... (H-1090), XIX ს.

აქა თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა:

1384. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან჻ ლომთა მკლავთაგან იმედი, გაქვს არა წყლულნი გტკივიან჻ სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან჻ მაგრა თუ გესმის გუშაგნი, რა ახლო ახლო ყივიან჻

1385. რა გახვიოდე გუშაგთა, ესმას აბჯრისა ჩხერება჻ გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ჴამს დაჯერება჻ წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება჻ ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქნათ თავის ტერება჻

1386. ჰსჯობს დადეგით დამალულნი, თქვენ ადგილსა იდუმალსა჻ ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა჻ სავაჭროდა შევეკაზმი, ვიქ საქმესა მე მუხთალსა჻ ერთსა ჯორსა გარდავკიდებ, მუზარადსა ჯაჭუსა ჴრმალსა჻

1387. სამთავე შესულა არ ვარგა, თუ გვიგრძნან არს სათუები჻ მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები჻ მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები გავეცრუები჻ ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები჻

1388. შიგნითა მცველთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისა჻ თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მზგავსად გმირისა჻ კლიტეთა დავლეწ გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა჻ თუ რა სხვა ჰსჯობდეს თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისა჻

აქა თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის: შეხდომა და აღება:

1389. ტარიელ უთხრა მე თქვენი, ვსცან გმირთა მეტი გმირობა჻ თქვენსა ძალგულსა თქუენივე, ჰგავს თათბირობა პირობა჻ ვიცი გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხმალთა ღირობა჻ კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა჻

1390. მაგრა იყუენით ჩემთვისცა, საქმისა რასმე რჩევითა჻ ჴმა ესმას ჩემსა ჴელ მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა჻ თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა჻ ესე მე დამსურის ნუ უბნობთ, სიტყვითა თქვენ სათნევითა჻

1391. მაგა თათბირსა ესე ჰსჯობს, ვჰქნათ ჩვენი მონახსენები჻ გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები჻ სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები჻ მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები჻

1392. ფიცხლავ შეუებნეთ შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა჻ სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა჻ მან ერთმან შიგნით შიგანი, მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა჻ ხელი კულა ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა჻

1393. ფრიდონ უთხრა შემიგია, გამიგია ვიცი მე რა჻ მაგა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კართა ვერა჻ ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა჻ თვარა ყოლა არ გვიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა჻

1394. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს, საუბართა ესოდენთა჻ ამა ზედან გაიცინნეს, მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა჻ ერთმანეთსა ალაღობნეს, ლაღობათა მათთა ფერთა჻ გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა჻

1395. კულა ერთმანერთსა მიუგეს, სიტყვები არ პირ მკუახები჻ დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები჻ გაიყუეს კაცი ას ასი, ყველაი გმირთა სახები჻ ცხენებსა შესხდეს დაიღეს, მათ მათი ჩაბალახები჻

1396. იგი ჭაბუკნი შუქითა, ვნახენ მზისაცა მეტითა჻ მათ სამთა შვიდნი მნათობნი, ჰფარვენ ნათლისა სვეტითა჻ ტარიელ შავსა ზედან ჰზის, ტანითა მით წერწეტითა჻ დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა჻

1397. ჩემი აწ ესე ნათქვამი, მათი სახე და დარია჻ რა ზედან ჰსწჳმდეს ღრუბელი, და მთათა აღტყდეს ღვარია჻ მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია჻ მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია჻

1398. თუცა ფრიდონ და ავთანდილ, სიკეთე მიუწდომნია჻ მაგრა ტარიას შემბმელნი, არვისგან მოსანდომნია჻ მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხმონია჻ აწ იყურებდით მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია჻

1399. სამთავე სამად გაიყუეს, თვითომან თვითო კარები჻ თანა ჰყუათ კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები჻ მას ღამით უყუეს სადარნო, უცრუო ანაჩქარები჻ გათენდა გაჩნდეს მიმართეს, თავის თავ ქონდა ფარები჻

1400. პირველ ამოდ მიდიოდეს, მგზავრთა რათმე მაგიერად჻ მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ ხმიერად჻ გულსა შიში არა ქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად჻ მიდგეს გარე მუზარადი, დაიხურნეს ჟამიერად჻

1401. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექნა წრიალი჻ რა ნახნეს კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი჻ სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი჻ იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი჻