... (H-1128), XIX ს.

1174. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1175. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1176. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულიყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობსა დასაგვანსა

1177. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1178. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლის წულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თჳთ დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1179. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისა ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მგზავსად მათისა გვარისა უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისა სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისა

1180. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკვლელი სადაური სად მოსრულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1181. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ მამარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა

1182. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენიპატრონი ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთჳს ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1183. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღ~მ მამაცი პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკავთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1184. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა

1185. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულ მხურვალი მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი

1186. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკუნეს მის უებროსა პირისა ნახე თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1187. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასზდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კვლავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა

1188. რა ხადუმთა აღუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული ჩაუნთქმელი

1189. მონანიცა გარდეხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვივე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შამომყვა რად მაწვეო შემანანა

1190. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე კაცთა მამწევდეს რბენითა

1191. შეველ ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არა მოკვნესი ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1192. დღე მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შინა ქალაქი შეიქნა მოსაწევარი მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1193. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი