... (S-2829), 1688 წ.

1792. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩვენი: ჴმა: თქვენთვის: ზარისა: თარა: ვაზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა: ხვარაზმშა: ბრძანებს: ნახვა: სწადს: შენი: არ: ჭკუვად: ავისა: გამოდი: ჩვენ: გამოგინდობთ: არ: მიზდი: გინდა: თავისა:

1793. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: დიდად: დარი: ხვარაზმელის: მართ: ნახვისა: ღ~თისა: ხვეწით: მემუდარი: რა: ჴელმწიფემ: ისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ახლად: მკუდარი: თქვა: თუ: ღ~თო: კურთხეულ: ხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი:

1794. თაყვანისცა: მერმე: ყელსა: მოეხვივა: თარა: ბრძენი: მოახსენა: ღ~თო: რა: ვთქვა: მადლთა: თქვენთა: მე: სიგრძენი: ამა: ომთა: მოარჩინენ: არ: უობლენ: წურილნი: ძენი: რა: მადლი: ვთქვა: რომ: ასეთნი: წყალობანი: მიბოძენი:

1795. დასხდეს: მეფე: და: ვაზირი: არჩევენ: სათათბიროსა: მეფე: ბრძანებდა: სიტყვასა: გულ: მდუღრად: ასატიროსა: ვაზირო: ჰგვანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: განამჭუროსა: ვით: მეტყვი: სისხლი: გაუშვა: მაგ: ძნელსა: საარაკოსა:

1796. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: თქვენ: უმართლე: ხართ: მას: დია: მაგრა: ჰყავს: ტყვედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია: არ: გაგიშვებენ: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მოამადია: თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღ~თისა: დანაბადია:

1797. მეფემან: ბრძანაადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო: თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო: ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო: მიჯობს: რომ: მოვკვდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: დავაპირო:

1798. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: ისმინე: სიტყვა: ასები: აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგეგონა: ნასები: ტარიელს: შენთა: სისხლთაგან: სწადს: სავსე: შესვას: თასები: თქვენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები:

1799. სისხლი: გაუშვი: მეფეო: ქენ: მტკიცე: მოზავებული: შეჰფიცეს: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული: კარგ: ვაზირობით: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული: ხვარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული:

1800. მივა: ტარიელ: მოყვსითა: ფრიდონ: და: ავთანდილითა: გამარჯვებული: ნადირობს: საბინდოთა: და: დილითა: იტყვის: გარდავიხდი: მართ: ვერას: ვერ: წადილითა: თქვენ: დამარჩინეთ: თუ: არ: მკვდრად: ვიწევ: ხვარაზმშას: ჩრდილითა:

1801. წამოვიდეს: მხიარულნი: ნადირობით: თამაშობით: მათ: მოემწყო: ხვარაზმელი: არ: დაეგდო: შამუშობით: მტერთა: ზედა: მოქცეოდეს: მათგან: იყვნეს: უშიშრობით: ერთმანერთსა: აქებდიან: მხიარულნი: არ: ქუშობით:

1802. მოვიდეს: მოქალაქენი: გამოეგებნეს: ზარითა: მუტრიბთა: ჴმანი: ისმოდეს: ბარბითთა: შენაზარითა: ნესტან: დარეჯან: დაშვენდა: ელვითა: მით: მწყაზარითა: მათ: სიხარულსა: ვერ: დავწერ: ჴელითა: ვერცა: ჰაზარითა:

1803. რად: ვაგრძელებდე: მუნ: დაყვნა: მრავალნი: დღენი: ამონი: მერმე: გაუშვნა: სავსენი: ნათელნი: დაუღამონი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტკბილნი: გამომსალამონი: დადგა: ტარიელ: თუცა: სდის: ცრემლი: ჴმელთა: დასალამონი:

1804. აავსნა: მისაცემლითა: ოქსინოთა: და: შარდითა: სტავრითა: საკრამანგითა: მძიმითა: სადუქარდითა: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: პირითა: მინა: ვარდითა: გავლენ: ზღვასა: და: მიდიან: საროთა: განაზარდითა:

1805. მოვიდეს: მათი: ქვეყანა: მათ: დახვდა: ამოთ: ნებითა: მოეგებნიან: სძღნობდიან: წესითა: და: რიგებითა: თინათინს: პირსა: სინათლე: ემატა: დაშვენებითა: მულღაზანზარი: შეიქნა: მეტითა: აშენებითა:

1806. ეს: ამბავი: დარჩომოდა: სარგის: ლექსთა: შეუწყობლად: მერე: თმოგვი: შესავლითურთ: თმოგველთაგან: დარჩა: ობლად: მე: ვნახე: და: მას: ვუჩვენევინ: ჩანს: გმირთა: რაზმთა: მწყობლად: მან: მიბრძანა: ლექსად: თქვიო: მჭევრ: ქართულად: შესაწყობლად:

1807. ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლი: იმაჯანიან: ორთავე: მტერი: მოყვარედ: მათ: წინა: მოიყვანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწანი: უაკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულთა: აგულვანიან:

1808. ყოვლთა: სწორად: წყალობათა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქვრივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმელნი: დააშინნეს,: კრავნი: კრავსა: ვერ: უწოვდეს: შიგან: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს:

1809. დავით: ქართველთა: მეფესა: ვის: მზე: მსახურებს: მარებლად: ესე: ამბავი: გავლექსე: მე: მათად: მოსაჴმარებლად: ვინ: არის: აღმოსავლეთით: დასავლეთს: ზართა: მარებლად: მისთაორგულთა: დამწველად: ერთგულთა: გამახარებლად:

1810. მე: ვთქვი: ქება: თამარისა: და: ჴმელთა: მინა: მნათისა: ვთქვი: მათი: ქება: მზისა: და: მქონდა: ქებისა: მათისა: რომანულისა: თვალისა: მის: ბრილისა: და: სათისა: მემცა: ვით: მექო: ვერ: აქებს: თუ: ბრძენნი: შეკრბენ: ათისა:

ანდერძი ტარიელისა ოდეს მიიცვალა: