... (H-1090), XIX ს.

1459. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები჻ ვარჩევ წავიდეთ არაბედს, იყავ ჩემიცა მარები჻ ტკბილი სიტყჳთა გავმართოთ, და ჴმლითა საომარები჻ თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები჻

1460. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა჻ მას გაეცინნეს გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა჻ თქვა თუ მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა჻ ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა჻

1461. ჩემი მზე ტახტსა ზედან ზის, მორჭმული ღ~თისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი, ლაღი არვისგან ვნებითა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა჻ მას ზედან შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

1462. რა მოვა ჩემთჳს განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღ~თი აწადებს მომივლენ, გულის საჴმილთა ლხენანი჻ მაშინვე დამხვდნენ მოკუდავსა, მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მი და მო რბენანი჻

1463. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა, თქვენად სამონოდ შობილი჻ ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი჻

1464. გებრძანა შეყრა მწადიან, საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მსგავსი გულისა, ლმობიერისა თქვენისა჻ მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა჻

1465. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე჻ ჰინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედან მჯდომარე჻ გვერსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

1466. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს, მამხვდეს მის მზისა ხლებანი჻ ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვა თქვენგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი჻

1467. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან ჰპოვა მიზეზი, ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალ გულნი ძმისანი჻

1468. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყვა ჩემგან არ სათნები჻ მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები჻ ვეჭვ მრავალი დამეხოცოს, მონა მისგან საყვარლები჻ ვითხოვ ხოლო შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები჻

1469. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო჻ ხვალე წასულა არ დავშალო, არცა სიტყვა გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყუა გავიცრუო჻ ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო჻

1470. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა, გულსა კვამლ ალმულობა჻ ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა჻

1471. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით, ტარიას შესახვეწელად჻ ფერხთა ეხვევის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყვის კმა რაცა შევსცოდე, როსტანს წლეულად მე წელად჻ კვლავ ნუ მიქ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად჻

1472. რასაცა ჰლამი არ მოგცემს, მას ღ~თისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთჳს ჴელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია჻ ვით მოიხმაროს მონამან, პატრონსა ზედა ჴრმალია჻

1473. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყუარელსა შეგვამდურვებს჻ ვაჲ თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შიაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მამასურვებს჻ შენდობასა ხორციელი, კაცი ვერა დამიურვებს჻

1474. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან჻ ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყუელაი, მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს, ჩემან შენითა ლხენამან჻

1475. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ მძიმობა დიდობა჻ თუ მოყუარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარე მე ჩემად იგ მისად, დია სჯობს კიდის კიდობა჻

1476. მე ვიცი გული საშენოდ, საყუარელისა შენისა ჻ არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა჻ რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვასა მათისა, ნატვრა მაქვს სანატრელისა჻

1477. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი, მან მისითა მოგონებით჻ რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით჻

1478. რა ავთანდილ ტარიასგან, ჰსცნა წასვლასა არ დაშლიდა჻ არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან რთვიდა჻ ფრიდონ კაცსა დარჩეულსა, სათანაოდ გარდასთვლიდა჻ თანა წაჰყუა განაღამცა, მას თანავე გზასა ვლიდა჻