... (H-1090), XIX ს.

აქა ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა:

1479. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენ დიონოს გააცხადებს჻ ღ~თი კეთილს მოავლინებს, არ ბოროტსა არ დაბადებს჻ ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს჻ თავსა მისსა უკეთესსა, უზადო ჰყოფს არ აზადებს჻

1480. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი჻ თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო, ჩაწყობილი დანათხზენი჻ მუნ ბალახშსა აშვენებდეს, სინატიფე სინაზენი჻

1481. იგი მზე უჯდა კუბოსა, და აგრე არონინებდეს჻ მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს჻ სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს჻ მოეგებნიან სძღნობდიან, აქებდეს არ აგინებდეს჻

1482. მას ჰგვანდეს თუცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთვარეთა჻ იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა჻ შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცთ მიუმხვდარეთა჻ სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდა მის კლდისა არეთა჻

1483. ტარიელ ბრძანა მე მმართებს, დღეს თქვენი მასპინძელობა჻ მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა჻ მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უძს ხორცისა ჴმელობა჻ მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა჻

1484. მივიდეს შიგან გარდახდეს, ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა჻ ასმათს უძს ხორცი ირმისა, იქს მასპინძლობა კვეთასა჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასვლასა მათ საქმეთასა჻ ღ~თსა მადლობდეს შეცულასა, ლხინად ჭირისა დღეთასა჻

1485. მოიარეს ქვაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი჻ პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი჻ ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი჻ არ იტყჳან არა გვაქვსო,, იგ ამისთვის გულ ნაკლული჻

1486. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესადარები჻ კულა ფრიდონისნი აავსნა, სპა ყვა თუ სპასალარები჻ აივსო კაცი ყუელაი, მაშინ მათ თანა ნარები჻ მაგრა ძევს რომე საჭურჭლე, გვანდა კაც დაუკარები჻

1487. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ მაგრამ თქმულა კარგის მქნელი, კაცი ბოლოდ არ წახდების჻ აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების჻ შენი იყოს ყუელაკაი, შენ წაიღე ვითა გხვდების჻

1488. ფრიდონ მდაბლად თაყვანიჰსცა, ჰკადრა მადლი მეტის მეტი჻ მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი჻ მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი჻ ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი჻

1489. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად჻ სახლსა მისსა მისაღებლად, მის ყველასა საჭურჭლისად჻ აწ მუნითგან გაემართნეს, არაბეთით მივლად გზისად჻ ავთანდილა გალეული, შესაყრელად მთვარე მზისად჻

1490. მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები჻ დახვდა სოფლები ციხები, ჴშირ ჴშირად თანის თანები჻ მუნ შიგა მყოფსა ემოსა, ტანსა ლურჯი და მწვანები჻ ავთანდილისთჳს ყუელაი, ცრემლითა არს ნაბანები჻

1491. ტარიელ კაცი გაგზავნა, წინაშე როსტან მეფესა჻ შესთვალა გჰკადრებ მეფეო, სურვილთა სიიეფესა჻ მე მოვალ მეფე ჰინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა჻ გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუელ მოუკრეფელსა჻

1492. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა, ნახვა მიწისა შენისა჻ ცდა შეპყრობისა ავი ქმენ, შემოტევება ცხენისა჻ მე შენთა სპათა ვაჩვენე, ნიშანი რამე წყენისა჻ დავჴოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქუენისა჻

1493. აწ ამად მოვალ წინაშე, დავჰყარე ჩემნი გზანია჻ შემინდოთ რაცა შეგცოდეთ, ჰქმნეთ გაწყრომისა კმანია჻ ძღვენი არა გვაქვს გვმოწმობენ, ფრიდონ და მისნი ყმანია჻ ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ, მე თქუენთვის მამიტანია჻

1494. რა მიუვიდა მეფესა, მახარობელი ჟამისა჻ ვით გაეხარნეს ვერ იტყჳს, ენა ერთისა წამისა჻ თინათინს ღაწვთა ემატა, ელვა შუქისა სამისა჻ ბროლსა და ლალსა აშვენებს, მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა჻

1495. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა, სიცილი თქართქარებისა჻ ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქნა სწადდა მათკენ რბენისა჻ დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა჻ შესხდა სიმრავლე მოყმეთა, მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა჻

1496. მეფე შეჯდა გაეგებნეს, თავადნი და სრულად სპანი჻ ვისცა ესმის მოვიდიან, მას წინაშე სხვაგნით სხვანი჻ ყუელაკაი ღ~თსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ჴმანი჻ თქვეს ბოროტსა უმყოფოა, კეთილნია შენთვის მზანი჻

1497. რა ერთმანერთი აუჩნდა, მისაგებ მოსაგებავი჻ ავთანდილ ეტყვის ტარიელს, სიტყვათა დანაზებავთა჻ აიგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა჻ ამად მედების სახმილი, გულსა ეცხება ებავთა჻