... (H-1128), XIX ს.

1272. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყოველი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1273. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი რა იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მამდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე ვარ ვითამცა გულ მდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი

1274. პირ-მზე ვსწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1275. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1276. სხვა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1277. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია

1278. შენ ამბავი არ გიანბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყუარელსა შემიხვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1279. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები მე სიკუდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა

1280. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუმცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მგზავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

1281. აწ საყვარელსა მიუწერ გულ ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1282. ჱე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველთა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავ გულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები

1283. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ძნელია

1284. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან

1285. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღ~თსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე

1286. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მამიგონებდი გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა მის შენგან დანერგულისად

1287. სხუად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღ~თიმცა მის ეტერების აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1288. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მიმისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ გვართა კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგვემართა

1289. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მაზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ მართ ცეცხლად მოედებიან