ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1518. მეფე კოცნასა ლამობდა: აღარა ცრემლნი სდენიან჻ ავთანდილ ფერხთა ეხვევის: შუქნი ქვე დაუფენიან჻ უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი: შენ ზნენი გამოგჩენიან჻ რადგან მერჩიო ნუ მერცხჳ: გაე რასაღა გრცხვენიან჻

1519. მოეხვია გარდაკოცნა: მან პირისა არე მარე჻ დამივსეო ცეცხლი ცხელი: მაგრა წყალი არე მარე჻ ვინ გიშერი დააჯოგა: და წამწმისა არემარე჻ გვალე შეგყრი ლომო მზესა: თავი მისკენ არე მარე჻

1520. მეფე ყელსა ეხვეოდა: მას ლომსა და ვითა გმირსა჻ ახლოს უზის ეუბნების: აკოცებს და უჭვრეტს პირსა჻ იგი მზე და ჴელმწიფობა: ასრე მიხუდა ვითა ღირსა჻ მაშინღაა ლხინი ამო: რა გარდიხდის კაცი ჭირსა჻

1521. ყმა მეფესა მოახსენებს: მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ჻ რად არ გინდა ნახვა მზისა: ანუ რადღა აგვიანებ჻ მიეგებვი მხიარული: სახლსა თქუენსა მოიყუანებ჻ შემოიმოს შუქთა მისთა: ნათლად გარე მოივანებ჻

1522. ტარიელსცა მოახსენა: შესხდეს ქალსა მიეგებნეს჻ მათ სამთავე გოლიათთა: მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს჻ მიხვდეს მათსა საწადელსა: იგი პოეს რაცა ძებნეს჻ ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა: არა ცუდად წელთა ებნეს჻

1523. მეფემან ქალს უსალამა: მან შორით გარდახდომილმან჻ დაუყუნა თვალნი ელვამან: მისთა ღაწვთაგან კრთომილმან჻ გამოეგება აკოცა: კუბოსა შიგან ჯდომილმან჻ დაუწყო ქება მეფემან: თვით ვერას ვერ მიხდომილმან჻

1524. ეტყჳს მზეო ვითა გაქო: ნათელო და დარიანო჻ შენთვის ხელნი გონებანი: არა ცუდათ არიანო჻ მზიანო და მთვარიანო: ეტლად რაო და რიანო჻ თქუენ საჭვრეტლად აღარ მინდით: არ ვარდნო და არ იანო჻

1525. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი: მისთა ელვათა ფენასა჻ ვით მზემან დაყუნა მჭვრეტელთა: თვალნი ნათლისა ჩენასა჻ მისგან დამწვარნი მისცნიან: გულნი ჭვრეტითა ლხენასა჻ სითცა გამოჩნდის იქმოდეს: ჯარნი მუნითკენ რბენასა჻

1526. შინა წავიდეს ყოველნი: შესხდეს თავისა დარებად჻ ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი: მის მზისა დასადარებად჻ არ მიიხდომის სიტურფე: არს მათგან მიუმხვდარებად჻ ადრე მივიდეს მეფისა: სახლად სამყოფად არებად჻

1527. შევიდეს ნახეს თინათინ: მჭვრეტთა მამცემი ჭირისა჻ სკიპტროსან გვირგვინოსანსა: შვენოდა ცმა პორფირისა჻ მისრულთა პირსა შეადგა: ელვა მისისა პირისა჻ შევიდა მეფე ინდოთა: იგი მზე მსგავსი გმირისა჻

1528. ტარიელ და ცოლმან მისმან: ქალსა მდაბლად უსალამეს჻ მოეგებნეს აკოცეს და: საუბარი დააამეს჻ იგი სახლი გაანათლეს: არ ნათელი შეაღამეს჻ ბროლ ბალახში გააღაწვეს: და გიშერი აწამწამეს჻

1529. თინათინ ზედა აწჳვა: ტახტსა მეფეთა ზეთასა჻ ტარიელ უთხრა შენ დაჯე: სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა჻ დღეს ტახტი შენი შენ გმართებს: მეტად ყოველთა დღეთასა჻ მე ლომი ლომთა დაგისვა: გვერდსა შენ მზეთა მზეთასა჻

1530. ორთავე ჴელი მოჰკიდეს: და დასვეს ტახტსა თავისსა჻ გვერცა დაუსვეს ავთანდილ: სურვილსა მოეკლა ვისსა჻ უნახავსა და ნახულსა: სჯობს ყოვლსა სანახავისსა჻ ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა: ნუცა თუ რამინს და ვისსა჻

1531. ქალსა შესწბა გაუკჳრდა: ავთანდილის გვერცა ჯდომა჻ ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა: შე და გამო გულმან კრთომა჻ მეფე ეტყჳს შვილო ჩემგან: გაქუს სირცხვილი ნუ რა ზომა჻ ბრძენთა უთქუამს სიყვარული: ბოლოდ მისი არ წახდომა჻

1532. აწ შვილნო ღ~თნ თქუენ მოგცეს: ათას წელ დღეთა გრძელობა჻ სვე სვიანობა დიდობა: კულავ ჭირთა გარდუხდელობა჻ ცამცა ნუ შეგცულის მოგხვდების: თვით მისებრ შეუცვლელობა჻ თქუენთა ჴელითა მეღირსოს: მიწათა შემომყრელობა჻

1533. მართ მეფემან სპათა ბრძანა: ავთანდილის თაყუანება჻ ესეაო მეფე თქუენი: ასრე იქმნა ღ~თისა ნება჻ დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი: მე სიბერე ვითა სნება჻ ჩემად სწორად მსახურებდით: დაიჭირეთ ჩემი მცნება჻

1534. ლაშქარნი და დიდებულნი: დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს჻ მოახსენეს მიწად ვექმნეთ: ვინცა მიწად მიგვიყვანნეს჻ მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს: ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს჻ მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს: გულნი ჩვენნი აგულოვნნეს჻

1535. ტარიელს უთხრა ქებითა: იმედისა გათავება჻ ქალსა ეტყჳს შემიყრიხართ: აღარა გწვავს ცეცხლთა დება჻ ქმარი შენი ძმაა ჩემი: მწადს აგრევე თქუენი დება჻ ორგულთა და შემცილეთა: შენთა მე ვჰქნა გაფლიდება჻

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან჻

1536. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე: ზის და ხელმწიფე ზენია჻ მასთანა მჯდომსა ტარიელს: შვენიან სინაზენია჻ ნესტანჯარ უზის თინათინს: ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია჻ გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად: შეყრილან ოთხნი მზენია჻