... (H-1090), XIX ს.

1288. ნუთუ ესენი გეგონენ, სხვათა მებრძოლთა წესითა჻ ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა჻ შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი, ვითა აბედი კვესითა჻ მოგშორდი დამთმე გულითა, კლდისაგანც უმაგრესითა჻

1289. შენ საყუარელო ნუ სჭმუნავ, ჭმუნვითა ამისთანითა჻ ჩემი ჰსთქვა სხვათა მიხვდების, იგი ალვისა ტანითა჻ არამ სიცოცხლე უშენო, ვარ აქამდისცა ნანითა჻ ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა჻

1290. შენმან მზემან უშენოსა, არვის მიხვდეს მთვარე შენი჻ შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი჻ აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი჻ სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი჻

1291. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ, დამხსნა სოფლისა შრომასა჻ ცეცხლსა წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა჻ მამცეს ფრთენი და აღვფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა჻ დღისით და ღამით ვხედვიდე, მზისა ელვათა კრთომასა჻

1292. მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი჻ გაღანამცა მას ვიახლე, მისი ეტლი არ თუ წბილი჻ მუნა გნახო მანდვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი჻ თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს, სიკუდილიმცა მქონდეს ტკბილი჻

1293. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა჻ მაგრა შენი სიყუარული, ჩავიტანე ჩამრჩა გულსა჻ მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა჻ ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო ჩემსა სიყვარულსა჻

1294. წადი ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა჻ მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა჻ გულსა ალხინე ჩემისა, მოშორვებისა მთმობელსა჻ მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ შეუშრობელსა჻

1295. რაცა ვიჩივლე ბედისა, ჩემისა კმა საჩივარად჻ ჰსცან სამართალი მართალი, გულისა გულსა მივარად჻ შენთჳს მოვკვდები გავხდები, ყორანთა დასაყივარად჻ ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი, სატირლად და სატკივარად჻

1296. აჰა ინიშნე ნიშანი, შენეულისა რიდისა჻ გარდმიკვეთია ალამი, ჩემო ერთისა კიდისა჻ ესეღა დამრჩეს სანაცლოდ, მის იმედისა დიდისა჻ რისხჳთ მობრუნდა ბორბალი, ჩვენზედა ცისა შვიდისა჻

1297. ესე წიგნი საყუარელსა, მისსა თანა მინაწერი჻ რა დაწერა გარდაკვეთა, მათ რიდეთა ერთი წვერი჻ თავ მოხდილსა დაუშვენდა, სისხო სიგრძე თმათა წვერი჻ ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი჻

1298. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი჻ წამ ერთ მიხვდა ფატმანისსა, დღე იარა არ მრავალი჻ რა ავთანდილს გაუსრულდა, საქმე მისი სასურვალი჻ ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს, ცნობა სრული არა მთვრალი჻

1299. ფატმანს უთხრა გამისრულდა, ჟამად საქმე საწადელი჻ დიდი შენი მოჭირვება, ჩემგან არის გარდუხდელი჻ წავალ დგომად აღარა მცალს, დრო მოსულა შარშანდელი჻ ფიცხლა ქაჯეთს მოვიყუანო, მათი მომსპობ ამწყუედელი჻

1300. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების჻ მოეშორვების ნათელსა, გული ამისთჳს ბნელდების჻ ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა, ჴელი ეგრეცა ჴელდების჻ თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების჻

1301. ყმამან ფრიდონის მონანი, იჴმნა მასთანა ხლებულნი჻ უბრძანა მკვდარნი აქამდის, აწყა ვართ დაცოცხლებულნი჻ ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე, წყლულნი მით ვაგლახებულნი჻ რაცა გვინდოდა მისითა, სმენითა გაახლრებულნი჻

1302. მიდით და ფრიდონს უამბეთ, ამბავი არ ნაცქაფავი჻ მე ვერა ვნახავ ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი჻ მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი, კულა უფრო გასაჴაფავი჻ თქვენ მოგცე ლარი ყველაი, მე ჩემი ნაალაფავი჻

1303. ჩემსა ზედა დიდი არის, ვალი თქვენგან დანადები჻ მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები჻ აწ წაიღეთ ყუელაკაი, მეკობრეთა წანაღები჻ ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები჻

1304. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს, გაცემა საბოძვარისა჻ მისცა მართ სავსე ხვამალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა჻ უბრძანა წადით წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა჻ ფრიდონს მიართვით უსტარი, ჩემგან ძმად ნაფიცარისა჻

აქა წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე:

1305. დაწერა ფრიდონ მაღალო, სვე სრულო მეფეთ მეფეო჻ ლომისა მსგავსო ძალ გულად, მზეო შუქ მოიეფეო჻ მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო჻ უმცროსმან ძმამან შორი შორ, სალამი დავიყეფეო჻

1306. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა, ნაცვალი ჭირ ნახულისა჻ კარგა მოხდომა საქმისა, ჩემისა განზრახულისა჻ მიცნია მართლად ამბავი, პირისა მზედ სახულისა჻ დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელს დამარხულისა჻