ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1557. მათდავე სახედ რომელსა: ესენი დაუბადიან჻ იგივე გაჰყრის სიშორე: არა თუ ნებით სწადიან჻ ვარდსა სწებვენ და აპობენ: ტირან და ცრემლნი ჩადიან჻ მათთა გამყრელთა ყუელთა: სიცოცხლე არ იქადიან჻

1558. ნესტან დარეჯან თქუა ნეტამც: ყოლე არ შემოგცნებოდი჻ მზისა გამყრელი გაყრითა: აწ ასრე არ დავდნებოდი჻ ამბავსა სცნევდი მაცნევდი: წიგნითა მეუბნებოდი჻ ვითა მე შენთჳს დამწვარვარ: აგრე შენ ჩემთჳს დნებოდი჻

1559. თინათინ უთხრა ჱე მზეო: შენთა მჭვრეტელთა ლხინებო჻ რამცა გაგწირე თუ ვითა: გაყრასა მოვითმინებო჻ ღ~თისაგან დღეთა თხოვისა: ნაცვლად სიკუდილი ვინებო჻ აგრემცა მივი რაზომსა: ცრემლსა მე დავიდინებო჻

1560. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა: გაიყარნეს იგი ქალნი჻ ქვე დამდგომმან წამავალსა: ვერ მოსწყჳტნა ყოლე თვალნი჻ იგი იჭურეტს უკუღმავე: ედებოდა ამით ალნი჻ რომე მწადდეს ვერ დავწერენ: მე სიტყვანი ნაათალნი჻

1561. როსტან მათითა გაყრითა: ხელთაგან უფრო ხელდების჻ ათასჯერ იტყვის ვაგლახსა: არ სულთქმა უერთხელდების჻ ცხელი სდის წყარო ცრემლისა: მართ ვითა ქვაბი ცხელდების჻ ტარიელ არის დაღრეჯით: ფიფქი ნასდების თხელდების჻

1562. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს: მეფე ხვევნით და კოცებით჻ იტყჳს თუ თქუენი სიახლე: მიჩნს აქამდისცა ოცებით჻ რადგან მოგშორდი დავრჩები: პატიჟთა გაასოცებით჻ შენგან მოგუეცა სიცოცხლე: შენგანვე დავიხოცებით჻

1563. ტარიელ შეჯდა მეფისა: გამყრელი გამომსალამე჻ სრულად ლაშქართა სდიოდა: ცრემლი მინდორთა სალამე჻ მზე შენ გელმისო საომრად: და თავი შენ მას ალამე჻ უბრძანა თქუენთვის მტირალსა: ყოლა არ მიჩნდეს სალა მე჻

1564. გაემართნეს და წავიდეს: დია სპითა და ბარგითა჻ ტარიელ ფრიდონ ავთანდილ: თავითა მეტად კარგითა჻ კაცი ორმოცი ათასი: ჰყვა ცხენებითა ვარგითა჻ მივლენ სამნივე გულითა: ერთმანერთისა მარგითა჻

1565. სამთავე ვლეს ღ~თო მათებრ: სხვა ნურა ნუ დაბადოსა჻ მოეგებნიან მტერობა: ვერავინ დაიქადოსა჻ მინდორსა შიგან სადილად: გარდახდეს უდილადოსა჻ ვითა მართებდათ პურობდეს: ღვინოსა სვემდეს არ დოსა჻

1566. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი჻ შვიდი ტახტი საჴელმწიფო: საშვებელი გაუცდელი჻ მათ პატიჟთა დაავიწყებს: ლხინი ესე აწინდელი჻ ყოლა ლხინთა ვერ იამებს: კაცი ჭირთა გარდუხდელი჻

1567. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი: ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს჻ ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს: ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს჻ მისცეს კლიტე საჭურჭლეთა: თავთა მათთა მიანდობდეს჻ ესეაო მეფე ჩვენი: იზახდეს და ამას ჴმობდეს჻

1568. ავთანდილ და ფრიდონისთვის: ორნი ტახტნი დაამზადნეს჻ ზედა დასხდეს ჴელმწიფურად: დიდებანი უდიადნეს჻ ღ~თნ სხვანი ჴორციელნი: მათებრნიღა რად დაბადნეს჻ ამბობდიან ჭირთა მათთა: ყუელაკასა გაუცხადნეს჻

1569. სმა პურობა გახარება: ქნეს ჯალაბი გაადიდეს჻ ვითარიცა ქორწილობა: ჴამს ეგეთსა გარდიჴდიდეს჻ მათ ოთხთავე თავის თავის: ძღვენსა სწორად მიართმიდეს჻ გლახაკთათვის საბოძვარსა: საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს჻

1570. სრულნი ინდონი ავთანდილს: და ფრიდონს მწედ ხადოდიან჻ თქვენგან გვჭირს კარგი ყუელაი: მართ იმას მოიტყოდიან჻ ვითა პატრონსა სჭვრეტდიან: რაც სწადდის მას იქმოდიან჻ სადარბაზობლად ნიადაგ: მათ წინა მოვიდოდიან჻

1571. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა: ასმათს მისსა შეკდომილსა჻ რაცა შენ ჰქენ არ უქმნია: არ გამზრდელსა არცა ზრდილსა჻ აწ ინდოეთს სამეფოსა: მეშვიდესა ერთსა წილსა჻ ზედა დაგსვამ შენი იყოს: გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა჻

1572. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ: სამეფოსა ეპატრონე჻ მუნიდაღმე გვმსახურებდი: თავი შენი დაგვამონე჻ ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: შენგან არის ჩემი ღონე჻ მონობისა უკეთესი: რამც ვიშოვნე რამც ვიქონე჻

1573. ერდგან სამთავე ძმობილთა: დაყუნეს ცოტაი დღენია჻ თამაშობდიან უსახო: მოუდიოდეს ძღვენია჻ რა მარგალიტი ღარიბი: რა უკეთესი ცხენია჻ მაგრა ავთანდილს სურვილმან: დაღრეჯა დააჩენია჻

1574. ტარიელ ცნა ამა ყმისა: ცოლისათვის მოესურვა჻ უბრძანებდა გული შენი: გაღანამცა მამემდურვა჻ აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი: გონებამან შვიდი თუ რვა჻ მოგშორდები ლხინი ჩემი: საწუთრომან დამიშურვა჻

1575. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა: წავიდეო სახლსა ჩემსა჻ ზედა ზედა დავსტკეპნიდე: დარბაზსა და ამა თემსა჻ სამსახურსა მიბრძანებდი: უხუცესი ვითა მრწემსა჻ თქუენთვის ასრე მამსურდების: წყაროსათვის ვით ირემსა჻

1576. როსტანისთვის წაატანა: საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები჻ კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა: არ კოვზები არ ჯამები჻ ჩემაგიერ მიუტანე: წაო ნურას მეუბნები჻ ავთანდილ თქუა არა ვიცი: მე უშენოდ ვით დავრჩები჻