... (H-1090), XIX ს.

1307. იგი მზე ქაჯთა მეფესა, ჰყავს ქაჯეთს პატიმარია჻ მიჩანს მუნ მისვლა თამაშად, თუცა გზა საომარია჻ ნარგისთათ წვიმა ბროლისა, წვიმს ვარდი ნაწვიმარია჻ ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია჻

1308. გულ მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების჻ სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების჻ რაცა მოგინდეს უცილოდ, იქმთ იგი არ აქცილდების჻ არ თურე კაცმან დაგიდგნა, ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების჻

1309. აწ შემინდევ ვერა გნახე, შორს ამისთჳს წაგიარე჻ გზა გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრადა იგი მთვარე჻ ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე჻ ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე჻

1310. ამა მონათა ჩემზედა, გარდაუხდელი გულია჻ ამოდ მსახურეს თქვენიმცა, გული ამათთჳს სრულია჻ ქება რად უნდა მას ვინცა, თქვენთანა ხან დაზმულია჻ მსგავსი ყუელაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია჻

1311. ესე უსტარი დასწერა, შეჰკრა და წაცახვია მან჻ მისცა ფრიდონის მონათა, ვარდმან და თმითა იამან჻ შესთვალა ზეპირ რაც ხამდა, სრულად მართ ვითა გიამან჻ მათ მარგალიტი უჩვენის, ძოწისა კარმან ღიამან჻

1312. მონახა ჰპოვა ავთანდილ, ნავი მისისა მხარისა჻ გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთვარისა჻ მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულ მწუხარისა჻ მისთა გამყრელთა ნაკადი, ჩასდის სისხლისა ღვარისა჻

1313. ფატმან უსენ და მონანი, ტირან ცრემლითა ცხელითა჻ იტყვიან მზეო რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა჻ რად დაგვაბნელენ შენისა, მოშორვებისა ბნელითა჻ დაცაგვმარხენო ჴელითა, ჩვენისა დამმარხველითა჻

აქა ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა:

1314. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ, მგზავრითა რითმე ნავითა჻ პირ მხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა჻ მას შეყრა ტარიელისა, უხარის მით ამბავითა჻ ჴელ განპყრობილი გულითა, არს ღ~თისა საესავითა჻

1315. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა჻ ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა჻ ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროს ტანისა჻ სულთქნა რა ნახა ყუავილი, მან უნახავმან ხანისა჻

1316. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა჻ ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა჻ უბრძანა გიჭვრეტ თვალითა, გულ ტკბილად შემხედვარითა჻ მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქვენთანა საუბარითა჻

1317. რა მოეგონის მოყუარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი჻ ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი჻ უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი჻ სადაცა ნახის დაჴოცის, ლომ ვეფხნი მოშამბნარენი჻

1318. ქვაბნი გამოჩნდეს იამა, იცნა თქვა იგი კლდენია჻ სადაა ჩემი მოყუარე, და ვისთჳს ცრემლი მდენია჻ ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ, უამბო რაცა მსმენია჻ არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა, ცუდ ჩემი განავლენია჻

1319. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა჻ მინდორს სადმე წავიდოდა, მჴეცისაებრ ველთა ვლიდა჻ ჰსჯობს თუ შამბ შამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა჻ ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა჻

1320. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა჻ მართ საახელდებ უყივის, ჴმითა მით სიხარულითა჻ ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა჻ შამბისა პირსა ტარიელ, ჰსდგას ჴმლითა მომახულითა჻

1321. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა჻ შამბისა პირსა ქვეითი, ჰსდგა ცხენი არა ხლებოდა჻ ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა჻ შეხედნა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლტებოდა჻

1322. ჴმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა჻ ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა჻ მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა჻ ჴმა შაქრის ფერად გაუხდა, ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა჻

1323. ტარიელ მოსთქვა ტირილით, სიტყვა ნატიფი მჭევრები჻ სისხლისა ღვარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები჻ ალვისა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები჻ რადგან შენ გნახე რა გამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები჻

1324. ტარიელ ჰსტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა჻ გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა჻ იტყოდა ვჰსცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა჻ აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა჻

1325. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო, კმარს დღესა რაცა მლხენია჻ ყოველი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია჻ სხვად ნუ ჰყოს ღ~თნ წამალი, არცა რა მოგისმენია჻ კაცმანცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია჻