... (H-1090), XIX ს.

1402. მაშინ ქაჯეთს მოიწია, უსაზომო რისხვა ღ~თისა჻ კრონოს წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა჻ მათვე რისხვით გარდუბრუნდა, ბორბალი და სიმგრგვლე ცისა჻ ველი მკუდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა჻

1403. კაცსა უკრავად დაბნედდის, ჴმა ტარიელის ჴაფისა჻ აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს, სიმაგრე ჯავშან ქაფისა჻ სამგნითვე კართა შეჰსჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა჻ რა ქალაქს შეჰხდეს შეიქნა, სიხარკე ციხეს სწრაფისა჻

1404. ავთანდილ და ლომი ფრიდონ, შიგნით ერთად შეიყარნეს჻ მტერნი სრულად აეწყვიტნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს჻ უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს჻ სთქვეს ტარიელ რა იქნაო, მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს჻

1405. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ჰსცნეს ტარიერისა჻ ციხისა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა჻ მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴმალთა წვერისა჻ ათი ათასი ნობათი, უსულო მსგავსი მტვერისა჻

1406. ციხისა მცველნი ყუელაი, იდვა მართ ვითა სნეული჻ თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული჻ ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული჻ ჰსცნეს ნაქმრად ტარიელისად, საქმე არს ეს მისეული჻

1407. გზანი დახუდეს შეკაზმულნი, ავიდეს და აძურეს ხვრელსა჻ ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა჻ მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმასა ლელსა჻ მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა჻

1408. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს჻ ამას ჰგვანდეს ოდეს ერთგან, მუშთარ ზუალ შეიყარნეს჻ მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ჻ აქანამდის ჭირ ნახულთა, ამას იქით გაიხარნეს჻

1409. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰსდგანან ყელ გარდაჭდობილნი ჻ კულა შეეწებნეს ხშირ ხშირად, ვარდნი ბაგეთათ პობილნი჻ აწ ესენიცა გავიდეს, შეჰკრბეს სამივე ძმობილნი჻ მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი჻

1410. მზე მოეგება პირითა, ტურფითა მოცინარითა჻ აკოცა მისთა მშველელთა, ლაღმან ცნობითა წყნარითა჻ მათ მდაბლად მადლი უბრძანა, სიტყჳთა მით ნარნარითა჻ ორნივე ერთგან უბნობდეს, ამოთა საუბარითა჻

1411. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს჻ მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს჻ არა ჰსჭირდა არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს჻ თავნი მათნი გაალომეს, მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს჻

1412. სამასისა კაცისაგან, ასსამოცი შეჰყოლოდა჻ ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთკერძ უხაროდა჻ მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა჻ რომე ჰპოვეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა჻

1413. მოჰკრიფეს ჯორი აქლემი, რაცა ვით ჰპოვეს მალები჻ სამიათასსა აჰკიდეს, მარგალიტი და თვალები჻ თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები჻ იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები჻

1414. სამოცი კაცი დააგდეს, ქაჯეთს ციხისა მცველია჻ წამოიყუანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია჻ ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუმცა გზა მუნით გრძელია ჻ თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა, გვაცს მისი გარდუხდელია჻

აქა ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა:

1415. ზღვათა მეფესა წინაშე, გაგზავნა მახარობელი჻ შეჰსთვალა მოველ ტარიელ, მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი჻ ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი჻ მწადიან გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი჻

1416. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა, და მათი დანადებია჻ მეფეო კარგი ყუელაი, მე თქვენგან წამკიდებია჻ ფატმანს უხსნია ჩემი მზე, დედებია და სდებია჻ ამისად მუქაფად რა გიძღვნა, მძულს ცუდი ნაქადებია჻

1417. მოდი გნახენ გავიარდეთ, ქვეყანასა შენსა ვირე჻ სრულად ქაჯთა სამეფოსა, გიძღვნი ჩემგან შეიწირე჻ კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე჻ მე ვისწრაფი ვერა გნახავ, შენ წამოდი ჩემ კერძ ირე჻

1418. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ, უსენს ქმარსა ფატმანისსა჻ გამოჰგზავნოს იამების, ნახვა მისი ხსნილსა მისსა჻ მისგან კიდე ინატრიდა, ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა჻ ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა჻

1419. რა კაცი ტარიელისა, ესტუმრა ზღვათა მფლობელსა჻ წესია გული გაკრთების, ამბავსა გასაკრთომელსა჻ მისცა მადლი და დიდება, ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა჻ მაშინვე შეჯდა არ უნდა, მისვლა სხვასაღა მჴმობელსა჻

1420. ბარგი აჰკიდა გააგო, ქმნა ქორწილისა მათისა჻ მას მოაქუს რიცხჳ ტურფათა, არს სიდიადე სათისა჻ ფატმან ჰყუა თანა იარეს, სავალი დღისა ათისა჻ უხარის ნახვა ლომისა, და მზისა ხმელთა მნათისა჻