... (H-1090), XIX ს.

1498. ისია ჩემი გამზრდელი, და თქუენდა მოგებებულა჻ იქი ვერ მივალ მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა჻ ჩემად არაკად სულდგმული, კაცი არ გაწბილებულა჻ რასაცა მიზამთ თქვენ იცით, ფრიდონ თქვენადვე ხლებულა჻

1499. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ, შენ პატრონისა კრძალვასა჻ აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა჻ მე მივალ უთხრობ მეფესა, შენგან თავისა მალვასა჻ ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო, მზესა მას ტანად ალვასა჻

1500. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი჻ ნესტან დარეჯან მუნვე ჰსდგას, იგია მჭვრეტთა მზარავი჻ მისთა წამწამთა ნიავი, ჰქრის ვითა ქარი არავი჻ წავიდა მეფე ჰინდოთა, მისრული მიუპარავი჻

1501. ტარიელცა თაყუანიჰსცა, მივა კოცნად სასალამოდ჻ მეფე ყელსა აკოცებდა, მართ ბაგისა დასაამოდ჻ გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ჻ შენ მზე ხარო შენი გაყრა, არის დღისა შესაღამოდ჻

1502. გაეკვირვა მეფე მისსა, თვალადობა სიტურფესა჻ პირსა უჭურეტს გაკჳრვებით, უქებს მკლავთა სიალფესა჻ კულა ფრიდონცა უსალამა, თაყუანისცა მან მეფესა჻ მას მეფესა ავთანდილის, ნახვისათვის მოსწრაფესა჻

1503. მეფე ტარიას ქებასა, დაჰკრთების დაეღონების჻ ტარიელ ეტყჳს მეფეო, აწ გული შენ გემონების჻ მიკჳრს თუ ეგრე სიკეთე, თქვენ ჩემი რად გეგონების჻ რადგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების჻

1504. ნუ გიკჳრს მისი ვერ ნახვა, და დაყოვნება ხანისა჻ მოდი და დავსხდეთ მეფეო, ამოა კორდი მწვანისა჻ გჰკადრო მიზეზი მისისა, თქვენს წინა ვერ მოტანისა჻ ვიაჯი რასმე მე მართებს, მოთხოვა აწ ფარმანისა჻

1505. დასხდეს მეფენი მოადგა, გარე სიმრავლე რაზმისა჻ ტარიელს პირსა ციმციმი, ათქს უნათლესი ბაზმისა჻ ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა჻ დაუწყო თხრობა მეფესა, სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა჻

1506. მეფეო თავი მემცრობის, მე მისად მოსახსენებლად჻ მაგრამ მოსრული თქვენს წინა, ვარ შემამხვეწლად მქენებლად჻ თჳთ იგი იაჯს რომელი, ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად჻ ვინ არის ჩემად სინათლედ, და ჩემად გამათენებლად჻

1507. აწ ამას გკადრებთ ორნივე, ხვეწით და შემუდარებით჻ ავთანდილ დამდვა წამალი, მისგან თავისა დარებით჻ დავიწყდეს რომე პატიჟნი, სჭირდეს ჩვენთავე დარებით჻ არ გაწყენ გრძელი ამბავი, არს ჩვენგან მიუმხვდარებით჻

1508. თქვენთა უყუარსთ ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა჻ მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ ნამკრთალსა჻ მუხლ მოყრილი გიაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა჻ რომე მისცე ქალი თქუენი, მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა჻

1509. ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა არცა გრძელსა჻ ამოიღო ჴელმანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა჻ ადგა მუხლნი მოუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა჻ გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მამსმენელსა჻

1510. რა ტარიელ მუხლ მოყრილი, ნახა მეფე შეუზარდა჻ შორს უკუდგა თაყუანისცა, ქვე მიწამდის დაუარდა჻ მოახსენა ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა჻ თქვენმან აგრე სიმდაბლემან, ნახვა თქუენი ჩამადარდა჻

1511. ვით ეგების რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს჻ ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკუდავად და ტყვედცა გინდეს჻ გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ გდინდეს჻ სხვა მისებრი ვერა ვჰპოოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს჻

1512. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესა ვჰპოებ ვერა჻ თჳთ მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქუს და მას ეფერა჻ ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყუავილი დამებერა჻ რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა჻

1513. თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა჻ ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა჻ თუ ავთანდილ არ მიყუარდა, აგრე მისთჳს რად მამსურდა჻ დია ღ~თო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა჻

1514. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყუა მოისმინა჻ დადრკა მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა჻ კულა მეფემან თაყვანიჰსცა, წამორევლო წადგა წინა჻ ერთმანერთი მოემადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა჻

1515. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა჻ ესდენ დიდი სიხარული, გაეხარნეს მასცა განა჻ წავიდა და წამოუძღვა, მოიყუანა მოჰყუა თანა჻ მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა჻

1516. მეფე ადგა მოეგება, ყმა გარდახდა რა მივიდა჻ ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი, პირსა იმით იფარვიდა჻ მზე ღრუბელსა მოფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა჻ მაგრა მისსა შვენებასა, რამცა ვითა დაჰფარვიდა჻

1517. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან჻ ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან჻ უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან჻ რადგან მერჩიო ნუ მერცხვი, გაე რასაღა გრცხვენიან჻