვიდეს: მისნი: ძმად: ფიცნი: მოლოცვად: წარმომთხრობელი: უქეს: ხვარაზმშას: დარჩომა: ყოლ: არა: იყვნეს: გმობელი:

1776. მობრუნდეს: გამარჯვებულნი: ჩამოხდეს: ჩრდილთა: ხეთასა: ტურფათა: რასმე: ბაღთასა: ყოლ: არ: კატართა: ტყეთასა: მათ: ნაომართა: ჰშვენოდა: მჯობდა: მჯობთა: ყოველთა: მხნეთასა: თქვეს: თუ: ვაჯობოთ: ესე: დღე: მეტად: ყოველთა: დღეთასა:

1777. გამოისვენეს: მაშვრალთა: აბჯრითა: ტანსა: აჴდითა: პურობა: სმა: სიმღერითა: სოფლისაჴელისა: ჴდითა: მათი: მებრზოლი: მას: დღესა: მკვდრად: ჩნდა: არმისა: წაჴდითა: ხვარაზმშაჰ: იჯდა: ფერჴითა: მგზავსად: ფერისა: ნაჴდითა:

1778. დილასა: ფრიდონ: ავთანდილ: და: მათი: სპათა: თავადი: ტარიელისსა: მოვიდეს: დახუდეს: ლაშქარნი: შავნია: აწ: მათგან: სამოციქულოდ: კაცი: ჩანს: შენაგზავნია: შესთვალეს: ღ~თნ: პატივგცა: ტყვედ: გყვანან: შენნი: მავნია:

1779. ვინათგან: ღ~თნ: პატივი: ეგზომი: დაგდვა: დიდებით: გმართებს: რომ: იყო: საღმრთოსა: საქმესა: ზედა: რიდებით: აწ: შენ: რადმცა: ჰქენ: ეგ: საქმე: პირველ: სისხლისა: მიდებით: პირი: აიღეთ: გაუშვით: ხვარაზმშას: ამოდ: მშვიდებით:

1780. ტარიელ: გასცა: პასუხი: მეტად: წყნარი: და: მჭევრები: ღ~თისაგან: მე: მჭირს: წყალობა: და: თქვენგან: დიადი: ბევრები: აწ: სამჯერ: თქვენგან: დადგმულა: ჩემთვის: შუბისა: ტევრები: დარცეს: გაუშვით: ხვარაზმშა: და: მისი: სპანი: ბევრები:

1781. შევიდეს: ნახეს: ტარიელ: და: მადლსა: გარდაიჴდიდეს: მერმე: ადგეს: და: ხვარაზმშაჰ: სად: იყო: მუნა: მივიდეს: უსალამეს: მათ: ორთავე: თავის: თავ: დაამშვიდესა: გვერდსა: დაუსხდეს: ნაკრავთა: უქებდეს: და: გაიცდიდესა:

1782. მერმე: ჰკადრეს: ჰე: ხვარაზმშა: ჴელმწიფეო: ბედნიერო: მორჭმული: და: თვით: მპყრობელი: ზნე: უკლებო: მეცნიერო: გვიკვირს: რაცა: თქვენ: გიქნია: პირველ: კაცო: გონიერო: რად: აშვილეთ: შვილი: თქვენი: ყოვლით: ზნითა: შვენიერი:

1783. თუ: გასმიოდა: ტარიელ: ნახვითა: ანუ: სმენითა: მემკვიდრე: სადმე: არისო: რად: არა: მოიხენი: თა: აწ: თქვენ: გაუშვათ: პირველი: სისხლი: სიტყვითა: ჩვენითა: აქათ: წადით: და: მეფობით: ბრძნითა: გონება: ენითა:

1784. ხვარაზმშა: წყნარი: სიტყვები: თქვნა: ბრძენთა: სწავლა: რიგისა: პირველად: ქება: ავთანდილს: და: ნურადინს: მიუგისა: მე: თქვენი: ქება: ვითა: ვთქვა: ბუდე: ვარ: აწ: აუგისა: მკლავს: სირცხვილისა: ლახუარი: ბასრისა: შუბ: დაუგისა:

1785. ოდეს: ძე: ჩემი: ეთხოვა: სასიძოდ: ჰინდოთ: მეფესა: მაშინ: ვერსით: ვიცნობდით: ტარიელს: სისხლთა: მჩქეფესა: უმკვიდროდ: ყოფა: ეწერა: მას: წიგნსა: მათსა: სეფესა: ამად: ვერ: მივხუდი: მიგმობდით: ჭკუასა: დანაყეფესა:

1786. მართებდა: თუმცა: ტარიელს: ებრძანა: ჩემთვის: კაცითა: მართ: ერთხელ: ვითა: ეგრეცა: არ: მრავლად: კაცის: კაცითა: მე: ვარ: მემკვიდრე: პატრონი: მე: მმართებს: ღ~თითა: და: ცითა: ნუ: მოსცემ: შვილსა: თვარ: დავხუდე: რაზმითამრავალ: კეცითა:

1787. თუ: მაშინ: არ: დამეშალა: თქვენ: უმართლე: ხართ: მდურვასა: თავსაცა: ჩემსა: ვაბრალობ: მას: საშინელსა: ურვასა: მაგრა: უმეცრად: ჩავიჭერ: სისხლთა: მორვისა: ცურვასა: ამად: ვერავინ: დამიშლის: გულსა: სისხლისა: წურვასა:

1788. ეს: ასრე: იყო: რაც: გკადრე: თქვენცა: გასმოდეს: მგონია: თვარ: გაიკითხენ: ინდონი: გკადრებენ: უმტყუვნონია: ავთანდილ: ჰკადრა: მეფეო: ესე: ვერმამიგონია: მაგისთანანი: სიტყვანი: აწ: არად: სავარგონია:

1789. თავმან: თქვენმან: თუ: მოგვისმენ: ამას: გკადრებთ: დაუცდომლად: სჯობს: წახვიდეთ: ტახტსა: თქვენსა: იყვნეთ: სისხლთა: დამთმობელად: არა: გაკლდეს: დიდებისა: ჴელი: ცათა: მიოწთომლად: შენდობა: ჴამს: რადგან: ამად: აღარ: დარჩა: შეუნდობლად:

1790. ხვარაზმშა: თქუა: ვინათგან: გწადს: აგრე: ვქნათ: რაცა: ბრძანეთ: მაგრა: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: გაიგონეთ: წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ასრე: მიძაბუნეთ: შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარას: გვერდსა: შემაგონეთ:

1791. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ,: ტარიას: გამოეზრახნეს: ხვარაზმშას: სიტყვა: ყოველი: წყნარად: თქვეს: არ: დაიზახნეს: თარა: ვაზირსა: უჴმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს: მიდგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიგანთა: არ: უვაგლახნეს: