ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1459. უთხრა ძმაო რა გარდიხდის: შენგან ჩემსა ჭირნახულსა჻ ღ~თი მოგცემს წყალობასა: მისგან ზეცით შესახულსა჻ თუ ვერა ვიქ საწადელსა: შენსა შენთვის გაზრახულსა჻ არა ვნახავ სახლსა ჩემსა: არ დარბაზსა არცა ხულსა჻

1460. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა: ანუ რით მოგეხმარები჻ ვარჩევ წავიდეთ არაბეთს: იყავ ჩემიცა მარები჻ ტკბილი სიტყჳთა გავმართოთ: და ჴმლითა საომარები჻ თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ: მე ჩემსა არ ვექმარები჻

1461. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს: ტარიას მოციქულობა჻ მას გაეცინნეს გაღიმდა: შვენოდა მხიარულობა჻ თქუა თუ მეშველი რად მინდა: მჭირს არავისგან წყლულობა჻ ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს: არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა჻

1462. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის: მორჭმული ღ~თისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი: ლაღი არვისგან ვნებითა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთაგან: არცა გრძნეულთა გრძნებითა჻ მას ზედა შველა რად მინდა: რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

1463. რა მოვა ჩემთვის განგება: ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღ~თი იწადებს მომივლენ: გულის სახმილთა ლხენანი჻ მაშინღა დამხვდნენ მოკუდავსა: მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდია: ჩემგან მი და მო რბენანი჻

1464. მიდი და ჰკადრე ტარიელს: პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო: ხარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა: თქუენად სამონოდ შობილი჻ ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს: ვირ მეფე იყო ცნობილი჻

1465. გებრძანა შეყრა მწადიან: საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მზგავსი გულისა: ლმობიერისა თქუენისა჻ მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს: არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა: მის განგებისა ზენისა჻

1466. ესეა ჩემი საწადი: და ჩემი მოსანდომარე჻ ჰინდოეთს გნახო მორჭმული: საჯდომთა ზედა მჯდომარე჻ გვერცავე გიჯდეს მნათობი: პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს: არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

1467. რა გამისრულდენ ესენი: ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს: მამხვდეს მის მზისა ხლებანი჻ ოდისცა სწადდეს დამივსნეს: ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვა თქუენგან არა არ მინდა: მძულან რასაცა თნებანი჻

1468. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს: ესე სიტყვანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქ: ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან პოა მიზეზი: ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ: ნახნეს ძალ გულნი ძმისანი჻

1469. მიდი უთხარ ჩემაგიერ: სიტყვა ჩემგან არ სათნები჻ მე შენისა გამზრდელისა: უნახავად არ დავდგები჻ ვეჭვ მრავალი დამეხოცოს: მონა მისგან საყუარლები჻ ვითხოვ ხოლო შენდობასა: ეგეთიღა მოვბრუნდები჻

1470. ესე უთხარ ამის მეტსა: მოციქულობ ნურას ნუო჻ ხვალე წასლვა არ დავშალო: არცა სიტყუა გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე: რომე სიტყუა გავიცრუო჻ ამოდ ვსთხოვო ქალი მისი: შევეხვეწო შევაგუო჻

1471. უამბო ფრიდონ ავთანდილს: ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია: შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა: გულსა კუამლ ალმულობა჻ ასრე ჴამს რიდი მეფეთა: ყმათაგან მოკრძალულობა჻

1472. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით: ტარიას შესახვეწელად჻ ფერჴთა ეხვევის აკოცებს: აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყჳს კმა რაცა შევცოდე: როსტანს წლეულად მე წელად჻ კვლავ ნუ მიქ ერთგულობასა: გამტეხლად დაცამლეწელად჻

1473. რასაცა ლამი არ მოგცემს: მას ღ~თისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო: მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთვის ჴელი ვით გავძრა: ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია჻ ვით მოიჴმაროს მონამან: პატრონსა ზედა ჴრმალია჻

1474. ეგე საქმე მე და ჩემსა: საყუარელსა შეგვამდურვებს჻ ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს: კუშტი გულსა შიაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს: ჭურეტისათვის მამასურვებს჻ შენდობასა ჴორციელი: კაცი ვერა დამიურვებს჻

1475. ტარიელ უთხრა სიცილით: მან მზემან შუქ ნაფენამან჻ ჴელი მოჰკიდა ავთანდილს: ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყუელაი: მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს: ჩემან შენითა ლხენამან჻

1476. დია მძულს მეტი მოყურისა: შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყვედლად კუშტობა: და სულ მძიმობა დიდობა჻ თუ მოყვარეა გულისა: ქნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარე მე ჩემად იგ მისად: დია სჯობს კიდის კიდობა჻

1477. მე ვიცი გული საშენოდ: შენისა საყუარელისა჻ არ ეწყინების სტუმრობა: შენისა მე შემყრელისა჻ რადმცა რა ვჰკადრე მეფესა: თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვისა მათისა: ნატრა მაქუს სანატრელისა჻

1478. ამას ოდენ მოვახსენებ: მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი: მან მისითა მოგონებით჻ რადგან ბოლო შეყრავეა: სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი: თავის თავის ნუ დასჭკნებით჻